მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"
როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"

იშ­ვი­ა­თად თუ იპო­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არ არის გურ­მა­ნი და არ უყ­ვარს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი. კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თია ისე­თი ტუ­რის­ტის პოვ­ნა, რო­მე­ლიც კი­თხვი­სას, რა მოგ­წონს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, არ გი­პა­სუ­ხებთ რომ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მოს­წონს.

რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ ტუ­რისტს, რო­მელ­საც მოს­წონს და თან შე­უძ­ლია ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გა­კე­თე­ბა, ნამ­დვი­ლად იშ­ვი­ა­თო­ბაა. ახლა კი ამ­ბა­ვი იმა­ზე, რო­გორ გა­მა­ო­ცა ჩემ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა ნა­ტა­ლი­ამ. თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვეა მუ­შა­ობს, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი უამ­რავ რეს­ტო­რან­ში იყო, სა­დაც ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს არც თუ ისე იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

ერთ სა­ღა­მოს ნა­ტა­ლი­ამ მის ყვე­ლა მე­გო­ბარს, ვინც თბი­ლის­ში გა­იც­ნო, შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა: "სა­ღა­მოს ჩემ­თან გე­ლო­დე­ბით, ჩა­შუ­შულს და ბად­რი­ჯანს ვამ­ზა­დებ".

თა­ვი­დან ცოტა გაგ­ვიკ­ვირ­და, ვი­ფიქ­რეთ შეკ­ვე­თილ საჭ­მელს მოგ­ვარ­თმევ­და... რო­დე­საც ნა­ტა­ლი­ას სახ­ლის კარ­თან მი­ვე­დით, სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი იდგა... ასე­თი სურ­ნე­ლი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სუ­ნე­ლე­ბით მომ­ზა­დე­ბულ კერძს აქვს და თა­ნაც გა­მოც­დი­ლი დი­ა­სახ­ლი­სის ნა­ხე­ლავს.... ჩემი მე­გობ­რე­ბი ად­გილ­ზე დამ­ხვდნენ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ და თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი უყუ­რებ­დნენ რო­გორ აზა­ვებ­და ნა­ტა­ლია ბად­რი­ჯანს სუ­ნე­ლე­ბით, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი იცი­ნო­და და სი­ხა­რუ­ლით უყუ­რებ­და დი­ა­სახ­ლისს. ნა­ტა­ლის ვკი­თხე, სა­ი­დან იცო­და, რო­მე­ლი სუ­ნე­ლით უნდა შე­ე­ზა­ვე­ბი­ნა ჩა­შუ­შუ­ლი და ბად­რი­ჯა­ნი... თა­ვი­დან არ გა­მო­ტყდა, მაგ­რამ შემ­დეგ იქვე და­ვი­ნა­ხე "ჯა­შუ­ში"... დიახ, ჩემი მე­გობ­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ჯა­შუ­ში" ვი­პო­ვე, პა­ტა­რა მუ­ყა­ოს ყუ­თე­ბი, რო­მელ­საც კერ­ძის სა­ხე­ლი და რე­ცეპ­ტი აწე­რია. "რა მა­გა­რია"- ვფიქ­რობ­დი და მერე ვბრაზ­დე­ბო­დი, აქამ­დე რო­გორ ვერ მო­ვი­ფიქ­რეთ ვე­რა­ვინ... მერე უკვე იმის გა­მო­კი­თხვა და­ვი­წყე ვის ეკუთ­ვნო­და ჩემი მე­გობ­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი "ჯა­შუ­შე­ბი" . "დამ­ნა­შა­ვე ვარ" - თქვა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­მი­ლით აკ­ვირ­დე­ბო­და ჩემს აღ­მო­ჩე­ნას...

რო­გორც გა­ირ­კვა სამ­ზა­რე­უ­ლოს "ჯა­შუ­ში" ნა­ტა­ლიმ მე­გობ­რის­გან, მაკო ქავ­თა­რა­ძის­გან შე­ი­ძი­ნა. ალ­ბათ ყვე­ლას გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას ნიშ­ნავს სამ­ზა­რე­უ­ლოს "ჯა­შუ­ში" და ვინ ამ­ზა­დებს მას თქვენ­თვის. ეს არის სუ­ნე­ლე­ბის ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც კერძს გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს შეს­ძენს.

"ბოლო ოთხი წე­ლია რაც ტუ­რიზ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ შე­ხე­ბა მაქვს ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლებ­თან. ყვე­ლა ვი­ზი­ტო­რი, ტუ­რის­ტი თუ ბიზ­ნეს­მე­ნი, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით არის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი. კუ­ლი­ნა­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ხში­რად მთხოვ­დნენ და­მე­წე­რა მათ­თვის ამა თუ იმ კერ­ძის რე­ცეპ­ტი. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გე­ნი­ა­ლუ­რი გემო ძი­რი­თა­დად ხალ­ხის ხა­სი­ათ­სა და სუ­ნე­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თით­ქმის ყვე­ლა კერძს თა­ვი­სი ის­ტო­რია, ში­ნა­არ­სი და ხა­სი­ა­თი აქვს, ამ­ჯე­რად 6 სა­ხე­ო­ბა გვაქვს: სვა­ნუ­რი, სა­ცი­ვი, ხინ­კა­ლი, ლო­ბიო, ბად­რი­ჯა­ნი და ჩა­შუ­შუ­ლი, სუ­ნე­ლებს გლე­ხე­ბის­გან ვყი­დუ­ლობთ ძი­რი­თა­დად. სუ­ნე­ლე­ბის შე­ზა­ვე­ბას დედა უძღვე­ბა. ჩემ­მა ძმამ დი­ზა­ი­ნი შექ­მნა და მე პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ვზრუ­ნავ. ამ ყვე­ლა­ფერს სახ­ლში ვამ­ზა­დებთ, ამი­ტო­მაც დიდი ბრუნ­ვა არა გვაქვს, თან ეს ყვე­ლა­ფე­რი 600 ლა­რით და­ვი­წყე და თვი­დან თვემ­დე მო­თხოვ­ნაც იზ­რდე­ბა და შრო­მაც" , - მიყ­ვე­ბა მაკო ქავ­თა­რა­ძე.

სა­უ­ბა­რი ნა­ტა­ლი­ას ბედ­ნი­ერ­მა შე­ძა­ხილ­მა გაგ­ვა­წყვე­ტი­ნა. ორი­ვე კერ­ძი უგემ­რი­ე­ლი­სი გა­მო­ვი­და, სა­ა­ხალ­წლოდ სა­ცივს დაგვპირ­და.

ასე, რომ მე­გობ­რე­ბო თუ თქვე­ნი მას­პინ­ძლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ი­ნა­ხეთ მსუ­ბუ­ქი ყუთი, ლა­მა­ზი შე­ფუთ­ვით, სამ უცხო ენა­ზე ზედ და­ტა­ნი­ლი მომ­ზა­დე­ბის წე­სით, იცო­დეთ, მას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ჯა­შუ­ში" ჰყავს, "SPY" ქვია და ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ თქვენ­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"

როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"

იშვიათად თუ იპოვით საქართველოში ადამიანს, რომელიც არ არის გურმანი და არ უყვარს ქართული კერძები. კიდევ უფრო იშვიათია ისეთი ტურისტის პოვნა, რომელიც კითხვისას, რა მოგწონს საქართველოში ყველაზე მეტად, არ გიპასუხებთ რომ ქართული სამზარეულო მოსწონს.

რაც შეეხება ისეთ ტურისტს, რომელსაც მოსწონს და თან შეუძლია ქართული კერძების გაკეთება, ნამდვილად იშვიათობაა. ახლა კი ამბავი იმაზე, როგორ გამაოცა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ნატალიამ. თბილისში დაახლოებით 3 თვეა მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში კი უამრავ რესტორანში იყო, სადაც ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა.

ერთ საღამოს ნატალიამ მის ყველა მეგობარს, ვინც თბილისში გაიცნო, შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა: "საღამოს ჩემთან გელოდებით, ჩაშუშულს და ბადრიჯანს ვამზადებ".

თავიდან ცოტა გაგვიკვირდა, ვიფიქრეთ შეკვეთილ საჭმელს მოგვართმევდა... როდესაც ნატალიას სახლის კართან მივედით, საოცარი სურნელი იდგა... ასეთი სურნელი მხოლოდ ქართული სუნელებით მომზადებულ კერძს აქვს და თანაც გამოცდილი დიასახლისის ნახელავს.... ჩემი მეგობრები ადგილზე დამხვდნენ, სამზარეულოში შეკრებილიყვნენ და თვალებგაფართოებული უყურებდნენ როგორ აზავებდა ნატალია ბადრიჯანს სუნელებით, მხოლოდ ერთი ადამიანი იცინოდა და სიხარულით უყურებდა დიასახლისს. ნატალის ვკითხე, საიდან იცოდა, რომელი სუნელით უნდა შეეზავებინა ჩაშუშული და ბადრიჯანი... თავიდან არ გამოტყდა, მაგრამ შემდეგ იქვე დავინახე "ჯაშუში"... დიახ, ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში" ვიპოვე, პატარა მუყაოს ყუთები, რომელსაც კერძის სახელი და რეცეპტი აწერია. "რა მაგარია"- ვფიქრობდი და მერე ვბრაზდებოდი, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ვერავინ... მერე უკვე იმის გამოკითხვა დავიწყე ვის ეკუთვნოდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში განლაგებული "ჯაშუშები" . "დამნაშავე ვარ" - თქვა გოგონამ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ღიმილით აკვირდებოდა ჩემს აღმოჩენას...

როგორც გაირკვა სამზარეულოს "ჯაშუში" ნატალიმ მეგობრისგან, მაკო ქავთარაძისგან შეიძინა. ალბათ ყველას გაინტერესებთ, რას ნიშნავს სამზარეულოს "ჯაშუში" და ვინ ამზადებს მას თქვენთვის. ეს არის სუნელების ნაზავი, რომელიც კერძს განსხვავებულ გემოს შესძენს.

"ბოლო ოთხი წელია რაც ტურიზმით ვარ დაკავებული, ამიტომ შეხება მაქვს ძირითადად უცხოელებთან. ყველა ვიზიტორი, ტურისტი თუ ბიზნესმენი, ქართული კერძებით არის აღფრთოვანებული. კულინარიით დაინტერესებულები ხშირად მთხოვდნენ დამეწერა მათთვის ამა თუ იმ კერძის რეცეპტი. ქართული კერძების გენიალური გემო ძირითადად ხალხის ხასიათსა და სუნელებზეა დამოკიდებული. თითქმის ყველა კერძს თავისი ისტორია, შინაარსი და ხასიათი აქვს, ამჯერად 6 სახეობა გვაქვს: სვანური, საცივი, ხინკალი, ლობიო, ბადრიჯანი და ჩაშუშული, სუნელებს გლეხებისგან ვყიდულობთ ძირითადად. სუნელების შეზავებას დედა უძღვება. ჩემმა ძმამ დიზაინი შექმნა და მე პოპულარიზაციაზე ვზრუნავ. ამ ყველაფერს სახლში ვამზადებთ, ამიტომაც დიდი ბრუნვა არა გვაქვს, თან ეს ყველაფერი 600 ლარით დავიწყე და თვიდან თვემდე მოთხოვნაც იზრდება და შრომაც" , - მიყვება მაკო ქავთარაძე.

საუბარი ნატალიას ბედნიერმა შეძახილმა გაგვაწყვეტინა. ორივე კერძი უგემრიელისი გამოვიდა, საახალწლოდ საცივს დაგვპირდა.

ასე, რომ მეგობრებო თუ თქვენი მასპინძლის სამზარეულოში დაინახეთ მსუბუქი ყუთი, ლამაზი შეფუთვით, სამ უცხო ენაზე ზედ დატანილი მომზადების წესით, იცოდეთ, მას სამზარეულოში "ჯაშუში" ჰყავს, "SPY" ქვია და ქავთარაძეების ოჯახში საგულდაგულოდ თქვენთვის ამზადებენ.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი