საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბაა, რის გა­მოც გზის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თოვ­ლის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ამა­ვე გზის მლე­თა-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­სა და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, ამ დრო­ის­თვის გზე­ბის გაწ­მენ­და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნუ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ას არ იძ­ლე­ვა და ად­გილ­ზე ტექ­ნი­კა მა­შინ­ვე იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­გორც კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ხა­ი­ში-უშ­გუ­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­და.

"ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ71-კმ188 (ხა­ი­ში-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა კმ1-კმ188 (ზუგ­დი­დი-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლია",- ნათ­ვა­მია დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ინფორმაცია მძღოლებისთვის - გზის რომელ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის გზების გაწმენდა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულის რეკომენდაციას არ იძლევა და ადგილზე ტექნიკა მაშინვე იქნება მობილიზებული, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

"ინტენსიური თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ188 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია",- ნათვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი