ადამიანის ორგანიზმი მრავალი, ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი სისტემა 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე გვიცავს სხვადასხვა საფრთხეებისგან და ზოგჯერ ჩვენი თანხმობის გარეშე მოქმედებს კიდეც.
მთქნარება
მთქნარების მექანიზმი ძალიან ცუდადაა შესწავლილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც ადამიანი ამთქნარებს, არის თავის ტვინის გადატვირთვა. თუ ცუდად გვძინავს, აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქოლოგიურად დაძაბულები ვართ, ორგანიზმი სპეციალურ დაცვით მექანიზმს ამუშავებს. მთქნარება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ამიტომ ეცადეთ ხშირად ამთქნაროთ.
ცემინება
ცემინების მექანიზმი მაშინ ირთვება, როდესაც ცხვირის მიდამოებში გროვდება ძალიან ბევრი მიკრობი, ალერგენი ან მტვერი. თუ გადაბმულად აცემინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი გეუბნებათ, თქვენს სიახლოვეს რაღაც ისეთია, რაზეც ალერგია გაქვთ და დროზე უნდა გაშორდეთ მას.
გაზმორება
გაზმორებაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, თუმცა მას სრულად ვაკონტროლებთ და სურვილისამებრ ვიზმორებით. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაზმორების დროს ორგანიზმი ემზადება დღის განმავლობაში მოსალოდნელი ფიზიკური დატვირთვისთვის.
მეხსიერების დაკარგვა
მეხსიერების დაკარგვა არის თავდაცვის ხერხი, დაიცვას ფსიქიკა უსიამოვნო მოგონებებისგან. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლს ავიწყდება ყველაზე საშინელი მომენტები. რა საჭიროა ისეთი შემთხვევის მეხსიერებაში ჩაწერა, რომელსაც ადამიანისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს? ასეთ დროს ორგანიზმი თავად წყვეტს, გაასუფთავოს თუ არა ჩვენი მოგონებები.
მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით