ქუთაისში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზეა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული. ქუთაისში წუხელ ნიკეას ქუჩაზე ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.