პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს
საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, გა­ე­რო- კონ­ვენ­ცი­ის მი­მართ პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და ევ­რო­კავ­ში­რი­სა (EU) და გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) ხელ­შე­წყო­ბით.

რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში გა­ე­რო-ს კონ­ვენ­ცი­ის მი­მართ აღ­წერს ქვეყ­ნის პროგ­რესს 2013 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ასა­ხუ­ლია გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­კლუ­ზი­უ­რი და თა­ნას­წო­რი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­გა­რი­ში მო­ამ­ზა­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სამ­დივ­ნომ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან და შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

"შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ხელ­მწი­ფო კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს თა­ვის მზა­ო­ბას, შე­ას­რუ­ლოს გა­ე­როს კონ­ვენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვებთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ეფექ­ტი­ან პო­ლი­ტი­კას იმ სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს სრულ­ყო­ფი­ლად ჩარ­თონ სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სამ­დივ­ნოს უფ­როს­მა ნა­ტა­ლია ჯა­ლი­აშ­ვილ­მა.

გა­ე­რო-ს კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სა და შშმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­კავ­შირ­სა (EU) და გა­ე­რო-ს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მას­თან (UNDP).

"შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ ამას ხში­რად ვერ ახერ­ხე­ბენ არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გამო. ინ­კლუ­ზია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ევ­რო­პუ­ლი მიდ­გო­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სრულ­ყო­ფილ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ევ­რო­კავ­ში­რის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პე­ბი ამ სა­კი­თხში ღირ­სე­ბის, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის (EU) პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერ­მა ივონ გო­გოლ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში შშმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ს კონ­ვენ­ცი­ის მი­მართ 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იგ­ზავ­ნა. ამის შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა ან­გა­რი­შის გან­ხილ­ვა შშმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტეტ­ში, რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, ეროვნულ მექანიზმს შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაერო- კონვენციის მიმართ პირველი ანგარიში წარადგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პირველი ანგარიში გაერო-ს კონვენციის მიმართ აღწერს ქვეყნის პროგრესს 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა კონვენციის რატიფიცირება. დოკუმენტში ასევე ასახულია გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში მოამზადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, შეასრულოს გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.

გაერო-ს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP).

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია. ევროპული მიდგომის გათვალისწინებით, ევროკავშირი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროკავშირის საკვანძო პრინციპები ამ საკითხში ღირსების, ავტონომიურობის, თანასწორობისა და ჩართულობის ღირებულებებია", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა.

საქართველოს პირველი ანგარიში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის მიმართ 2016 წლის სექტემბერში გაიგზავნა. ამის შემდეგ კი მოხდება ანგარიშის განხილვა შშმ პირთა უფლებების კომიტეტში, რის შემდეგ საქართველო მიიღებს რეკომენდაციებს კონვენციის შესრულების თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი