"როგორ გაამართლა თქვენი მოლოდინი მიხეილ გიორგაძემ. გავიხსენოთ საყდრისი, ვარძია და მიტოვებული ძეგლები, რომელიც განადგურების პირასაა?" - ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში ნიკა რურუას ამ კითხვით მიმართეს.
კულტურის ყოფილმა მინისტრმა კი უპასუხა, რომ ის მიხეილ გიორგაძის შეფასებაში ობიექტური ვერ იქნება.
"არ მინდა განვსაჯო, როგორც ყოფილმა, შემდგომი კულტურის მინისტრი. უმჯობესია ეს ჰკითხოთ ობიექტურ ხალხს. ბატონ მიხეილ გიორგაძესთან წლების განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა. მას ვიცნობ კარგად, ის იყო კარგი მენეჯერი. რაც შეეხება მის მინისტრობას, მე ობიექტური ვერ ვიქნები. არ იქნება ლამაზი ჩემი მხრიდან იოლი სამიზნის მიმართულებით კრიტიკა... მე თავს შევიკავებ შეფასებებისგან"- დასძინა ნიკა რურუამ.