პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები, რომელთაც წარმატება აერთიანებთ - როგორ გახდა "კინგსი საქართველო" ათიათასობით ადამიანის რჩეული
ბავშვები, რომელთაც წარმატება აერთიანებთ - როგორ გახდა "კინგსი საქართველო" ათიათასობით ადამიანის რჩეული

"სწავ­ლის ძირი მწა­რე არის, კენ­წე­რო­ში გატ­კბილ­დე­ბის" - ეს ან­და­ზა ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია. სწავ­ლის პრო­ცე­სი რომ მოს­წავ­ლის­თვის მარ­თლაც რთუ­ლია, ამას მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი დღე­საც და­ე­თან­ხმე­ბა. თუმ­ცა, არი­ან მშობ­ლე­ბიც, რო­მელ­თა შვი­ლე­ბის­თვი­საც სწავ­ლის პრო­ცე­სი ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და.

რო­გორ? სწო­რედ ამ ან­და­ზის წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ლაშ­ქრე­ბის" მიზ­ნით 2012 წელს რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მო­აზ­რე სტუ­დენ­ტმა შექ­მნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უპ­რე­ცენ­დენ­ტო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. იდე­ის ავ­ტო­რებ­მა მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი. იდე­ის არსი ისე­თი პრო­დუქ­ტის შექ­მნა იყო, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოს­წავ­ლის­თვის სას­წავ­ლო პრო­ცესს უფრო მიმ­ზიდ­ველს და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დი­და. პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვად გახ­დე­ბო­და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ტო­რი და მოს­წავ­ლე­ებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ხა­ლი­სით შე­აჩ­ვევ­და წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვას. ასე და­ი­წყო გუნ­დის: "კინგსი სა­ქარ­თვე­ლო" საქ­მი­ა­ნო­ბა...

რო­გორც თა­ვად კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, "კინგსი" პირ­ვე­ლი კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. დღე­ის­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ათი­ა­თა­სო­ბით მო­ნა­წი­ლე და ასე­უ­ლო­ბით გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კინგსე­ლი ჰყავს. "კინგსმა" და­ნერ­გა პირ­ვე­ლად, ნაშ­რო­მე­ბის ელექტრო­ნუ­ლად გას­წო­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ყვე­ლა­ზე გამჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში. "კინგსმა" ჩა­ა­ტა­რა ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი საგ­ნობ­რი­ვი ოლიმ­პი­ა­დე­ბი ინ­გლი­სურ ენა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში; "კინგსმა" შექ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რად კინგსე­ლე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია KING'S TV; "კინგსმა" შე­უ­წყო ხელი ქარ­თვე­ლი კინგსე­ლე­ბის გას­ვლას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და ა.შ.

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბით "კინგსმა" ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016", რო­მელ­შიც 523-მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 17 ნო­ემ­ბერს ფი­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბით დას­რულ­და. სწო­რედ ამ დღეს, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით "კინგსი სა­ქარ­თვე­ლო" გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

"კინგსის" მარ­კე­ტინ­გის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი, თამ­თა რუ­ა­ძე AMBEBI.GE-ს ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და "კინგსი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ესა­უბ­რა:

ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016: "პირ­ველ რიგ­ში დიდი მად­ლო­ბა გვსურს გა­და­ვუ­ხა­დოთ თი­ბი­სი ბანკს და ჯე­ო­სელს ამ მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სის­თვის, რო­მელ­მაც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, წარ­მო­ე­ჩი­ნა და გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბა ერ­თმა­ნე­თის­თვის. "ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნით უამ­რავ ახალ ბიზ­ნესს, შე­ვი­ძი­ნეთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბი და მათ­თან საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა.

"კინგსი სა­ქარ­თვე­ლო" ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში იყო წარ­დგე­ნი­ლი: "წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი" და "ხალ­ხის რჩე­უ­ლი". ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი იყო ჩვენ­თვის წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა, ვი­ნა­ი­დან ხალ­ხში პრო­დუქ­ტის აღ­ქმა, რო­გორც სერ­ვი­სის და არა ნა­წარ­მის, რთუ­ლია. ამი­ტომ დიდი მად­ლო­ბა გვსურს გა­და­ვუ­ხა­დოთ ჟი­უ­რის წევ­რებს ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის. გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში: "ხალ­ხის რჩე­უ­ლი". გვინ­და ყვე­ლა კინგსელს, მშობ­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს თუ სკო­ლებს გა­და­ვუ­ხა­დოთ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის".

"კინგსის" მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი: "ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ბავ­შვი სა­ქარ­თვლე­ო­ში "კინგსე­ლია". ჩვენ ვცდი­ლობთ შევ­ქმნათ ბედ­ნი­ე­რი, სტრე­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო, სა­დაც თო­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნას და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას ჩვენ­თან ერ­თად ხა­ლი­სით სწავ­ლობს. სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში დავ­ნერ­გეთ მას­შტა­ბუ­რი, მრა­ვალ­ჯე­რა­დი და რე­ზო­ნან­სუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცი­ე­ბი:

"გა­რე­მო ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე შე­უ­ზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის" - შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც ათი ათა­სო­ბით მოს­წავ­ლე, სკო­ლე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ერ­თვე­ბი­ან; "ჩვენ ვა­ფე­რა­დებთ სამ­ყა­როს" - ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია, რო­მელ­საც კინგსე­ლებ­თან ერ­თად თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია შე­მო­უ­ერ­თდა; "მდი­და­რი ქარ­თუ­ლი ენა" - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი­სად­მი მი­ძღვნი­ლი, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ათი ათა­სო­ბით კინგსელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 33 ქა­ლაქ­ში გა­ა­ცო­ცხლა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და წარ­მო­ა­ჩი­ნა ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის სიბ­რძნე.

"იყო კინგსე­ლი, ნიშ­ნავს გიყ­ვარ­დეს" - კინგსე­ლე­ბის სა­ხე­ლით გა­მარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ე­ბის ციკ­ლი. კინგსის მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბა და მათ ღირ­სე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აყა­ლი­ბებს.

"კინგსის" თა­ო­ბა: "დღეს ჩვენ გვყავს კინგსის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც სწავ­ლობს ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას, ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის­თვის ბრძო­ლას, აფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ხდე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, იცის შრო­მის ფასი და მზად არის გა­ი­მარ­ჯვოს არ­ჩე­ულ გზა­ზე. ჩვენ ვგრძნობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც გვა­კის­რია მოს­წავ­ლი­სა და მშობ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე და გვჯე­რა, რომ მათ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იპო­ვონ გზა სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის­კენ.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი: "შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი­დან კინგსი გან­ვი­თა­რე­ბის ინო­ვა­ცი­ურ ეტაპ­ზე გა­და­დის და მოს­წავ­ლე­ებს ონ­ლა­ინ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ, სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კინგსის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ- სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის პრო­ექ­ტმა "სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლოს" ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა. ამ პრო­ექ­ტის მიხდვით, ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად კინგსე­ლე­ბის­თვის იქ­მნე­ბა მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ონ­ლა­ინ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლათ­ფორ­მა EduRoad-ი."

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ბავშვები, რომელთაც წარმატება აერთიანებთ - როგორ გახდა "კინგსი საქართველო" ათიათასობით ადამიანის რჩეული

ბავშვები, რომელთაც წარმატება აერთიანებთ - როგორ გახდა "კინგსი საქართველო" ათიათასობით ადამიანის რჩეული

"სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების" - ეს ანდაზა ნებისმიერი ქართველისთვის კარგად ნაცნობია. სწავლის პროცესი რომ მოსწავლისთვის მართლაც რთულია, ამას მშობლების დიდი ნაწილი დღესაც დაეთანხმება. თუმცა, არიან მშობლებიც, რომელთა შვილებისთვისაც სწავლის პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა.

როგორ? სწორედ ამ ანდაზის წინააღმდეგ "გალაშქრების" მიზნით 2012 წელს რამდენიმე თანამოაზრე სტუდენტმა შექმნა ორგანიზაცია, რომელიც განათლების სისტემაში უპრეცენდენტო პროექტების განხორციელებას ისახავდა მიზნად. იდეის ავტორებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე დაიწყეს ფიქრი. იდეის არსი ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც ნებისმიერი შესაძლებლობის მოსწავლისთვის სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს და სასიამოვნოს გახდიდა. პროდუქტი, რომელიც თავად გახდებოდა სწავლის მოტივატორი და მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ხალისით შეაჩვევდა წარმატებისკენ სწრაფვას. ასე დაიწყო გუნდის: "კინგსი საქართველო" საქმიანობა...

როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, "კინგსი" პირველი კერძო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საქართველოში თანამედროვე ტიპის საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზებას ჩაუყარა საფუძველი. დღეისთვის ორგანიზაციას ათიათასობით მონაწილე და ასეულობით გამარჯვებული კინგსელი ჰყავს. "კინგსმა" დანერგა პირველად, ნაშრომების ელექტრონულად გასწორებისა და შეფასების ყველაზე გამჭვირვალე სისტემა საქართველოში. "კინგსმა" ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საგნობრივი ოლიმპიადები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში; "კინგსმა" შექმნა სპეციალურად კინგსელებისთვის საგანმანათლებლო ინტერნეტტელევიზია KING'S TV; "კინგსმა" შეუწყო ხელი ქართველი კინგსელების გასვლას საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ.

განათლების სფეროში განხორციელებული ბევრი საინტერესო პროექტის თუ მოსწავლეებისა და ხალხის სიყვარულის დამსახურებით "კინგსმა" ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვება მოიპოვა. "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი "ბიზნესდაჯილდოება 2016", რომელშიც 523-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 17 ნოემბერს ფინალური ღონისძიებით დასრულდა. სწორედ ამ დღეს, ნომინაციაში "ხალხის რჩეული" ხმათა უმრავლესობით "კინგსი საქართველო" გახდა გამარჯვებული.

"კინგსის" მარკეტინგის პროექტების მენეჯერი, თამთა რუაძე AMBEBI.GE-ს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილების მნიშვნელობასა და "კინგსი საქართველოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა:

ბიზნესდაჯილდოება 2016: "პირველ რიგში დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ თიბისი ბანკს და ჯეოსელს ამ მასშტაბური კონკურსისთვის, რომელმაც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალება მისცა, წარმოეჩინა და გაეზიარებინა საკუთარი წარმატება ერთმანეთისთვის. "ბიზნეს დაჯილდოების" საშუალებით გავეცანით უამრავ ახალ ბიზნესს, შევიძინეთ ახალი კავშირები და მათთან საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გაჩნდა.

"კინგსი საქართველო" ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი: "წლის ქართული პროდუქტი" და "ხალხის რჩეული". ძალიან ღირებული იყო ჩვენთვის წლის ქართული პროდუქტის სამეულში მოხვედრა, ვინაიდან ხალხში პროდუქტის აღქმა, როგორც სერვისის და არა ნაწარმის, რთულია. ამიტომ დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჟიურის წევრებს ასეთი შეფასებისთვის. გამარჯვება მოვიპოვეთ ნომინაციაში: "ხალხის რჩეული". გვინდა ყველა კინგსელს, მშობლებს და მასწავლებლებს თუ სკოლებს გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის".

"კინგსის" მთავარი მიღწევები: "ყოველი მეოთხე ბავშვი საქართვლეოში "კინგსელია". ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ბედნიერი, სტრესისგან თავისუფალი გარემო, სადაც თოთოეული მონაწილე დამოუკიდებლობას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და საკუთარ თავზე მუშაობას ჩვენთან ერთად ხალისით სწავლობს. სასკოლო ცხოვრებაში დავნერგეთ მასშტაბური, მრავალჯერადი და რეზონანსული სოციალური აქციები:

"გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობისთვის" - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი აქციები, რომელშიც ათი ათასობით მოსწავლე, სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთვებიან; "ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს" - ლეიკემიით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია, რომელსაც კინგსელებთან ერთად თითქმის ყველა წამყვანი კომპანია შემოუერთდა; "მდიდარი ქართული ენა" - მრავალფეროვანი ქართული ენისა და ეროვნული საგანძურისადმი მიძღვნილი, მასშტაბური აქცია, რომლის ფარგლებშიც ათი ათასობით კინგსელმა საქართველოს 33 ქალაქში გააცოცხლა ქართული ანბანი და წარმოაჩინა ვეფხისტყაოსნის სიბრძნე.

"იყო კინგსელი, ნიშნავს გიყვარდეს" - კინგსელების სახელით გამართული სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციების ციკლი. კინგსის მიერ სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისკენ მიმართული სოციალური აქტივობები მოსწავლეების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს.

"კინგსის" თაობა: "დღეს ჩვენ გვყავს კინგსის თაობა, რომელიც სწავლობს ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთის წარმატების აღიარებას, საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლას, აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ხდება დამოუკიდებელი, იცის შრომის ფასი და მზად არის გაიმარჯვოს არჩეულ გზაზე. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია მოსწავლისა და მშობლის, მასწავლებლის, სკოლისა და ქვეყნის წინაშე და გვჯერა, რომ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას იპოვონ გზა საკუთარი წარმატებისკენ.

სამომავლო გეგმები: "შემოდგომის სეზონიდან კინგსი განვითარების ინოვაციურ ეტაპზე გადადის და მოსწავლეებს ონლაინ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში კინგსის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული ონლაინ- საგანმანათლებლო პლატფორმის პროექტმა "სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. ამ პროექტის მიხდვით, ქართველი პროფესორების მიერ სპეციალურად კინგსელებისთვის იქმნება მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზე ორიენტირებული უნიკალური ონლაინ საგანმანათლებლო პლათფორმა EduRoad-ი."

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი