დღეისათვის მაღაზიებში ნებისმიერ დროს ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შეგვიძლია, მაგრამ სპეციალისტთა განმარტებით ყოველ პროდუქტს თავისი პერიოდი აქვს და ამ სტატიაში იმ საკვებზე ვისაუბრებთ, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა მიიღოთ.
სანამ ზამთარში თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალს გაგაცნობდეთ, გვსურს შეგახსენოთ, რომ მცირე ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ მიმართოთ vivus-ს, სადაც პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
რაც შეეხება პროდუქტების სიას, ის შემდეგნაირად გამოიყურება.
ხახვი შალოტი - ეს გახლავთ ხახვის სახეობა, რომელიც შემოდგომის ბოლოს მოდის და კარგად ინახება მთელი ზაფხულის განმავლობაში.
შალოტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს.
ხახვის სახეობებს შორის მასში ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც იანვრის თვეში იმუნიტეტის ამაღლებისა და ზამთრის ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება გახლავთ. გარდა ამისა, ხახვი შალოტი სამკურნალო საშუალებაა სურდოს, ანგინისა და გაციების დროს.
თალგამი - ამ მცენარის მოსავალს შემოდგომის ბოლოს იღებენ, ამიტომ ზამთრის დასაწყისში ის სულ ახალია და შეიცავს ბევრ ვიტამინს.
თალგამის შემადგენლობაში შედის: დიდი დაოდენობით C ვიტამინი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, იმუნიტეტს აძლიერებს და ასევე B ჯგუფის ვიტამინებიც.
კურდღლის ხორცი - ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემადგენლობის მიხედვით, სწორედ ეს ხორცი გახლავთ ყველაზე სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. კურდღლის ხორცი შეიცავს ცილას, რომელიც ზამთრის პირველ თვეებში ძალზედ აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ბრიუსელის კომბოსტო - ეს გახლავთ კომბოსტოს მომცრო სახეობა, რომლის მოსავალიც ოქტომბერ-ნოემბერში მოყავთ. იანვარში ის ჯერ კიდევ ახალია და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. ექიმები გვირჩევენ, მივირთვათ ბრიუსელის კომბოსტო კვირაში რამდენჯერმე.
თევზი სიბასი (ლავრაკი) - ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში მიირთვათ, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ ზამთრის პერიოდშია. სიბასი შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც ძალიან სჭირდება ადამიანის ორგანიზმს ცივ სეზონზე. გარდა ამისა, ლავრაკი კარგია იმუნური სისტემისთვის და აძლევს ორგანიზმის ენერგიას, რომელიც ზამთარში აქტიური ცხოვრებისთვის აუცილებელია.
ავოკადო - შეიცავს პოლიუჯერ მჟავასა და დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ზამთრის სიცივისგან შეწუხებულ და დასუსტებულ ორგანიზმს, ავოკადო ეხმარება შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედებას, რაც სადღესასწაულო სუფრის შემდეგ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ცნობისთვის იანვარში ავოკადოს მოყვანის სეზონი იწყება ისრაელში, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ სწორედ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქტს.
კივი - ზამთარში ის დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და შეგმატებთ ძალასა და ენერგიას. ექიმები გვირჩევენ, მივირთვათ დღის განმავლობაში 1-2 ცალი კივი, ამით თავს დავიცავთ სასუნთქი სისტემის დაავადებებისგან.
ხელთაა სოკო - ეს გახლავთ სოკოს სახეობა, რომელიც ვიტამინების შემცველობით ხორცსაც კი უწევს კონკურენციას. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია ზამთრის პერიოდში ხშირად მოამზადოთ კერძები, რომელთა აუცილებელი ინგრედიენტიც გახლავთ ხელთაა სოკო.
ბროწეული - იანვარი ბოლო შანსია მიიღოთ ყველა ვიტამინი, რომელსაც ბროწეული შეიცავს, რადგან სწორედ ამ თვეში მთავრდება მისი სეზონი. რაც შეეხება სასარგებლო თვისებებს, ბროწეული კარგი საშუალებაა სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხასიათის გამოსაკეთებლად, ენერგიის მისაღებად და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად.
მანდარინი - რთულია წარმოიდგინო ზამთარი მანდარინის გარეშე, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ აღნიშნული ციტრუსი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის სტიმულირებას და საჭმლის მონელებას. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინებსაც.
Vivus.ge ზამთრის სასიამოვნოდ გატარებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ. გახსოვდეთ, ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე სესხი სწრაფად და მარტივად.
(R)