სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს
"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს ჩემი და მა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბის დღეა. 1978-ში დავ­ქორ­წილ­დით. 1979-ში გუკა გაჩ­ნდა, 2007-ში - კატო. გუ­კას მე­ო­რე შვილს ვე­ლო­დე­ბით - გვი­თხრეს გო­გო­აო! ოჯახ­ში მატ­რი­არ­ქა­ტია - მა­რი­ტას და პა­ტა­რა მა­ი­ას თუ და­უ­მა­ტებთ (ჩემი და მა­ი­ას დე­ბი­სა­გან) ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი გოგო გვე­ყო­ლე­ბა 1 ბიჭ­ზე - ზა­ზუ­კა­ზე! ბე­ბია და მამა ცი­ხე­ში ჰყავთ. ჩვე­ნი ოჯა­ხი­სათ­ვის ასე­თი წა­მე­ბა, ანუ ტყუ­ი­ლად და­ჭე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჰობი გახ­და: ბე­ბია თინა 37-ში იჯდა, მამა შალ­ვა 1985-ში. ყვე­ლა­ნი გა­ა­მარ­თლეს. ამ­ჯე­რა­დაც ასე იქ­ნე­ბა! ჩვენ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბი ვართ! დიდი პაპა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­ე­ბი­დან და­ა­გორს კო­მუ­ნის­ტმა სტუ­დენ­ტებ­მა და პე­და­გო­გებ­მა. მა­ი­ამ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ქო­ნე­ბა გა­და­ურ­ჩი­ნა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­ძარ­ცვი­სა­გან, რის­თვი­საც თვი­თონ გა­ძარ­ცვეს და და­ი­ჭი­რეს. კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დელ ჩამ­შვებ-"და­ნოს­ჩი­კებს" და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ დღე­ვან­დელ "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს" ჰგო­ნი­ათ, რომ გა­ი­მარ­ჯვეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი იმ რე­ჟიმ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, მა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბით გა­ხა­რე­ბულ 30-მდე კა­ცის გამო ათა­სო­ბით პა­ტი­ო­სა­ნი კლი­ენ­ტი და­ზა­რალ­და. სი­ნამ­დვი­ლე კი ასე­თია: კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და და აქვს აქ­ტი­ვე­ბი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­სამ­თავ­რებ­ლად, მაგ­რამ ვერ იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2010 წლი­დან იცის და ჯი­უ­ტად სხვას პა­ტი­ობს ვა­ლებს და არა "ცენ­ტრ-პო­ინტს"! ალ­ბათ ვინ­მეს აწყობს ასე­თი "ნაღ­მის" არ­სე­ბო­ბა... ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც კარ­გად იქ­ნე­ბა! მაო მა­გა­რია!".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ახლა ვე­ფე­რე­ბით ლე­ლას, ორ­სუ­ლია... ამი­ტომ, აღარ ვახ­სე­ნებ უგუ­ლა­ვას" - ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბულ ცოლ-შვილ­ზე, რძალ­სა და მო­მა­ვალ შვი­ლიშ­ვილ­ზე

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ლექ­სი ცი­ხი­დან, რო­მე­ლიც ლელა კი­ლა­ძეს მი­უ­ძღვნა

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და სან­დრო უგუ­ლა­ვა...

"ჩემი მე­უღ­ლე ორ­სუ­ლა­დაა, ჰყავს სამი შვი­ლი და გთხოვთ, ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ" - გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე

ლელა კი­ლა­ძე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­გან შვილს ელო­დე­ბა: "კლა­ვენ ერთ ადა­მი­ანს და იბა­დე­ბა მე­ო­რე..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

"გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩემი და მაიას ქორწინების დღეა. 1978-ში დავქორწილდით. 1979-ში გუკა გაჩნდა, 2007-ში - კატო. გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო! ოჯახში მატრიარქატია - მარიტას და პატარა მაიას თუ დაუმატებთ (ჩემი და მაიას დებისაგან) ოთხი შვილიშვილი გოგო გვეყოლება 1 ბიჭზე - ზაზუკაზე! ბებია და მამა ციხეში ჰყავთ. ჩვენი ოჯახისათვის ასეთი წამება, ანუ ტყუილად დაჭერა ხელისუფლების ჰობი გახდა: ბებია თინა 37-ში იჯდა, მამა შალვა 1985-ში. ყველანი გაამართლეს. ამჯერადაც ასე იქნება! ჩვენ რჩეულიშვილები ვართ! დიდი პაპა ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორს კომუნისტმა სტუდენტებმა და პედაგოგებმა. მაიამ ათასობით ადამიანს ქონება გადაურჩინა სახელმწიფოს მხრიდან გაძარცვისაგან, რისთვისაც თვითონ გაძარცვეს და დაიჭირეს. კომუნისტების დროინდელ ჩამშვებ-"დანოსჩიკებს" და პროკურატურის მიერ წახალისებულ დღევანდელ "დაზარალებულებს" ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს, სინამდვილეში კი იმ რეჟიმმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, მაიას დაპატიმრებით გახარებულ 30-მდე კაცის გამო ათასობით პატიოსანი კლიენტი დაზარალდა. სინამდვილე კი ასეთია: კომპანიას ჰქონდა და აქვს აქტივები მშენებლობების დასამთავრებლად, მაგრამ ვერ იხდის გადასახადებს. ეს ხელისუფლებამ 2010 წლიდან იცის და ჯიუტად სხვას პატიობს ვალებს და არა "ცენტრ-პოინტს"! ალბათ ვინმეს აწყობს ასეთი "ნაღმის" არსებობა... ყველაფერი მაინც კარგად იქნება! მაო მაგარია!".

წაიკითხეთ ასევე: "ახლა ვეფერებით ლელას, ორსულია... ამიტომ, აღარ ვახსენებ უგულავას" - ვახტანგ რჩეულიშვილი დაპატიმრებულ ცოლ-შვილზე, რძალსა და მომავალ შვილიშვილზე

გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა

გუკა რჩეულიშვილი და სანდრო უგულავა...

"ჩემი მეუღლე ორსულადაა, ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ" - გუკა რჩეულიშვილი სასამართლოზე

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან შვილს ელოდება: "კლავენ ერთ ადამიანს და იბადება მეორე..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს