პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა ზუკა" სცენიდან დიპლომატიაში - რას საქმიანობს და აპირებს თუ არა სიმღერის გაგრძელებას ზუკა ხუციშვილი
"პატარა ზუკა" სცენიდან დიპლომატიაში - რას საქმიანობს და აპირებს თუ არა სიმღერის გაგრძელებას ზუკა ხუციშვილი

ერთი ფუმ­ფუ­ლა, ბუნ­ჩუ­ლა და კარ­გად აღ­ზრდი­ლი პა­ტა­რა ბიჭი, წლე­ბის წინ სცე­ნა­ზე ხში­რად გა­მო­დი­ო­და და თა­ვი­სი ნამ­ღე­რით, შეს­რუ­ლე­ბით ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო...

ალ­ბათ ბევ­რს გახ­სოვთ მისი დუ­ე­ტე­ბი "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან", გიო ხუ­ციშ­ვილ­თან, დათო ევ­გე­ნი­ძეს­თან, ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან... მას მერე ბევ­რი წელი გა­ვი­და, - ბიჭი გა­ი­ზარ­და, უკვე 25 წლი­საა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს. AMBEBI.GE მას ახ­ლან­დელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ შეხ­ვდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის შვი­ლია, სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­და და იმ­დრო­ინ­დელ ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­შიც ყო­ველ­თვის ზუკა იყო და არა გიო ხუ­ციშ­ვი­ლი­სა და მაია ჯორ­ჯა­ძის ბიჭი...

"ყვე­ლა ბიჭს, მო­ზარ­დო­ბი­სას აქვს მუ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი, ხმა უბოხ­დე­ბა და თუ მღე­რის, ასეთ დროს ყო­ველ­თვის პა­უ­ზას იღებს. თუმ­ცა, ჩემი პა­უ­ზა ძა­ლი­ან გაგ­რძელ­და, მერე უკვე სწავ­ლას ხელი სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე და ცხოვ­რე­ბა­ში სხვა გზა ავირ­ჩიე, მაგ­რამ ეს ერთი წა­მი­თაც არ ნიშ­ნავს იმას, სიმ­ღე­რა ჩემი ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი არ არის. იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და იმ გა­რე­მო­ში, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, სწო­რედ ამი­ტომ, მას უდი­დე­სი ად­გი­ლი უკა­ვია, - არც ჰობი არ არის, ყო­ველ­თვის ვმღე­რო­დი და ვიმ­ღე­რებ! მაგ­რამ ახლა ხში­რად სცე­ნა­ზე დგო­მა აღარ გა­მო­დის, რად­გა­ნაც სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ. მა­ნამ­დე უცხო­ეთ­ში ვსწავ­ლობ­დი, რომ დავ­ბრუნ­დი, სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი და უკვე სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნეს."

- კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­დი?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. უფრო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა მაქვს, ენე­ბი მე­ხერ­ხე­ბა, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­უ­ბა­რი და ზუს­ტად ისეთ ად­გი­ლას მოვ­ხვდი, სა­დაც ჩემი ნიჭი და უნა­რი ჩემს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბა.

- რო­მელ დე­პარ­ტა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნობ?

- დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რაც მი­ხა­რია, კარ­გად ვგრძნობ თავს არა იმი­ტომ, რომ კარ­გად ვარ, მი­ხა­რია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ვა­კე­თებ იმ გუნდთან და ხალ­ხთან ერ­თად, ვის­თან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ, უფ­რო­სით და­წყე­ბუ­ლი, მთე­ლი სა­მი­ნის­ტრო­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, მი­ხა­რია, რომ ქვე­ყა­ნას ვად­გე­ბი, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სიმ­ღე­რა­ში არ მინ­და, რამე გა­ვა­კე­თო.

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- არა, ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღაც ასე გა­მო­ვი­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, რა­ტომ­ღაც ამ სფე­რომ ჩა­მით­რია და მი­მი­ზი­და. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იყო, რად­გა­ნაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო იყო ჩემი ხმა, რაც მშობ­ლე­ბის­გან გად­მო­მე­ცა. მას­წავ­ლე­ბელ­თან არა­სო­დეს მივ­ლია, დე­დას­თან გავ­დი­ო­დი გაკ­ვე­თი­ლებს, მოკ­ლედ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე არ ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და ამი­ტომ ეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა!

ახლა სიმ­ღე­რა­ში რა­მეს თუ გა­ვა­კე­თებ, ვიწ­რო წრე­ში, სად­მე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რა­საც კი­დეც ვა­კე­თებ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ დიდ სცე­ნა­ზე ვა­პი­რებ დაბ­რუ­ნე­ბას და სიმ­ღე­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე გაგ­რძე­ლე­ბას, ასე­თი სურ­ვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს...

- პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში მშობ­ლე­ბი და­გეხ­მარ­ნენ თუ თა­ვად მი­ი­ღე ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ჩემი მშობ­ლე­ბი დღემ­დე ყვე­ლა­ფერ­ში მხარს მი­ჭე­რენ, მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვენს ოჯახ­ში წევ­რებს შო­რის მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია არ­სე­ბობს, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი არას­დროს არა­ფერს წყვეტს, ოჯახ­ში არ­ჩე­ვანს შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვა­კე­თებთ. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩემს მშობ­ლებს უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი მი­უ­ძღვით იმა­ში, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი და გა­ვა­კე­თებ.

- საყ­ვა­რე­ლი და ფუმ­ფუ­ლა ბავ­შვი იყა­ვი, რო­მე­ლიც უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დიდი ადა­მი­ა­ნი­ვით იდე­ქი და მღე­რო­დი. არ გე­ნატ­რე­ბა ის პე­რი­ო­დი?

- ყვე­ლა­ფე­რი იყო ძა­ლი­ან კარ­გი, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი სცე­ნა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით, შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბით, ზო­გა­დად, ჩემი ბავ­შვო­ბით და იმ პე­რი­ო­დი­დან ერთ დღე­საც არ შევ­ცვლი­დი. რა­საც ვა­კე­თებ­დი, მსი­ა­მოვ­ნებ­და. მი­ხა­რია, რომ რო­გო­რიც ვი­ყა­ვი, ჩემ გარ­შე­მო რაც ხდე­ბო­და, თუნ­დაც ის ხან­მოკ­ლე პო­პუ­ლა­რო­ბა იმ­დე­ნად ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ იყო, რო­გორც ხალ­ხის, რო­მე­ლიც მის­მენ­და.

- მარ­თა­ლია გიოს და მა­ი­ას შვი­ლი ხარ, მაგ­რამ, ყო­ველ­თვის მა­ინც ზუკა ხუ­ციშ­ვი­ლი იყა­ვი, შენი ად­გი­ლი გქონ­და.

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ხალ­ხი, ვინც მის­მენ­და, პა­ტა­რა პე­რი­ო­დი ხომ არ გა­სუ­ლა, 15 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, დღემ­დე ისე­თი სით­ბო­თი და კე­თი­ლი გან­წყო­ბით მხვდე­ბა, რაც ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს. ხან­და­ხან არის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ე­ბი, სა­დაც უარს ვერ ვამ­ბობ და ვმღე­რი, მაგ­რამ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია მა­ინც იშ­ვი­ა­თია. მაგ­რამ საქ­მე, რა­საც დღეს ვა­კე­თებ, ვი­მე­ო­რებ, რომ მომ­წონს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა იპო­ვოს. 100%-ით ვე­რა­ვინ იტყვის, რა უნდა, რომ გა­ა­კე­თოს და ბედ­ნი­ე­რი რო­გორ იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, რად­გა­ნაც მუდ­მი­ვად თავს ეძებს. მთავ­რია, მას აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, რა­საც აკე­თებს და ბედ­ნი­ე­რი იყოს იმ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბით. მინ­და, ყო­ველ­თვის გა­ვა­კე­თო ისე­თი საქ­მე, რაც მიყ­ვარს, პა­ტივს ვცემ და გა­ვა­კე­თო ქვეყ­ნის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის.

- და­ო­ჯხე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხომ არ აპი­რებ?

- სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ მყავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, ახ­ლოს არის ის დრო, როცა ოჯახს შევ­ქმნი. მა­ნამ­დე უბ­რა­ლოდ, სწორ, ლა­მაზ დროს ვე­ლო­დე­ბით. არც უნდა ვიჩ­ქა­რო და არც გავ­წე­ლო ეს ყვე­ლა­ფე­რი. და­ო­ჯა­ხე­ბის­თვის სწო­რი დროა სა­ჭი­რო, რომ ბედ­ნი­ე­რი იყოს ისიც და მეც, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თოთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"პატარა ზუკა" სცენიდან დიპლომატიაში - რას საქმიანობს და აპირებს თუ არა სიმღერის გაგრძელებას ზუკა ხუციშვილი

"პატარა ზუკა" სცენიდან დიპლომატიაში - რას საქმიანობს და აპირებს თუ არა სიმღერის გაგრძელებას ზუკა ხუციშვილი

ერთი ფუმფულა, ბუნჩულა და კარგად აღზრდილი პატარა ბიჭი, წლების წინ სცენაზე ხშირად გამოდიოდა და თავისი ნამღერით, შესრულებით ყურადღებას იქცევდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ძალიან პოპულარული იყო...

ალბათ ბევრს გახსოვთ მისი დუეტები "ქუჩის ბიჭებთან", გიო ხუციშვილთან, დათო ევგენიძესთან, ნინი ქარსელაძესთან... მას მერე ბევრი წელი გავიდა, - ბიჭი გაიზარდა, უკვე 25 წლისაა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. AMBEBI.GE მას ახლანდელ საქმიანობაზე სასაუბროდ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუკა ხუციშვილი მუსიკოსების შვილია, სცენაზე ყოველთვის თავისი ადგილი ჰქონდა და იმდროინდელ ქართულ შოუბიზნესშიც ყოველთვის ზუკა იყო და არა გიო ხუციშვილისა და მაია ჯორჯაძის ბიჭი...

"ყველა ბიჭს, მოზარდობისას აქვს მუტაციის პერიოდი, ხმა უბოხდება და თუ მღერის, ასეთ დროს ყოველთვის პაუზას იღებს. თუმცა, ჩემი პაუზა ძალიან გაგრძელდა, მერე უკვე სწავლას ხელი სერიოზულად მოვკიდე და ცხოვრებაში სხვა გზა ავირჩიე, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ ნიშნავს იმას, სიმღერა ჩემი ძალიან დიდი ნაწილი არ არის. იმ სიტუაციაში და იმ გარემოში, რომელშიც გავიზარდე, სწორედ ამიტომ, მას უდიდესი ადგილი უკავია, - არც ჰობი არ არის, ყოველთვის ვმღეროდი და ვიმღერებ! მაგრამ ახლა ხშირად სცენაზე დგომა აღარ გამოდის, რადგანაც სხვა პროფესია ავირჩიე და ჯერჯერობით ასეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ. მანამდე უცხოეთში ვსწავლობდი, რომ დავბრუნდი, სამინისტროში ჯერ სტაჟიორი ვიყავი და უკვე სამსახურში ამიყვანეს."

- კონკრეტულად რა მიმართულებით სწავლობდი?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. უფრო ჰუმანიტარული აზროვნება მაქვს, ენები მეხერხება, ხალხთან ურთიერთობა, საუბარი და ზუსტად ისეთ ადგილას მოვხვდი, სადაც ჩემი ნიჭი და უნარი ჩემს ქვეყანას ყველაზე ძალიან გამოადგება.

- რომელ დეპარტამენტში საქმიანობ?

- დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტში, რაც მიხარია, კარგად ვგრძნობ თავს არა იმიტომ, რომ კარგად ვარ, მიხარია, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ იმ გუნდთან და ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, უფროსით დაწყებული, მთელი სამინისტროთი დასრულებული. მოკლედ, მიხარია, რომ ქვეყანას ვადგები, სწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერაში არ მინდა, რამე გავაკეთო.

- კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებაზე არ გიფიქრია?

- არა, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაც ასე გამოვიდა. უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ ჩავაბარე, რატომღაც ამ სფერომ ჩამითრია და მიმიზიდა. კონსერვატორიის დამთავრება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო, რადგანაც პროფესიონალი მუსიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მომღერალი ვიყავი, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემი ხმა, რაც მშობლებისგან გადმომეცა. მასწავლებელთან არასოდეს მივლია, დედასთან გავდიოდი გაკვეთილებს, მოკლედ, პროფესიონალურ დონეზე არ ვიყავი ჩართული და ამიტომ ეგ მნიშვნელოვანი არ ყოფილა!

ახლა სიმღერაში რამეს თუ გავაკეთებ, ვიწრო წრეში, სადმე მეგობრებთან ერთად, რასაც კიდეც ვაკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ დიდ სცენაზე ვაპირებ დაბრუნებას და სიმღერის პროფესიონალურ დონეზე გაგრძელებას, ასეთი სურვილი ჯერჯერობით არ მაქვს...

- პროფესიის არჩევაში მშობლები დაგეხმარნენ თუ თავად მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?

- ჩემი მშობლები დღემდე ყველაფერში მხარს მიჭერენ, მთავარი ის არის, რომ ჩვენს ოჯახში წევრებს შორის მუდმივი კომუნიკაცია არსებობს, მხოლოდ ერთი ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს, ოჯახში არჩევანს შეთანხმებულად ვაკეთებთ. ჩემი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩემს მშობლებს უზარმაზარი წვლილი მიუძღვით იმაში, რასაც აქამდე ვაკეთებდი და გავაკეთებ.

- საყვარელი და ფუმფულა ბავშვი იყავი, რომელიც უფროსი თაობის მომღერლებთან ერთად სცენაზე დიდი ადამიანივით იდექი და მღეროდი. არ გენატრება ის პერიოდი?

- ყველაფერი იყო ძალიან კარგი, უბედნიერესი ვიყავი სცენაზე გატარებული წლებით, შეძენილი მეგობრებით, ზოგადად, ჩემი ბავშვობით და იმ პერიოდიდან ერთ დღესაც არ შევცვლიდი. რასაც ვაკეთებდი, მსიამოვნებდა. მიხარია, რომ როგორიც ვიყავი, ჩემ გარშემო რაც ხდებოდა, თუნდაც ის ხანმოკლე პოპულარობა იმდენად ჩემი დამსახურება არ იყო, როგორც ხალხის, რომელიც მისმენდა.

- მართალია გიოს და მაიას შვილი ხარ, მაგრამ, ყოველთვის მაინც ზუკა ხუციშვილი იყავი, შენი ადგილი გქონდა.

- ძალიან მიხარია, რომ ხალხი, ვინც მისმენდა, პატარა პერიოდი ხომ არ გასულა, 15 წელიწადზე მეტია, დღემდე ისეთი სითბოთი და კეთილი განწყობით მხვდება, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ხანდახან არის რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საღამოები, სადაც უარს ვერ ვამბობ და ვმღერი, მაგრამ ასეთი სიტუაცია მაინც იშვიათია. მაგრამ საქმე, რასაც დღეს ვაკეთებ, ვიმეორებ, რომ მომწონს. საზოგადოებაში ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს. 100%-ით ვერავინ იტყვის, რა უნდა, რომ გააკეთოს და ბედნიერი როგორ იქნება სიცოცხლის ბოლომდე, რადგანაც მუდმივად თავს ეძებს. მთავრია, მას აკმაყოფილებდეს, რასაც აკეთებს და ბედნიერი იყოს იმ სფეროში მოღვაწეობით.  მინდა, ყოველთვის გავაკეთო ისეთი საქმე, რაც მიყვარს, პატივს ვცემ და გავაკეთო ქვეყნისთვის, ადამიანებისა და მეგობრებისთვის.

- დაოჯხებას უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებ?

- საიდუმლო არ არის, რომ მყავს საყვარელი ადამიანი, რომელთან ერთადაც, ახლოს არის ის დრო, როცა ოჯახს შევქმნი. მანამდე უბრალოდ, სწორ, ლამაზ დროს ველოდებით. არც უნდა ვიჩქარო და არც გავწელო ეს ყველაფერი. დაოჯახებისთვის სწორი დროა საჭირო, რომ ბედნიერი იყოს ისიც და მეც, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება