პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიუჯეტისთვის 1 200 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე მანგანუმის რეალიზატორი სამი კომპანიის მფლობელი დააკავეს
ბიუჯეტისთვის 1 200 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე მანგანუმის რეალიზატორი სამი კომპანიის მფლობელი დააკავეს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დი­სათ­ვის გან­ზრახ თა­ვის არი­დე­ბის ფაქ­ტზე, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ­ში მან­გა­ნუ­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-გა­და­მუ­შა­ვე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი ნი­ნი­კაშ­ვი­ლი და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი მალ­ხაზ კახ­ნი­აშ­ვი­ლი და გოჩა საყ­ვა­რე­ლი­ძე, მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შპს "მან­გა­ნუმ სერ­ვი­სის", შპს "მარ­სის" და შპს "მარ­სი 2014"-ის სა­ხე­ლით, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მან­გა­ნუ­მის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა-გა­და­მუ­შა­ვე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

"ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში, გა­ნიზ­რა­ხეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა. ამ მიზ­ნით, ისი­ნი სა­ბუ­ღალ­ტრო დო­კუ­მენ­ტებ­ში შეგ­ნე­ბუ­ლად არას­წო­რად ასა­ხავ­დნენ შე­მო­სავ­ლებ­სა და ხარ­ჯებს, არას­წორ მო­ნა­ცე­მებს აფიქ­სი­რებ­დნენ სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, რი­თაც სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს მი­ა­ყე­ნეს 1 200 000 ლა­რის ზი­ა­ნი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა.

და­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რო­გორც და­კა­ვე­ბულ­თა მიერ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა მიერ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-დად­გე­ნის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 218-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ამა­ვე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გრძელ­დე­ბა, რაც ხუ­თი­დან რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბიუჯეტისთვის 1 200 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე მანგანუმის რეალიზატორი სამი კომპანიის მფლობელი დააკავეს

ბიუჯეტისთვის 1 200 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე მანგანუმის რეალიზატორი სამი კომპანიის მფლობელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ჭიათურის რაიონში მანგანუმის შემცველი პროდუქციის უკანონოდ შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციის განმახორციელებელი კომპანიების მფლობელები დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მალხაზ კახნიაშვილი და გოჩა საყვარელიძე, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების შპს "მანგანუმ სერვისის", შპს "მარსის" და შპს "მარსი 2014"-ის სახელით, ჭიათურის რაიონში ახორციელებდნენ მანგანუმის შემცველი პროდუქციის შეძენა-გადამუშავება-რეალიზაციას.

"ბრალდებულებმა, აღნიშნული კომპანიებით საქმიანობის პროცესში, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიზნით, ისინი საბუღალტრო დოკუმენტებში შეგნებულად არასწორად ასახავდნენ შემოსავლებსა და ხარჯებს, არასწორ მონაცემებს აფიქსირებდნენ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1 200 000 ლარის ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებულთა მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესაძლო ჩადენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გრძელდება, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ