ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. გოგონა სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა და ის დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.