საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"
რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, შე­ა­ჩე­როს "დო­ლა­რის გა­ლა­რე­ბის უაზ­რო პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც ხალ­ხი და­ა­ფე­თა".

რო­გორც გო­ცი­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დღეს ლარი თით­ქმის 6 პუნ­ქტით გა­უ­ფას­დუ­რა, რაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"რამ გა­მო­იწ­ვია ლა­რის ასე­თი სწრა­ფი ვარ­დნა?! გა­მო­იწ­ვია ორმა ფაქ­ტორ­მა: პირ­ვე­ლია, მთავ­რო­ბის ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სა ლარ­მა და ადა­მი­ა­ნებ­მა და უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს მას და მე­ო­რე - ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ ნო­ემ­ბრის თვე­ში ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის სა­ხით, რო­დე­საც სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე ჩა­მო­ვი­და. გუ­შინ აქ უტიფ­რად გა­მო­დი­ო­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ახალ­გაზ­რდა მო­ად­გი­ლე და ყვე­ლას გვა­ტყუ­ებ­და, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მო­სავ­ლე­ბის გეგ­მა სრულ­დე­ბაო. ასე­თი დე­მა­გო­გე­ბი თქვენ უნდა გა­ყა­როთ მთავ­რო­ბი­დან", - მი­მარ­თა რო­მან გო­ცი­რი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ის იდე­ე­ბი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის პროგ­რა­მა­შია, პირ­და­პირ ურტყამს თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვალს და მი­მარ­თუ­ლია ეკო­ნო­მი­კის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

"პირ­ვე­ლად დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა გა­ცხად­და წელს, 15 ივ­ნისს. 15 ივ­ნისს ერთი დო­ლა­რი უდ­რი­და 2,15 ლარს. ამ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი დე­დო­ლა­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მამ კი დო­ლა­რი დღეს მი­იყ­ვა­ნა 2,58 ლა­რამ­დე. შე­გიძ­ლი­ათ ჩემი პირ­ვე­ლი­ვე კო­მენ­ტა­რი ნა­ხოთ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე", სა­დაც მე ვთქვი: ნუ ეთა­მა­შე­ბით ცე­ცხლს!", - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, დო­ლარ­ში აღე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის ლარ­ში გა­დაყ­ვა­ნის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი სუბ­სი­დია კო­რუფ­ცი­უ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბაა, რო­დე­საც ღა­რი­ბის დახ­მა­რე­ბის ლო­ზუნ­გით 65 მი­ლი­ო­ნით ვაკ­რე­დი­ტებთ მდიდ­რებს. გო­ცი­რი­ძის თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ნიღ­ბით მსგავს უსა­მარ­თლო­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო­საც ჰქონ­და ად­გი­ლი, იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მო­სა­ვა­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან მო­ნე­ტა­რი­ზა­ცი­აა.

რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"

რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს "დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა".

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღის განმავლობაში დღეს ლარი თითქმის 6 პუნქტით გაუფასდურა, რაც კატასტროფული მდგომარეობაა.

"რამ გამოიწვია ლარის ასეთი სწრაფი ვარდნა?! გამოიწვია ორმა ფაქტორმა: პირველია, მთავრობის ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც ძალიან ობიექტურად შეაფასა ლარმა და ადამიანებმა და უნდობლობა გამოუცხადეს მას და მეორე - ის კატასტროფული შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნოემბრის თვეში ბიუჯეტის შესრულების სახით, როდესაც საბიუჯეტო შემოსავლები ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. გუშინ აქ უტიფრად გამოდიოდა ფინანსთა მინისტრის ახალგაზრდა მოადგილე და ყველას გვატყუებდა, საგადასახადო შემოსავლების გეგმა სრულდებაო. ასეთი დემაგოგები თქვენ უნდა გაყაროთ მთავრობიდან", - მიმართა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

დეპუტატის თქმით, ის იდეები, რომელიც მთავრობის პროგრამაშია, პირდაპირ ურტყამს თითოეული ოჯახის შემოსავალს და მიმართულია ეკონომიკის ზრდის საწინააღმდეგოდ.

"პირველად დედოლარიზაციის პროგრამა გაცხადდა წელს, 15 ივნისს. 15 ივნისს ერთი დოლარი უდრიდა 2,15 ლარს. ამ აკვიატებული დედოლარიზაციის პროგრამამ კი დოლარი დღეს მიიყვანა 2,58 ლარამდე. შეგიძლიათ ჩემი პირველივე კომენტარი ნახოთ "ინტერპრესნიუსზე", სადაც მე ვთქვი: ნუ ეთამაშებით ცეცხლს!", - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია კორუფციული დადგენილებაა, როდესაც ღარიბის დახმარების ლოზუნგით 65 მილიონით ვაკრედიტებთ მდიდრებს. გოცირიძის თქმით, სოციალური სამართლიანობის ნიღბით მსგავს უსამართლობას "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ჰქონდა ადგილი, იგივე მედიკამენტებთან დაკავშირებით და გამოსავალი ამ სიტუაციიდან მონეტარიზაციაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."