პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ
რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ

ქარ­თუ­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პრო­დუქ­ცი­ის დიდი არ­ჩე­ვა­ნია თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არც ისე კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს უჭირს გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, თუ რო­მე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა იყი­დოს, რო­მე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი და რო­მე­ლი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" ახალ გა­და­ცე­მას "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" იწყებს. პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა არ­ხის ეთერ­ში 4 დე­კემ­ბერს გავა და ის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

"პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ მწვა­ვედ დგას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ჩვენ, რო­გორც მე­დია, ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბას უხა­რის­ხო თუ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის­გან და­ვი­ცავთ. სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტეთ ახა­ლი გა­და­ცე­მის შექ­მნა. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ გა­ვაფრ­თხი­ლებთ მა­ყუ­რე­ბელს, რომ იყი­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო პრო­დუქ­ტე­ბი და მათი შე­ძე­ნის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. სა­ნაც­ვლოდ კი ვას­წავ­ლით, რო­გორ შე­არ­ჩი­ონ ხა­რი­სი­ხა­ნი პრო­დუქ­ტი," - გან­მარ­ტავს გა­და­ცე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­დი­უ­სე­რი გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე.

"თი­თო­ე­ულ გა­და­ცე­მა­ში ერთ თე­მას შე­ვე­ხე­ბით. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი გა­ნი­ხი­ლავს სა­კითხს, კონ­კრე­ტულ რჩე­ვებს მის­ცემს მომ­ხმა­რე­ბელს თუ რო­გორ უნდა გა­არ­ჩი­ოს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი უხა­რის­ხოს­გან. იქ­ნე­ბა გა­მო­კი­თხვე­ბი, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი წამ­ყვა­ნი ეთერ­ში ტეს­ტებს ჩა­ა­ტა­რებს და თვალ­სა­ჩი­ნოდ და­ა­ნა­ხებს მა­ყუ­რე­ბელს, თუ რო­გორ შე­ა­მოწ­მოს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი," - თქვა კა­კა­ბა­ძემ.

გა­და­ცე­მის თე­მა­ტი­კა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ეტა­პობ­რი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ კვე­ბის პრო­დუქ­ტებს, ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს, ავეჯს, სა­თა­მა­შო­ებს. თე­მე­ბის შერ­ჩე­ვა მისი აქ­ტუ­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა.

"ყვე­ლა სე­ზონ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა იჩენს ხოლ­მე თავს. მა­გა­ლი­თად, ახლა ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გი ჩაის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი. ზა­ფხულ­ში უფრო ხორ­ცი­სა და თევ­ზის თე­მაა ხოლ­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მომ­ხმა­რე­ბელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, მოგ­ვწე­როს თუ რა სა­კი­თხი აინ­ტე­რე­სებს ან სად გა­და­ა­წყდა პრობ­ლე­მას და ჩვენ იმ თე­მას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­შუ­ქებთ," - და­ა­მა­ტა კა­კა­ბა­ძემ.

რო­გორც გა­და­ცე­მის შემ­ქმნე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ქარ­თულ მე­დია სივ­რცეს მსგავ­სი გა­და­ცე­მა აკ­ლია და "არცდო­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" არ­სე­ბულ სი­ცა­რი­ე­ლეს შე­ავ­სებს. ეს არ არის კონ­კრე­ტულ სქეს­სა და ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი გა­და­ცე­მა. მისი მა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა, ვი­საც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა სურს.

"დიდი მო­ლო­დი­ნი გვაქვს. არ მგო­ნია, გა­და­ცე­მამ რო­მე­ლი­მე მა­ყუ­რე­ბე­ლი გულ­გრი­ლი და­ტო­ვოს. ჩვენ მიერ მი­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი და მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს. ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევთ მა­ყუ­რებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და ყო­ველ­თვის მათ მიერ მო­თხოვ­ნილ და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს გა­ვა­შუ­ქებთ," - თქვა გა­და­ცე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­დი­უ­სერ­მა.

გა­და­ცე­მის ხილვ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 4 დე­კემ­ბი­დან, ყო­ველ კვი­რა დღეს PalitraNews-ის ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ

რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ

ქართული სამომხმარებლო ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროდუქციის დიდი არჩევანია თითქმის ყველა მიმართულებით. თუმცა, საქართველოში ხარისხის კონტროლის მექანიზმები არც ისე კარგადაა განვითარებული. შესაბამისად, მომხმარებელს უჭირს გონივრული არჩევანის გაკეთება, თუ რომელი პროდუქტი უნდა იყიდოს, რომელია ხარისხიანი და რომელი ფალსიფიცირებული.

პრობლემის გადასაჭრელად "პალიტრანიუსი" ახალ გადაცემას "არცოდნა აკრძალულია" იწყებს. პირველი გადაცემა არხის ეთერში 4 დეკემბერს გავა და ის ყოველკვირეული იქნება.

"პროდუქციის ხარისხის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოების წინაშე. ჩვენ, როგორც მედია, ვიღებთ პასუხისმგებლობას, მომხმარებელს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული პროდუქტების შესახებ. შედეგად საზოგადოებას უხარისხო თუ ფალსიფიცირებული პროდუქციის შეძენისგან დავიცავთ. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ ახალი გადაცემის შექმნა. მისი საშუალებით ჩვენ გავაფრთხილებთ მაყურებელს, რომ იყიდება ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტები და მათი შეძენისგან თავი შეიკავონ. სანაცვლოდ კი ვასწავლით, როგორ შეარჩიონ ხარისიხანი პროდუქტი," - განმარტავს გადაცემის მიმართულების პროდიუსერი გიორგი კაკაბაძე.

"თითოეულ გადაცემაში ერთ თემას შევეხებით. გადაცემის წამყვანი განიხილავს საკითხს, კონკრეტულ რჩევებს მისცემს მომხმარებელს თუ როგორ უნდა გაარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან. იქნება გამოკითხვები, ექსპერიმენტები. გადაცემის ბოლოს კი წამყვანი ეთერში ტესტებს ჩაატარებს და თვალსაჩინოდ დაანახებს მაყურებელს, თუ როგორ შეამოწმოს კონკრეტული პროდუქტის ხარისხი," - თქვა კაკაბაძემ.

გადაცემის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ეტაპობრივად განიხილავენ კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ავეჯს, სათამაშოებს. თემების შერჩევა მისი აქტუალობის მიხედვით მოხდება.

"ყველა სეზონზე კონკრეტული პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ახლა ზამთარი ახლოვდება და მნიშვნელოვანია, კარგი ჩაის არჩევის საკითხი. ზაფხულში უფრო ხორცისა და თევზის თემაა ხოლმე აქტუალური. მომხმარებელსაც ექნება საშუალება, მოგვწეროს თუ რა საკითხი აინტერესებს ან სად გადააწყდა პრობლემას და ჩვენ იმ თემას აუცილებლად გავაშუქებთ," - დაამატა კაკაბაძემ.

როგორც გადაცემის შემქმნელები საუბრობენ, ქართულ მედია სივრცეს მსგავსი გადაცემა აკლია და "არცდონა აკრძალულია" არსებულ სიცარიელეს შეავსებს. ეს არ არის კონკრეტულ სქესსა და ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი გადაცემა. მისი მაყურებელი იქნება ყველა, ვისაც ხარისხიანი პროდუქტის შეძენა სურს.

"დიდი მოლოდინი გვაქვს. არ მგონია, გადაცემამ რომელიმე მაყურებელი გულგრილი დატოვოს. ჩვენ მიერ მიცემული რჩევები პრაქტიკული და მარტივი იქნება. ამიტომ ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს გამოიწვევს. ყურადღებას მივაქცევთ მაყურებლის გამოხმაურებას და ყოველთვის მათ მიერ მოთხოვნილ და საინტერესო თემებს გავაშუქებთ," - თქვა გადაცემის მიმართულების პროდიუსერმა.

გადაცემის ხილვ შესაძლებელი იქნება 4 დეკემბიდან, ყოველ კვირა დღეს PalitraNews-ის ეთერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი