"სილიკონ ველი თბილისის'' პირველი სტარტაპის "ელექტრონული კვლევის 24/7'' მოდელის ფარგლებში კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. ამჯერად, კვლევის თემატიკა ეხებოდა რადიოსადგურების რეიტინგებს.
კვლევის დროს გამოიკითხა 1200 რესპოდენტი თბილისის მასშტაბით. პროექტის ოფიციალური პარტნიორია HP.
რადიოსადგურების კვლევის შედეგები: გამოკითხულ რესპოდენტთა 56% უსმენს რადიოს, აქედან 78% რადიოს უსმენს ტრანსპოტრში, დილის და საღამოს საათებში რადიოს მსმენელთა პროცენტული მაჩვენებელია 78%, შუადღეს რადიოს უსმენს გამოკითხულთა მხოლოდ 22%.
კვლევის შედეგად მიღებული რეიტინგები:
ფორტუნა - 15%,
არ დაიდარდო - 14,9%, ავტორადიო - 10%, ფორტუნა+ - 9,3%, რადიო პალიტრა - 6,7%, რადიო იმედი - 6,3%, რადიო ვინილი - 5,9%, რადიო მაესტრო - 4,7%, რადიო ქალაქი - 4,3%, საპატრიარქოს რადიო - 3,6%, აფხაზეთის ხმა - 3,4 %, სტარ FM - 3,1%.