პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება სესხების ლარში გადატანა - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, თუ სესხი დოლარში გაქვთ
როდის დაიწყება სესხების ლარში გადატანა - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, თუ სესხი დოლარში გაქვთ

სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა 2017 წლის 1 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა და 2 თვე გაგ­რძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ერო­ვუ­ლი ბან­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლი­თაც ბან­კი 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ აშშ დო­ლა­რით გა­ცე­მუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აშშ დო­ლა­რით დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ლა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ბანკსა და კლი­ენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

"პროგ­რა­მა არის ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი. პრო­ექტს ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი. მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კურ­სით სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის ხარ­ჯე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას. ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მი­აწ­ვდის გა­ლა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აშშ დო­ლარს და მო­ახ­დენს ლა­რის ლიკ­ვი­დო­ბით მხარ­და­ჭე­რას. პროგ­რა­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბან­კე­ბის მიერ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას. სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ბან­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ აც­ნო­ბონ ყვე­ლა მსეს­ხე­ბელს, რო­მელ­მაც ამ დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს და შეს­თა­ვა­ზონ მათ თა­ვი­ან­თი პი­რო­ბე­ბი. მსეს­ხე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, რო­მელ ბან­კში ურ­ჩევ­ნია სეს­ხის გა­ლა­რე­ბა. ამის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­ა­უქ­მებს სეს­ხის წი­ნას­წარ და­ფარ­ვის სა­კო­მი­სი­ოს. სუბ­სი­დი­რე­ბა ეხე­ბა 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მულ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ, ფი­ზი­კუ­რი პი­რის აშშ დო­ლა­რის სა­ბან­კო სეს­ხის ძი­რი­თა­დი თან­ხის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ან მის ნა­წილს (არა უმე­ტეს 100 ათა­სი ლა­რი­სა), რომ­ლის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი თან­ხის 90%-ს.

მა­გა­ლი­თად - 1. თუ 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მუ­ლი 150 ათა­სი ლა­რის სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის­თვის შე­ად­გენს 120 ათას ლარს და სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სუბ­სი­დია გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ 100 ათა­სი ლა­რის სეს­ხზე.

2. თუ 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მუ­ლი 80 ათა­სი ლა­რის სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის­თვის შე­ად­გენს 70 ათას ლარს და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მხო­ლოდ 60 ათა­სი ლარი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სუბ­სი­დია გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ 60 ათას ლარ­ზე", - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეროვ­ნულ ბან­კში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ თუ რა­ტომ შე­ირ­ჩა და რა­ტომ ეხე­ბა გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა 2015 წლის 1 იან­ვარმ­დე გა­ცე­მულ სეს­ხებს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მის მი­ზა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტვირ­თის ზრდა, რაც გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. არ­სე­ბუ­ლი გათ­ვლე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს შე­ე­ხო 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მულ სეს­ხებს. მათ ვინც უკვე კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ აიღო სეს­ხი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ეხე­ბათ, თუმ­ცა მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ბან­კებს მო­ე­ლა­პა­რა­კონ და გა­ა­ლა­რონ სეს­ხე­ბი. კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი გა­ლა­რე­ბულ სეს­ხებს გას­ცე­მენ არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო პრო­ცენ­ტით. მა­გა­ლი­თად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ლა­რით გა­ცე­მუ­ლი ცვლად პრო­ცენ­ტი­ა­ნი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სა­ბაზ­რო პრო­ცენ­ტი 10%-ის ფარ­გლებ­შია. სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა გა­ლა­რე­ბის დღეს არ­სე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ვლით კურსს გა­მოკ­ლე­ბუ­ლი 20 თეთ­რი. მა­გა­ლი­თად, თუ აშშ დო­ლა­რის მი­მართ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი არის 2.5 ლარი, მა­შინ სეს­ხის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა 2.3 კურ­სით. კურსთა­შო­რის სხვა­ო­ბა და­ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან", - აღ­ნიშ­ნა­ვენ ეროვ­ნულ ბან­კში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის პრინ­ცი­პებ­საც გან­მარ­ტა­ვენ.

100 ათას ლარ­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა 100 ათა­სის ფარ­გლებ­ში. ანუ თუ სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ვა­დი­ა­ნო­ბა არის 150 ათა­სი, მოხ­დე­ბა 100 ათა­სის სუბ­სი­დი­რე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი 50 ათა­სი, მსეს­ხებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ან კვლავ სა­ვა­ლუ­ტო სეს­ხად დარ­ჩე­ბა ან, მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­დე­ბა მისი გა­ლა­რე­ბაც სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე.

იმ სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა, რო­მელ­თაც რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია გა­ნი­ცა­დეს (მაგ. თან­ხის და­მა­ტე­ბა, ან ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა) ასე­ვე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ბას გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში, თუმ­ცა მხო­ლოდ ის თან­ხა, რო­მე­ლიც 2015 წლის 1 იან­ვრი­სათ­ვის არ­სე­ბულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის 90%-ია, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 100 ათა­სი­სა.

მსეს­ხე­ბელს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სეს­ხი გა­ა­ლა­როს იმ ბან­კში რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი სეს­ხე­ბის­თვის წინმსწრე­ბით და­ფარ­ვის სა­კო­მი­სიო გა­უქ­მდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ ეროვ­ნულ ბან­კში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას შე­ე­ხე­ბა თუ არა სუბ­სი­დია იმ სეს­ხებს, რო­მე­ლიც ლა­რით, ევ­რო­თი ან სხვა ვა­ლუ­ტით იყო გა­ცე­მუ­ლი 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის და შემ­დეგ მისი გა­დო­ლა­რე­ბა მოხ­და, რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში გან­მარ­ტა­ვენ, 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის სეს­ხი უნდა იყოს მხო­ლოდ აშშ დო­ლა­რით გა­ცე­მუ­ლი, სხვა შემ­თხვე­ვას სუბ­სი­დია არ ეხე­ბა.

"ლა­რის სეს­ხი იძ­ლე­ვა სა­ვა­ლუ­ტო რის­კის­გან და­ზღვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას. ლა­რის და აშშ დო­ლა­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტებს შო­რის სხვა­ო­ბა არის ის ხარ­ჯი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი იხ­დის სა­ვა­ლუ­ტო რის­კის და­ზღვე­ვის­თვის. ისე­ვე რო­გორც მაგ. ჯამ­რთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გავ­წი­ოთ ხარ­ჯი, რათა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი ფაქ­ტო­რის გამო, არ აღ­მოვ­ჩნდეთ მა­ღა­ლი გა­და­სახ­დე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. სა­ვა­ლუ­ტო რის­კის­გან თავს იმი­ტომ არ ვი­ზღვევთ, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ან გამ­ყა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, და­ზღვე­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვენ მიერ გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის­თვის აშშ დო­ლა­რის სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უშუ­ა­ლოდ მი­აწ­ვდის კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას არც გაც­ვლით კურ­სზე და არც ბან­კე­ბის სა­ვა­ლუ­ტო პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ ოპე­რა­ცი­ით ლა­რის მასა ეკო­ნო­მი­კა­ში არ შე­იც­ვლე­ბა", - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როდის დაიწყება სესხების ლარში გადატანა - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, თუ სესხი დოლარში გაქვთ

როდის დაიწყება სესხების ლარში გადატანა - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, თუ სესხი დოლარში გაქვთ

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ეროვული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ბანკი 2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სესხების გალარების პროგრამა ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას ითვალისწინებს, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

"პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას. პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია. ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს. სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

მაგალითად - 1. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე.

2. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ თუ რატომ შეირჩა და რატომ ეხება გალარების პროგრამა 2015 წლის 1 იანვარმდე გაცემულ სესხებს.

"აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები. კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

განცხადებაში ასევე სესხების სუბსიდირების პრინციპებსაც განმარტავენ.

100 ათას ლარზე მეტი მოცულობის სესხის სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ვადიანობა არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც რესტრუქტურიზაცია განიცადეს (მაგ. თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება) ასევე მიიღებს მონაწილებას გალარების პროგრამაში, თუმცა მხოლოდ ის თანხა, რომელიც 2015 წლის 1 იანვრისათვის არსებულ დავალიანების 90%-ია, მაგრამ არაუმეტეს 100 ათასისა.

მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება იმას შეეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და შემდეგ მისი გადოლარება მოხდა, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, 2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული, სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

"ლარის სესხი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ლარის და აშშ დოლარი სესხების პროცენტებს შორის სხვაობა არის ის ხარჯი, რომელსაც მომხმარებელი იხდის სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. ისევე როგორც მაგ. ჯამრთელობის დაზღვევის შემთხვევაში მზად ვართ ნორმალურ პირობებში გავწიოთ ხარჯი, რათა მოულოდნელად, თუნდაც დროებითი ფაქტორის გამო, არ აღმოვჩნდეთ მაღალი გადასახდელების პირობებში. სავალუტო რისკისგან თავს იმიტომ არ ვიზღვევთ, რომ გაუფასურებას ან გამყარებას ველოდებით. შესაბამისად, დაზღვევა უზრუნველყოფს ჩვენ მიერ გაწეული დანახარჯების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის საშუალებას. სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე. ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი