პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ჟელე VS მუჟუჟი“ - 10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის
„ჟელე VS მუჟუჟი“ - 10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის

ახლა სწო­რედ ისე­თი ამინ­დე­ბია, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად გინ­დე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად მყუდ­რო და თბილ სახ­ლში, ბუ­ხარ­თან მო­კა­ლათ­დე, წი­თე­ლი ღვი­ნო გახ­სნა, გემ­რი­ე­ლად წა­ი­ხემ­სო, იმ­ხი­ა­რუ­ლო და ძვე­ლი ამ­ბე­ბიც გა­იხ­სე­ნო.

ამ სამ­სა­ხუ­რე­ბის და დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გა­დამ­კი­დე, ისე იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებთ ამას... ყვე­ლა თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნით გა­დაღ­ლი­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ, მი­ნი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში გა­ა­ტა­რონ. ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ, დი­ვან­ზე იკოტ­რი­ა­ლონ და და­ის­ვე­ნონ. მაგ­რამ იმ­დე­ნად შე­მი­პყრო მე­გობ­რე­ბის შეკ­რე­ბის იდე­ამ, რომ სამ­სა­ხურ­ში, ერთ ად­გი­ლას ვე­ღარ გავ­ჩერ­დი. ვცქმუ­ტავ­დი და წამ­და­უ­წუმ სა­ათს ვუ­ყუ­რებ­დი.

სულ სამი ახლო მე­გო­ბა­რი მყავს. სა­მი­ვე გა­თხო­ვი­ლია (ჩემ­სა­ვით). ორი უკვე სტა­ჟი­ა­ნი ცო­ლია, მე­სა­მე კი სულ ახ­ლა­ხან გა­თხოვ­და და საჭ­მლის კე­თე­ბას გზა­დაგ­ზა სწავ­ლობს. თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­რე­კავს და რე­ცეპ­ტებს მე­კი­თხე­ბა.

როცა ჩემ­თან შეკ­რე­ბის იდე­ის შე­სა­ხებ გო­გო­ებს ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ახალ­გა­თხო­ვილს, რო­მელ­საც თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ით რა­ღაც ვახ­შა­მი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა და გე­მოს გა­სინ­ჯვის ეში­ნო­და. კა­ტაც ეცო­დე­ბო­და. ამი­ტომ იჯდა და ქმარს ელო­და...

გო­გო­ე­ბის სტუმ­რო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი­ცაა. არ სჭირ­დე­ბა დიდი სამ­ზა­დი­სი და ფუს­ფუ­სი. სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია, რა­ი­მე მსუ­ბუ­ქი სა­ლა­თა მო­ამ­ზა­დო, კექ­სი გა­მო­ა­ცხო ან ბოლო-ბოლო, რამ­დე­ნი­მე ნა­ჭე­რი ნამ­ცხვა­რი იყი­დო, ყავა მო­ა­დუ­ღო და ეგ არის... სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გემ­რი­ე­ლად შე­ი­ყუ­ჟო და ჭო­რა­ო­ბით გული იჯე­რო. ისე, რა­ტო­მაა სამ­ზა­რე­უ­ლო ყვე­ლა­ზე მყუდ­რო ად­გი­ლი და­ქა­ლე­ბის თავ­შეყ­რის­თვის? არის ამა­ში რა­ღაც მა­გი­უ­რი... ალ­ბათ, მთლად ჰა­ე­რი­და­ნაც არ მო­უ­ტა­ნი­ათ მა­მა­კა­ცებს ის გა­მოთ­ქმა, "ქალი კუხ­ნა­ში უნდა იყო­სო"...

იმა­ვეს მა­მა­კა­ცე­ბის შეკ­რე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით... მათი შეკ­რე­ბა არის ვახ­შა­მი, რო­მე­ლიც მთავ­რდე­ბა სა­უზ­მით. მათ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მა, თუ ზედ შემ­წვარ-მოხ­რა­კუ­ლი, ცო­ცხალ-მკვდა­რი, მო­ხარ­შულ-ჩა­შუ­შუ­ლი არ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

არ მეს­მის, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ დი­ლამ­დე მა­გი­დას­თან ის­ხდნენ, გა­უ­თა­ვებ­ლად იძა­ხონ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი და გა­უ­თა­ვებ­ლად ჭა­მონ. ამა­ზე უა­რე­სი, მგო­ნი, კაცი სამ­ზა­რე­უ­ლო­შია, რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­უ­ლის­თვის რომ ემ­ზა­დე­ბი და ერ­თდრო­უ­ლად ოთხნა­ირ კერძს აკე­თებ, ამ დროს კი ის ფე­ხებ­ში გებ­ლან­დე­ბა, წარა-მარა მა­ცი­ვარს გა­მო­ა­ღებს და ქვა­ბებს ხმა­უ­რით თავ­სა­ხუ­რებს ხდის... თან, ყო­ველ ორ წუთ­ში ერთხელ გე­კი­თხე­ბა: "მალე იქ­ნე­ბა?"

დღე­სას­წა­უ­ლებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, კაცს ყო­ველ­დღე შე­უძ­ლია ერთი და იგი­ვე კი­თხვა და­გის­ვას. შე­უძ­ლია ყო­ველ დი­ლით შე­გე­კი­თხოს:

– სად არის შა­ქა­რი?

ერთი სი­ტყვით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვე­რაფ­რის მომ­ზა­დე­ბას ვერ მო­ვას­წრებ­დი, სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა "ნი­კო­რა­ში" შე­ვირ­ბი­ნე, რო­მე­ლიც ჩემს სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა და სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტის ძებ­ნა­ში დრო არა­სო­დეს მე­ხარ­ჯე­ბა. აქ მუ­დამ ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბიც ყო­ველ­თვის მზად არი­ან, არ­ჩე­ვა­ნი შე­მიმ­სუ­ბუ­ქონ. მზა სა­ლა­თა "ოლი­ვიე", ყვე­ლი, ზე­თის­ხი­ლი, ერთი ბოთ­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო და "მზა­რე­უ­ლის სა­ცხო­ბის" ქიშ­მი­შე­ბით სავ­სე კექ­სი ვი­ყი­დე. ერთ სა­ათ­ში გო­გო­ე­ბიც მო­ვიდ­ნენ. მა­გი­და სა­ხელ­და­ხე­ლოდ გავ­შა­ლეთ და ის იყო, ჭო­რა­ო­ბა უნდა დაგ­ვე­წყო, რომ მო­ბი­ლურ­ზე ქმარ­მა და­მი­რე­კა. თურ­მე, ჩვენს ქმრებს ერ­თმა­ნეთ­თან მო­უ­ლა­პა­რა­კი­ათ და მა­თაც გა­და­უ­წყვე­ტი­ათ ჩვენ­თან ერ­თად "ვახ­შმო­ბა".

რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­ლა­თა სი­ცი­ლა­დაც არ ეყოთ და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ოთხი გა­ტე­ნი­ლი პარ­კი ამო­ი­ტა­ნეს მარ­კე­ტი­დან. როცა ამო­ვა­ლა­გე სარ­დე­ლე­ბი, სო­სი­სე­ბი, შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი, ძეხ­ვი, კატ­ლე­ტე­ბი, ხორ­ცი­ა­ნი ბლი­ნე­ბი და ხინ­კლე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ "მა­მა­კა­ცის გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა მის კუ­ჭზე გა­დის".

კი­დევ კარ­გი, რომ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი არ­სე­ბობს. მის გა­რე­შე ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ასეთ მოკ­ლე დრო­ში სუფ­რის გაშ­ლა და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ჯერ მარ­ტო მზა ცომი რამ­დენ დროს და ენერ­გი­ას გი­ზო­გავს? იყი­დი, ჩა­უ­დებ ყველს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რი მზა­დაა. ან იყი­დი "ოჯა­ხურ" კატ­ლეტს, რო­მელ­საც მხო­ლოდ შეწ­ვა უნდა და დრო­ის და­ზოგ­ვის გარ­და, ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნია.

10 გან­სხვა­ვე­ბა ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის "სა­ხელ­და­ხე­ლო" ვახ­შამს შო­რის:

1. ჩაი, ყავა, მარ­ტი­ნი vs ღვი­ნო, არა­ყი, ლუდი;

2. მსუ­ბუ­ქი სა­ლა­თა, ყვე­ლი vs ძეხ­ვი, შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი, სო­სი­სი, სარ­დე­ლი, ხინ­კა­ლი, პელ­მე­ნი და ა.შ.

3. ბლო­მან­ჟე vs ლაბა ("ხა­ლა­დე­ცი")

4. სე­რი­ა­ლი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" vs ფეხ­ბურ­თი.

5. ჟელე vs მუ­ჟუ­ჟი.

6. "ნანა გა­თხოვ­და", "აუ უმაგ­რე­სი სუ­ნა­მო ვი­ყი­დე მა­გა­რი ფას­დაკ­ლე­ბით", "ლა­ზე­რულ ეპი­ლა­ცი­ა­ზე SALE-ია" vs "ე ბიჭო, გო­ლი­ი­ი­ი­იი!", "სტუ­პი­ცის პად­ჩებ­ნი­კი ხრი­ა­ლებ­და და გა­მოვ­ცვა­ლე", "მა­გა­რი USB კა­ბე­ლი გა­ვაძ­რე".

7. მა­გი­დას­თან ჯდო­მის ხან­გრძლი­ვო­ბა: ქა­ლე­ბი - მაქ­სი­მუმ 2 სთ vs კა­ცე­ბი - მი­ნი­მუმ 2 სთ.

8. "სელ­ფე­ბი" vs სა­უბ­რე­ბი ნა­დი­რო­ბის თე­მა­ზე.

9. ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ყა­ვის ჭიქა vs გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სი.

10. After party: ქა­ლე­ბი - "რა­ტომ იკ­ლავ თავს?" vs კა­ცე­ბი - "მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მო­მი­ტა­ნე, რა!".

- რო­მე­ლი სცე­ნა­რი ჯობს? ამ სა­კი­თხზე ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ალ­ბათ უსას­რუ­ლოდ იკა­მა­თე­ბენ. ქალ­თან კა­მა­თის დას­რუ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა მა­მა­კა­ცის­თვის - თა­ვის მომ­კვდა­რუ­ნე­ბაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

„ჟელე VS მუჟუჟი“ - 10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის

„ჟელე VS მუჟუჟი“ - 10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის

ახლა სწორედ ისეთი ამინდებია, როცა ყველაზე მეტად გინდება მეგობრებთან ერთად მყუდრო და თბილ სახლში, ბუხართან მოკალათდე, წითელი ღვინო გახსნა, გემრიელად წაიხემსო, იმხიარულო და ძველი ამბებიც გაიხსენო.

ამ სამსახურების და დატვირთული რეჟიმის გადამკიდე, ისე იშვიათად ვახერხებთ ამას... ყველა თავისი საქმეებითაა დაკავებული და ყოველდღიური რუტინით გადაღლილებს ურჩევნიათ, მინიმალური თავისუფალი დრო საკუთარ ოჯახებში გაატარონ. ტელევიზორის წინ, დივანზე იკოტრიალონ და დაისვენონ. მაგრამ იმდენად შემიპყრო მეგობრების შეკრების იდეამ, რომ სამსახურში, ერთ ადგილას ვეღარ გავჩერდი. ვცქმუტავდი და წამდაუწუმ საათს ვუყურებდი.

სულ სამი ახლო მეგობარი მყავს. სამივე გათხოვილია (ჩემსავით). ორი უკვე სტაჟიანი ცოლია, მესამე კი სულ ახლახან გათხოვდა და საჭმლის კეთებას გზადაგზა სწავლობს. თითქმის ყოველდღე მირეკავს და რეცეპტებს მეკითხება.

როცა ჩემთან შეკრების იდეის შესახებ გოგოებს ვუთხარი, ძალიან გაუხარდათ. განსაკუთრებით კი, ახალგათხოვილს, რომელსაც თავისი ფანტაზიით რაღაც ვახშამი მოემზადებინა და გემოს გასინჯვის ეშინოდა. კატაც ეცოდებოდა. ამიტომ იჯდა და ქმარს ელოდა...

გოგოების სტუმრობა ძალიან ადვილიცაა. არ სჭირდება დიდი სამზადისი და ფუსფუსი. სავსებით საკმარისია, რაიმე მსუბუქი სალათა მოამზადო, კექსი გამოაცხო ან ბოლო-ბოლო, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი იყიდო, ყავა მოადუღო და ეგ არის... სამზარეულოში გემრიელად შეიყუჟო და ჭორაობით გული იჯერო. ისე, რატომაა სამზარეულო ყველაზე მყუდრო ადგილი დაქალების თავშეყრისთვის? არის ამაში რაღაც მაგიური... ალბათ, მთლად ჰაერიდანაც არ მოუტანიათ მამაკაცებს ის გამოთქმა, „ქალი კუხნაში უნდა იყოსო“...

იმავეს მამაკაცების შეკრებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით... მათი შეკრება არის ვახშამი, რომელიც მთავრდება საუზმით. მათ ვერ წარმოუდგენიათ მაგიდასთან დაჯდომა, თუ ზედ შემწვარ-მოხრაკული, ცოცხალ-მკვდარი, მოხარშულ-ჩაშუშული არ იქნება წარმოდგენილი.

არ მესმის, როგორ შეუძლიათ დილამდე მაგიდასთან ისხდნენ, გაუთავებლად იძახონ სადღეგრძელოები და გაუთავებლად ჭამონ. ამაზე უარესი, მგონი, კაცი სამზარეულოშია, რომელიმე დღესასწაულისთვის რომ ემზადები და ერთდროულად ოთხნაირ კერძს აკეთებ, ამ დროს კი ის ფეხებში გებლანდება, წარა-მარა მაცივარს გამოაღებს და ქვაბებს ხმაურით თავსახურებს ხდის... თან, ყოველ ორ წუთში ერთხელ გეკითხება: „მალე იქნება?“

დღესასწაულებს რომ თავი დავანებოთ, კაცს ყოველდღე შეუძლია ერთი და იგივე კითხვა დაგისვას. შეუძლია ყოველ დილით შეგეკითხოს:

– სად არის შაქარი?

ერთი სიტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ვერაფრის მომზადებას ვერ მოვასწრებდი, სამსახურიდან დაბრუნებულმა „ნიკორაში“ შევირბინე, რომელიც ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა და სასურველი პროდუქტის ძებნაში დრო არასოდეს მეხარჯება. აქ მუდამ ფართო არჩევანია და მოხერხებული კონსულტანტებიც ყოველთვის მზად არიან, არჩევანი შემიმსუბუქონ. მზა სალათა „ოლივიე“, ყველი, ზეთისხილი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო და „მზარეულის საცხობის“ ქიშმიშებით სავსე კექსი ვიყიდე. ერთ საათში გოგოებიც მოვიდნენ. მაგიდა სახელდახელოდ გავშალეთ და ის იყო, ჭორაობა უნდა დაგვეწყო, რომ მობილურზე ქმარმა დამირეკა. თურმე, ჩვენს ქმრებს ერთმანეთთან მოულაპარაკიათ და მათაც გადაუწყვეტიათ ჩვენთან ერთად „ვახშმობა“.

რა თქმა უნდა, ჩვენი სალათა სიცილადაც არ ეყოთ და რამდენიმე წუთში, ოთხი გატენილი პარკი ამოიტანეს მარკეტიდან. როცა ამოვალაგე სარდელები, სოსისები, შებოლილი თევზი, ძეხვი, კატლეტები, ხორციანი ბლინები და ხინკლები, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ „მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მის კუჭზე გადის“.

კიდევ კარგი, რომ ნახევარფაბრიკატები არსებობს. მის გარეშე ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთ მოკლე დროში სუფრის გაშლა და კერძების მომზადება. ჯერ მარტო მზა ცომი რამდენ დროს და ენერგიას გიზოგავს? იყიდი, ჩაუდებ ყველს და რამდენიმე წუთში ცხელი ხაჭაპური მზადაა. ან იყიდი ”ოჯახურ” კატლეტს, რომელსაც მხოლოდ შეწვა უნდა და დროის დაზოგვის გარდა, ძალიან ხარისხიანია.

10 განსხვავება ქალებისა და მამაკაცების „სახელდახელო“ ვახშამს შორის:

1. ჩაი, ყავა, მარტინი vs ღვინო, არაყი, ლუდი;

2. მსუბუქი სალათა, ყველი vs ძეხვი, შებოლილი თევზი, სოსისი, სარდელი, ხინკალი, პელმენი და ა.შ.

3. ბლომანჟე vs ლაბა („ხალადეცი“)

4. სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ vs ფეხბურთი.

5. ჟელე vs მუჟუჟი.

6. „ნანა გათხოვდა“, „აუ უმაგრესი სუნამო ვიყიდე მაგარი ფასდაკლებით“, „ლაზერულ ეპილაციაზე SALE-ია“ vs „ე ბიჭო, გოლიიიიიი!“, „სტუპიცის პადჩებნიკი ხრიალებდა და გამოვცვალე“, „მაგარი USB კაბელი გავაძრე“.

7. მაგიდასთან ჯდომის ხანგრძლივობა: ქალები - მაქსიმუმ 2 სთ vs კაცები - მინიმუმ 2 სთ.

8. „სელფები“ vs საუბრები ნადირობის თემაზე.

9. ამოტრიალებული ყავის ჭიქა vs განსხვავებული სასმისი.

10. After party: ქალები - “რატომ იკლავ თავს?“ vs კაცები - ”მინერალური წყალი მომიტანე, რა!“.

- რომელი სცენარი ჯობს? ამ საკითხზე ქალები და მამაკაცები ალბათ უსასრულოდ იკამათებენ. ქალთან კამათის დასრულების საუკეთესო გზა მამაკაცისთვის - თავის მომკვდარუნებაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი