Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება
ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება

პარ­ტი­ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა არ მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის სიგ­ნა­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, რომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უპი­რო­ბო ლი­დე­რია. წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტია ინარ­ჩუ­ნებს მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნო­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა არ მოხ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის მკა­ფიო სიგ­ნა­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის უპი­რო­ბო ლი­დე­რი. პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 50 ადა­მი­ა­ნი, ერ­თმა თავი შე­ი­კა­ვა. 25/24-ის წი­ნა­აღ­მდეგ კი იყო სა­ბო­ლოო შე­დე­გი. ამ შე­დე­გით გა­ი­მარ­ჯვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა ვა­რი­ან­ტმა. ყრი­ლო­ბა იქ­ნე­ბა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, იმ წე­სე­ბით, რო­მელ­ზეც ად­რეც ვსა­უბ­რობ­დით. პარ­ტია არის ერ­თი­ა­ნი და სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა 3 სა­ათ­ზე მეტ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ერთ-ერთ გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხად და­გეგ­მი­ლი ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო. პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა 20 იან­ვარს ჩა­ტარ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება

ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერია. წიკლაურის განცხადებით, პარტია ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას, რომელიც ერთიანობასა და დემოკრატიულ ფასეულობებში გამოიხატება.

"პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, შესაბამისად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, ერთმა თავი შეიკავა. 25/24-ის წინააღმდეგ კი იყო საბოლოო შედეგი. ამ შედეგით გაიმარჯვა ალტერნატიულმა ვარიანტმა. ყრილობა იქნება მრავალრიცხოვანი, იმ წესებით, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით. პარტია არის ერთიანი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო. პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."