კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება
"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება

ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტ ეთო ცქი­ფუ­რიშ­ვილს, იტა­ლი­ა­ში, მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის და ან­გა­რიშ­ზე მი­ზე­რუ­ლი თან­ხის ჩა­რი­ცხვის გამო, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნეს... მომ­ხდარს მწვა­ვედ გა­მო­ეხ­მა­უ­რა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი, რეზო კიკ­ნა­ძე. სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა ქარ­თველ­მა მე­ცო­სოპ­რა­ნომ, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა.

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი:

- ეთო ცქი­ფუ­რიშ­ვილს პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ლექ­ტო­რე­ბის­გან და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტორ რეზო კიკ­ნა­ძის­გან ვიცი, რომ სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტია. მან უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო სპეცკ­ლას­ში და თან პა­რა­ლე­ლუ­რად ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ვო­კა­ლურ­ზე სწავ­ლობს. კონ­კურ­სიც მო­ი­გო იტა­ლი­ა­ში. ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მით მი­იჩ­ნე­ვა, რომ ის ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც თა­ვის რჩე­ნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მან სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად იმუ­შა­ოს, რად­გან პი­ა­ნის­ტის პრო­ფე­სია უდი­დეს შრო­მას და დიდ დროს მო­ი­თხოვს. მან რომ თა­ვის რჩე­ნა­ზე და­ი­წყოს ზრუნ­ვა, სწავ­ლას თავი უნდა და­ა­ნე­ბოს, შე­დე­გად ქვე­ყა­ნა უნი­ჭი­ე­რეს მუ­სი­კოსს და­კარ­გავს.

- ინ­ტერ­ნე­ტით გა­ავ­რცე­ლეთ მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი აღ­შფო­თე­ბა. მი­მარ­თვას რამე რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა?

- დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მო­ი­ჩი­ნა რამ­დე­ნი­მე კერ­ძო პირ­მა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია!

- ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში რო­გო­რი ხელ­შე­წყო­ბა აქვს ასეთ სტუ­დენ­ტებს?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი! აქ სტი­პენ­დია ისე­თია, რომ შიმ­შილ­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. გარ­და ამი­სა, ასეთ კარგ სტუ­დენ­ტებს სა­ხელ­მწი­ფო სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბას უნიშ­ნავს, რათა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ და მუ­შა­ო­ბა არ უწევ­დეთ. თუმ­ცა ერთი პი­რო­ბაა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - სტუ­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ბე­ჯი­თი უნდა იყოს. ეს გო­გო­ნა სწო­რედ ასე­თია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ყვე­ლა სფე­რო­ში და დროა, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და­ვი­წყოთ ქვე­ყა­ნა­ზე ზრუნ­ვა! იმის შემ­ხედ­ვა­რე რაც ხდე­ბა, მე რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, არც ერთი პარ­ტი­ის იმე­დი აღარ მაქვს.

რეზო კიკ­ნა­ძე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი:

- ეთო ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლის ფორ­მა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბიც (კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა) მოწ­მობს და პი­რა­და­დაც მი­ვიჩ­ნევ, რომ ამ გო­გო­ნას მას მერე, რაც სტუ­დენ­ტი გახ­და, ძა­ლი­ან დიდი წინსვლა აქვს.

კარ­გია, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფი­ნა­ნა­სა მისი ამ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამ ფონ­ზე, კი­დევ უა­რე­სად ჩანს - ამის გამო მის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის შეც­ვლა და დახ­მა­რე­ბის მოხ­სნა. ეს გა­უ­გო­ნა­რი ბი­უ­როკ­რა­ტუ­ლი იდი­ო­ტო­ბაა, რო­მელ­ზეც სას­წრა­ფოდ უნდა და­ფიქ­რდეს კა­ნონ­მდე­ბე­ლიც და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლიც, თუ იმის პრე­ტენ­ზია აქვს, რომ ნორ­მა­ლუ­რი და ჰუ­მა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნონ­მდე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლია!

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება

"ეს გაუგონარი ბიუროკრატიული იდიოტობაა"! - წარჩინებული სტუდენტის გამარჯვება და შედეგად, დაკარგული სოციალური დახმარება

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონსერვატორიის წარჩინებულ სტუდენტ ეთო ცქიფურიშვილს, იტალიაში, მუსიკალურ კონკურსში გამარჯვების და ანგარიშზე მიზერული თანხის ჩარიცხვის გამო, სოციალური დახმარება მოუხსნეს... მომხდარს მწვავედ გამოეხმაურა კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე. საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა.

ანიტა რაჭველიშვილი:

- ეთო ცქიფურიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ლექტორებისგან და კონსერვატორიის რექტორ რეზო კიკნაძისგან ვიცი, რომ საუკეთესო სტუდენტია. მან უმაღლესი ქულებით ჩააბარა კონსერვატორიის მაგისტრატურაში, საფორტეპიანო სპეცკლასში და თან პარალელურად ნიჭიერთა ათწლედში ვოკალურზე სწავლობს. კონკურსიც მოიგო იტალიაში. ქართული სოციალური სისტემით მიიჩნევა, რომ ის ახალგაზრდა ადამიანია, რომელსაც თავის რჩენა შეუძლია, მაგრამ წარმოუდგენელია მან სწავლის პარალელურად იმუშაოს, რადგან პიანისტის პროფესია უდიდეს შრომას და დიდ დროს მოითხოვს. მან რომ თავის რჩენაზე დაიწყოს ზრუნვა, სწავლას თავი უნდა დაანებოს, შედეგად ქვეყანა უნიჭიერეს მუსიკოსს დაკარგავს.

- ინტერნეტით გაავრცელეთ მიმართვა, რომელშიც გამოხატეთ თქვენი აღშფოთება. მიმართვას რამე რეაგირება მოჰყვა?

- დახმარების სურვილი გამოიჩინა რამდენიმე კერძო პირმა. სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია!

- ევროპის ქვეყნებში როგორი ხელშეწყობა აქვს ასეთ სტუდენტებს?

- ყველანაირი! აქ სტიპენდია ისეთია, რომ შიმშილზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, ასეთ კარგ სტუდენტებს სახელმწიფო სხვადასხვა დახმარებას უნიშნავს, რათა სწავლის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ და მუშაობა არ უწევდეთ. თუმცა ერთი პირობაა შესასრულებელი - სტუდენტი აუცილებლად ბეჯითი უნდა იყოს. ეს გოგონა სწორედ ასეთია.

საქართველოში სავალალო მდგომარეობაა ყველა სფეროში და დროა, მოქალაქეებმა დავიწყოთ ქვეყანაზე ზრუნვა! იმის შემხედვარე რაც ხდება, მე როგორც მოქალაქეს, არც ერთი პარტიის იმედი აღარ მაქვს.

რეზო კიკნაძე, კონსერვატორიის რექტორი:

- ეთო ცქიფურიშვილის ფორმალური წარმატებებიც (კონკურსებში გამარჯვება, აკადემიური მოსწრება) მოწმობს და პირადადაც მივიჩნევ, რომ ამ გოგონას მას მერე, რაც სტუდენტი გახდა, ძალიან დიდი წინსვლა აქვს.

კარგია, რომ კულტურის სამინისტრომ დააფინანასა მისი ამ კონკურსებში მონაწილეობა, მაგრამ ამ ფონზე, კიდევ უარესად ჩანს - ამის გამო მისთვის სოციალური სტატუსის შეცვლა და დახმარების მოხსნა. ეს გაუგონარი ბიუროკრატული იდიოტობაა, რომელზეც სასწრაფოდ უნდა დაფიქრდეს კანონმდებელიც და აღმასრულებელიც, თუ იმის პრეტენზია აქვს, რომ ნორმალური და ჰუმანური სახელმწიფოს კანონმდებელი და აღმასრულებელია!

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება