საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში
როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში

ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ხმა­უ­რი­ა­ნი თუ ფრთხი­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რუ­სეთ­მა მო­ა­ხერ­ხა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი გა­ნა­თავ­სა. დე ფაქ­ტო აფხა­ზეთ­სა და სომ­ხეთ­ში, სუს­ტი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, ჩრდი­ლო­ელ­მა მე­ზო­ბელ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ გა­იმ­ყა­რა. ჯერ იყო და, სა­ქარ­თვე­ლოს ორ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­თან, აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვალ­თან "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ" "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" გა­ა­ფორ­მა. შემ­დეგ კი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­თან­ხმე­ბა სომ­ხეთ­თან შედ­გა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით, სა­გა­რეო და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი სო­მეხ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რუ­სულ-სომ­ხუ­რი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა "კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუვ­ნელ­ყო­ფის მიზ­ნით იქ­მნე­ბა".

პრო­ექ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ "ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ არის მი­მარ­თუ­ლი მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", თუმ­ცა, სომ­ხე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტი რუ­ბენ მეღ­რა­ბი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ასე­თი დო­კუ­მენ­ტი უფრო შე­ზღუ­დავს სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, სა­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გაზ­რდი­ლია; ამას­თან, ეს ნა­ბი­ჯი კი­დევ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის კი­დევ უფრო და­ძაბ­ვა­სა და სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

იგი­ვე პო­ზი­ცია აქვს, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, ზუ­რაბ აბა­ში­ძე­საც, რომ­ლის თქმი­თაც, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ რის­კებს ქმნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, შე­საძ­ლოა, მე­ტად სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნდეს და ინ­ცი­დენ­ტე­ბის ჯაჭ­ვი გა­მო­იწ­ვი­ოს"

ამ დრო­ის­თვის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სამი სამ­ხედ­რო ბაზა აქვს. მე-4 და მე-7 სამ­ხედ­რო ბაზა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე: ცხინ­ვალ­ში, ჯა­ვა­სა და გუ­და­უ­თა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ხოლო, 102-ე სამ­ხედ­რო ბაზა კი, გი­უმ­რი­ში, რო­მე­ლიც სომ­ხეთ-თურ­ქე­თი­სა და სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრებ­თან მდე­ბა­რე­ობს.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, სა­მი­ვე სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე 15 000-მდე რუსი ჯა­რის­კა­ცია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ბა­ზა­ზე აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ტე­ვი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბით, მათ შო­რის ოპე­რა­ტი­ურ-ტაქ­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო კომ­პლექს "ის­კან­დე­რით".

ამას ემა­ტე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი ჯა­რის­კა­ცი, მათ­გან 2 500 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან, 1300 ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან. სომ­ხეთ­ში მათ რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ სულ 45 000 ჯა­რის­კა­ცი ირი­ცხე­ბა, მათ­გან 18 000 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყა­რა­ბა­ღი­დან არის.

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სომ­ხეთ­თან, "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯა­რე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა" გუ­ლის­ხმობს რუ­სე­თის ავ­ტო­მა­ტურ ჩარ­თვას სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში, თუ მის მო­კავ­ში­რე­ებს საფრ­თხე და­ე­მუქ­რათ.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, რუ­სეთ­მა ახა­ლი სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ნა­ტოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პა­სუ­ხია.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა და რუ­სე­თის ფაქ­ტორს, სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, სა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს აქ­ტი­უ­რო­ბა, შე­საძ­ლოა, ძვი­რად და­უჯ­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს. სომ­ხეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს, მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი თან­და­თან იზღუ­დე­ბა. 

მათი თქმით, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გა­მოყ­ვა­ნა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­დან, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, რუ­სეთს მტკი­ცედ აქვს გან­ზრა­ხუ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და გა­ნამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი რე­გი­ონ­ში. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გე­ოგ­რა­ფი­ულ სი­ახ­ლო­ვეს, გე­ო­ე­კო­ნო­მი­კურ და ის­ტო­რი­ულ კავ­ში­რებს, რუ­სე­თის­თვის თა­ვი­სი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უფრო ად­ვი­ლია.

სომ­ხე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპერ­ტი რუ­ბენ მეღ­რა­ბი­ა­ნის თქმით, იმ დრო­საც კი, როცა რუ­სე­თი სუს­ტი იყო, როცა რუ­სეთს ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში (1991-1999 წლებ­ში), მოს­კო­ვი ცდი­ლობ­და, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში თა­ვი­სი ყოფ­ნა შე­ე­ნერ­ჩუ­ნე­ბი­ნა. სწო­რედ ამ დროს ჩა­ი­დო რუ­სე­თი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო­თა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

ამ და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ სომ­ხეთს და­სავ­ლე­თი­სა­გან იზო­ლა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო კა­ტას­ტრო­ფა ელო­დე­ბა, - 'რუ­სუ­ლი "ის­კან­დერე­ბი" მათ და­სავ­ლე­თის­კენ გა­ხედ­ვის უფ­ლე­ბა­საც არ მის­ცემთ". მა­თი­ვე თქმით, ამე­რი­კი­სა და და­სავ­ლე­თის­თვის სომ­ხე­თი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვე­ყა­ნაა და "მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად რუ­სეთ­მა იკის­რა".

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში

როგორ იმყარებს რუსეთი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში

ნაბიჯ-ნაბიჯ, ხმაურიანი თუ ფრთხილი ქმედებებით, რუსეთმა მოახერხა და სამხრეთ კავკასიაში, სამხედრო ბაზები განათავსა. დე ფაქტო აფხაზეთსა და სომხეთში, სუსტი პროტესტის ფონზე, ჩრდილოელმა მეზობელმა პოზიციები საკმაოდ გაიმყარა. ჯერ იყო და, საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან, აფხაზეთთან და ცხინვალთან "გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნის შესახებ" "ხელშეკრულება" გააფორმა. შემდეგ კი, მსგავსი შინაარსის შეთანხმება სომხეთთან შედგა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის დავალებით, საგარეო და თავდაცვის სამინისტროები სომეხ კოლეგებთან ერთად, შემუშავებული ხელშეკრულების თანახმად, გაერთიანებული რუსულ-სომხური ჯარების დაჯგუფება "კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუვნელყოფის მიზნით იქმნება".

პროექტში ნათქვამია, რომ "ხელშეკრულება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ", თუმცა, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი რუბენ მეღრაბიანი მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტი უფრო შეზღუდავს სომხეთის სუვერენიტეტს, სადაც ბოლო პერიოდში ანტირუსული განწყობები გაზრდილია; ამასთან, ეს ნაბიჯი კიდევ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვასა და სომხეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გართულებას ემსახურება.

იგივე პოზიცია აქვს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესაც, რომლის თქმითაც, ეს ხელშეკრულება ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, შესაძლოა, მეტად სახიფათო აღმოჩნდეს და ინციდენტების ჯაჭვი გამოიწვიოს"

ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ კავკასიაში სამი სამხედრო ბაზა აქვს. მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ცხინვალში, ჯავასა და გუდაუთაშია განთავსებული.

ხოლო, 102-ე სამხედრო ბაზა კი, გიუმრიში, რომელიც სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან მდებარეობს.

მთლიანობაში, სამივე სამხედრო ბაზაზე 15 000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ბაზაზე აღჭურვილია თანამედროვე შეტევითი შეიარაღებით, მათ შორის ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერით".

ამას ემატება, დაახლოებით, 4000-მდე ადგილობრივი ჯარისკაცი, მათგან 2 500 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1300 ცხინვალის რეგიონიდან. სომხეთში მათ რაოდენობა ბევრად მეტია. არსებული ინფორმაციით, იქ სულ 45 000 ჯარისკაცი ირიცხება, მათგან 18 000 ოკუპირებული ყარაბაღიდან არის.

ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან და უახლოეს მომავალში, სომხეთთან, "გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნა" გულისხმობს რუსეთის ავტომატურ ჩართვას საომარ მოქმედებებში, თუ მის მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრათ.

ქართველი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთმა ახალი სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც კავკასიის რეგიონში ნატოს გააქტიურების პასუხია.

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთის ფაქტორს, სომხურენოვანი გამოცემები ეხმიანებიან, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს აქტიურობა, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს, საქართველოს. სომხეთთან დაკავშირებით კი, კითხვები არ არსებობს, მისი სუვერენიტეტი თანდათან იზღუდება. 

მათი თქმით, სამხრეთ კავკასიის გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან, საკმაოდ რთულია. სომეხი ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუსეთს მტკიცედ აქვს განზრახული შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავისი პოზიციები რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს, გეოეკონომიკურ და ისტორიულ კავშირებს, რუსეთისთვის თავისი მიზნის განხორციელება უფრო ადვილია.

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის  ექსპერტი რუბენ მეღრაბიანის თქმით, იმ დროსაც კი, როცა რუსეთი სუსტი იყო, როცა რუსეთს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პერიოდში (1991-1999 წლებში), მოსკოვი ცდილობდა, სამხრეთ კავკასიაში თავისი ყოფნა შეენერჩუნებინა. სწორედ ამ დროს ჩაიდო რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ურთიერთობის საფუძვლები.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სომეხი ექსპერტების აზრით, უკვე ცნობილია, რომ სომხეთს დასავლეთისაგან იზოლაცია, შესაბამისად, სამხედრო კატასტროფა ელოდება, - 'რუსული "ისკანდერები" მათ დასავლეთისკენ გახედვის უფლებასაც არ მისცემთ". მათივე თქმით, ამერიკისა და დასავლეთისთვის სომხეთი ცენტრალური აზიის ქვეყანაა და "მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთმა იკისრა".

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე