მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება
 საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი შო­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სას­ვლელ გზებს ეძებს. პირ­ველ ეტაპ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ტო­ტა­ლუ­რად იზ­რდე­ბა. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, 2017 წლი­დან მთავ­რო­ბა გა­და­სა­ხა­დის მკვეთ­რად მა­ტე­ბას გეგ­მავს. ეს ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ებს გა­და­სა­ხა­დი, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბას ხარ­ჯი გა­უძ­ვირ­დე­ბა. 1 ლიტ­რი საწ­ვა­ვის ფასი იან­ვრი­დან 2 ლარს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია, რომ თამ­ბა­ქო მი­ნი­მუმ 60 თეთ­რით გაძ­ვირ­დე­ბა, ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლის სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა. გაძ­ვირ­დე­ბა ავ­ტო­გა­ზის ფასი და შე­იძ­ლე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი ტა­რი­ფის მა­ტე­ბის სა­კი­თხიც დად­გეს დღის წეს­რიგ­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და კი­დეც, რომ სხვა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა მცი­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­სის ზრდა, მათ შო­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორტზეც (ავ­ტო­ბუ­სებ­ზე), თუმ­ცა ამ სხვა­ო­ბის და­ფარ­ვას მთავ­რო­ბა სუბ­სი­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ეც­დე­ბა, რაც ირი­ბი მი­ნიშ­ნე­ბაა, რომ მგზავ­რო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც გაძ­ვირ­დე­ბა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბენ­ზი­ნის შემ­თხვე­ვა­ში აქ­ცი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ ტო­ნა­ზე 250 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, დი­ზელ­ზე - 150-დან 400 ლა­რამ­დე; 1000 კბ/მ გაზ­ზე - 80-დან 200 ლა­რამ­დე. ქუმ­სიშ­ვი­ლის თქმით, აქ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა 10%-ით.

"გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლანსზე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­დეგ წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა გვექ­ნე­ბა. წელს 100 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით ვამ­ცი­რებთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარჯს და შემ­დგომ წლებ­შიც გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი არ გა­იზ­რდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი თამ­ბა­ქო­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდას მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით ამარ­თლებს. ამის და­ჯე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია კი­დეც, რა­საც სხვა შემ­თხვე­ვებ­ზე ვერ ვი­ტყვით: ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასეთ "არ­გუ­მენ­ტად" ეკო­ლო­გი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბა და­სა­ხელ­და, ხოლო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აქ­ციზ­ზე და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბაზ­რის წა­ხა­ლი­სე­ბით ახ­სნეს. არა­ვინ სა­უბ­რობს რე­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე, რის გა­მოც უკი­დუ­რე­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

 საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ სხვაობა არ იქნება მცირე და მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით ფასის ზრდა, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზეც (ავტობუსებზე), თუმცა ამ სხვაობის დაფარვას მთავრობა სუბსიდიის გამოყენებით შეეცდება, რაც ირიბი მინიშნებაა, რომ მგზავრობა დროთა განმავლობაში მაინც გაძვირდება.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; 1000 კბ/მ გაზზე - 80-დან 200 ლარამდე. ქუმსიშვილის თქმით, აქ გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.

"გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯს და შემდგომ წლებშიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სამთავრობო გუნდი თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ამართლებს. ამის დაჯერება შესაძლებელია კიდეც, რასაც სხვა შემთხვევებზე ვერ ვიტყვით: ნავთობპროდუქტების შემთხვევაში ასეთ "არგუმენტად" ეკოლოგიის გაჯანსაღება დასახელდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების აქციზზე დაგეგმილი ცვლილება საავტომობილო ბაზრის წახალისებით ახსნეს. არავინ საუბრობს რეალურ პრობლემაზე, რის გამოც უკიდურესი ზომების მიღება აუცილებელი გახდა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი