Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!
ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!

გემი, რო­მელ­საც შიგ­ნით ტუმ­ბო აქვს, შავი ზღვის სიღ­რმი­დან წყალს ამო­ი­ღებს და მას გო­გირდ-წყალ­ბა­დის­გან გა­ა­სუფ­თა­ვებს. ეს გა­მო­გო­ნე­ბა სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე-11 კლა­სე­ლებს - ნა­თია მე­ტო­ნი­ძეს, ნა­თია და­თუ­ნაშ­ვილ­სა და თე­ი­მუ­რაზ სი­მო­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის.

შავი ზღვა მე­ტად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას. მოს­წავ­ლე­ებ­მა პრო­ექ­ტი ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად შექ­მნეს. თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ზღვე­ბის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა.

"ეს არის გემი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შავი ზღვის სიღ­რმი­დან ამო­ვი­ღებთ და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალს, გა­ვა­სუფ­თა­ვებთ და ისევ ზღვა­ში და­ვაბ­რუ­ნებთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყალ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გო­გირდ-წყალ­ბა­დია, რაც სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს," - გან­მარ­ტავს გა­მო­გო­ნე­ბის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ნა­თია მე­ტო­ნი­ძე.

გემს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუმ­ბო აქვს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წყლის შე­ტუმბვა მოხ­დე­ბა რე­აქ­ტორ­ში. იქ კი წყალს გო­გირდ-წყალ­ბა­დი გა­მო­ე­ყო­ფა. მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შემ­დეგ გო­გირ­დად და წყალ­ბა­დად და­იშ­ლე­ბა.

"პრო­ექ­ტი ორ­მა­გად მომ­გე­ბი­ა­ნია. გა­ვა­სუფ­თა­ვებთ შავ ზღვას და ეკო­ლო­გი­ურ კა­ტა­რას­ტრო­ფას ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან. მე­ო­რე მხრივ კი, მი­ვი­ღებთ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს. გო­გირ­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად, ისე­ვე რო­გორც სა­სუ­ქად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. წყალ­ბა­დიც სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბაა. ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საწ­ვა­ვად რო­გორც მსუ­ბუქ, ისე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში. წყალ­ბა­დი სუფ­თაა, არა­ტოქ­სი­კუ­რია და მა­ღა­ლი კა­ლო­რი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა," - გან­მარ­ტავს მე­ტო­ნი­ძე.

მოს­წავ­ლე გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი პრო­ექ­ტზე გა­ზა­ფხუ­ლი­დან მუ­შა­ო­ბენ. მათ გემი მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა და მკვლე­ვარ­თა კონ­კურ­სზე "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი" წა­რად­გი­ნეს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!

ქართველი მოსწავლეების გამოგონება, რომლითაც შავი ზღვა გაიწმინდება!

გემი, რომელსაც შიგნით ტუმბო აქვს, შავი ზღვის სიღრმიდან წყალს ამოიღებს და მას გოგირდ-წყალბადისგან გაასუფთავებს. ეს გამოგონება სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მე-11 კლასელებს - ნათია მეტონიძეს, ნათია დათუნაშვილსა და თეიმურაზ სიმონიშვილს ეკუთვნის.

შავი ზღვა მეტად დაბინძურებულია და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მოსწავლეებმა პროექტი ამ პრობლემის გადასაწყვეტად შექმნეს. თუმცა სამომავლოდ მისი გამოყენება სხვა ზღვების გასასუფთავებლადაც შეიძლება.

"ეს არის გემი, რომლის მეშვეობითაც შავი ზღვის სიღრმიდან ამოვიღებთ დაბინძურებულ წყალს, გავასუფთავებთ და ისევ ზღვაში დავაბრუნებთ. როგორც ცნობილია, წყალში დიდი რაოდენობით გოგირდ-წყალბადია, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს," - განმარტავს გამოგონების ერთ-ერთი ავტორი ნათია მეტონიძე.

გემს სპეციალური ტუმბო აქვს, რომლის საშუალებითაც წყლის შეტუმბვა მოხდება რეაქტორში. იქ კი წყალს გოგირდ-წყალბადი გამოეყოფა. მიღებული ნივთიერება შემდეგ გოგირდად და წყალბადად დაიშლება.

"პროექტი ორმაგად მომგებიანია. გავასუფთავებთ შავ ზღვას და ეკოლოგიურ კატარასტროფას ავიცილებთ თავიდან. მეორე მხრივ კი, მივიღებთ სასარგებლო ნივთიერებებს. გოგირდი გამოიყენება პრეპარატების დასამზადებლად, ისევე როგორც სასუქად სოფლის მეურნეობაში. წყალბადიც საჭირო ნივთიერებაა. ის გამოიყენება საწვავად როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებში. წყალბადი სუფთაა, არატოქსიკურია და მაღალი კალორიულობით გამოირჩევა," - განმარტავს მეტონიძე.

მოსწავლე გამომგონებლები პროექტზე გაზაფხულიდან მუშაობენ. მათ გემი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე "ლეონარდო და ვინჩი" წარადგინეს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან