მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატი ზაზა ხუციშვილი კლუბებში სიმღერას აგრძელებს
დეპუტატი ზაზა ხუციშვილი კლუბებში სიმღერას აგრძელებს

ჯგუფ "ვა­კის პარ­კის" სო­ლის­ტი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ დე­პუ­ტა­ტი გახ­და, სცე­ნას არ ემ­შვი­დო­ბე­ბა. რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახა­ლი სახე ამ­ბობს, იგი კლუ­ბებ­ში მუ­სი­კა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მარ­თავს. მომ­ღე­რა­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტებს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა კლუბ­ში, მათ შო­რის, "ჰარდ როკ კა­ფე­სა" და "ნალ­ში" აწყობს.

ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი:

- თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე კლუბ­ში მუ­სი­კა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჯგუფ­თან ერ­თად ვაგ­რძე­ლებ. სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე პრობ­ლე­მა არ არის, თუკი რა თქმა უნდა, ეს არ არის სა­სე­სიო კვი­რა და ქუ­თა­ის­ში არ ვარ. თვი­თონ კლუ­ბე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ ხელი შე­მი­წყონ, ხან­და­ხან ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­დავ­წევთ კვი­რა­ზე, პა­რას­კევ­ზე და ა.შ.

ამ თე­მა­ზე ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, დე­პუ­ტატ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვის შე­საძ­ლო აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზეც და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია.

- არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, არც სუფ­თა ჰა­ერ­ზე, არც მან­ქა­ნა­ში და არ­სად არ ვე­წე­ვი. ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, როცა ვინ­მე და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ჩემს გვერ­დით ეწე­ვა. ალ­ბათ იცით, რომ დღე­საც მოქ­მე­დი მუ­სი­კო­სი ვარ. რო­დე­საც სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და იქ ეწე­ვი­ან, ეს არის ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფა, რად­გან მე­წყე­ბა ყე­ლის წვა, თვა­ლე­ბის წვა და სა­ში­ნელ დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც არ ეწე­ვა, ასე­ვე დის­კომ­ფორ­ტში არის. ასე­ვე მი­ვე­სალ­მე­ბი სი­გა­რე­ტის და მსგავ­სი პრო­დუქ­ტის სკო­ლის სი­ახ­ლო­ვი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ტა­ნას. რეკ­ლა­მის ფორ­მებ­ზეც ალ­ბათ მო­მა­ვალ­ში უნდა ვი­ფიქ­როთ. ამა­ზე ნელ-ნელა იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას , თურ­ქეთს, ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას, ჩვენ­ზე ბევ­რად ადრე. ვფიქ­რობ, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი არ ეწე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­ტა­ნოთ ეს პრო­ცე­სი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მე­ო­რა­დი კვამ­ლი ბევ­რად უფრო მავ­ნე არის, ვიდ­რე მწე­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. ამი­ტომ, კე­თი­ლი ინე­ბონ, გა­ვიდ­ნენ მო­სა­წევ ად­გი­ლებ­ში და იქ მო­წი­ონ. კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, იმ კა­ფე­ებ­ში, რომ­ლებ­მაც მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დრო­ის რა­ღაც მო­ნაკ­ვეთ­ში იქ ოდ­ნავ ხალ­ხის ნა­კა­დის კლე­ბა იყო, მაგ­რამ მერე უფრო მეტი მი­ვი­და.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი კლუბებში სიმღერას აგრძელებს

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი კლუბებში სიმღერას აგრძელებს

ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დეპუტატი გახდა, სცენას არ ემშვიდობება. როგორც "ქართული ოცნების" ახალი სახე ამბობს, იგი კლუბებში მუსიკალურ ღონისძიებებს კვლავინდებურად მართავს. მომღერალი ჯგუფის წევრებთან ერთად კონცერტებს თბილისის სხვადასხვა კლუბში, მათ შორის, "ჰარდ როკ კაფესა" და "ნალში" აწყობს.

ზაზა ხუციშვილი:

- თბილისის რამდენიმე კლუბში მუსიკალურ საქმიანობას ჯგუფთან ერთად ვაგრძელებ. საღამოს 9 საათზე პრობლემა არ არის, თუკი რა თქმა უნდა, ეს არ არის სასესიო კვირა და ქუთაისში არ ვარ. თვითონ კლუბებიც მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შემიწყონ, ხანდახან ღონისძიებას გადავწევთ კვირაზე, პარასკევზე და ა.შ.

ამ თემაზე ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის შესაძლო აკრძალვის თაობაზეც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

- არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არც სუფთა ჰაერზე, არც მანქანაში და არსად არ ვეწევი. ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, როცა ვინმე დახურულ სივრცეში ჩემს გვერდით ეწევა. ალბათ იცით, რომ დღესაც მოქმედი მუსიკოსი ვარ. როდესაც სცენაზე ვდგავარ და იქ ეწევიან, ეს არის ჩემთვის კატასტროფა, რადგან მეწყება ყელის წვა, თვალების წვა და საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც არ ეწევა, ასევე დისკომფორტში არის. ასევე მივესალმები სიგარეტის და მსგავსი პროდუქტის სკოლის სიახლოვიდან მაქსიმალურად გატანას. რეკლამის ფორმებზეც ალბათ მომავალში უნდა ვიფიქროთ. ამაზე ნელ-ნელა იქნება მსჯელობა. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს რუსეთს, უკრაინას , თურქეთს, ძალიან ბევრ ქვეყანას, ჩვენზე ბევრად ადრე. ვფიქრობ, დახურულ სივრცეში, სამსახურში, სადაც მოქალაქეების ნაწილი არ ეწევა, აუცილებლად უნდა გავიტანოთ ეს პროცესი. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის ორგანიზაციები გვაფრთხილებენ, რომ მეორადი კვამლი ბევრად უფრო მავნე არის, ვიდრე მწეველის მდგომარეობა. ამიტომ, კეთილი ინებონ, გავიდნენ მოსაწევ ადგილებში და იქ მოწიონ. კვლევები გვიჩვენებს, რომ თავშეყრის ადგილებში, იმ კაფეებში, რომლებმაც მოწევის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს, დროის რაღაც მონაკვეთში იქ ოდნავ ხალხის ნაკადის კლება იყო, მაგრამ მერე უფრო მეტი მივიდა.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი