მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" დე­კემ­ბრის ნო­მე­რი #12(72), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ერეკ­ლე მე­ფის "სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი" / გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის გა­ფორ­მე­ბის წინ პა­ტა­რა კახი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის­კენ გზის გაკ­ვალ­ვას ცდი­ლობ­და

ერეკ­ლე II-ისა და მისი სამ­შობ­ლოს შე­სა­ხებ სა­ყუ­რა­დღე­ბო ცნო­ბე­ბი გა­მოვ­ლინ­და 2014-2016 წლებ­ში ირ­ლან­დი­ის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ბრი­ტა­ნულ პრე­სა­სა და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მებ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მცი­რე ნა­წი­ლი კი ირ­ლან­დი­ა­ში. ბრი­ტა­ნუ­ლი პე­რი­ო­დი­კა ქარ­თლ-კა­ხე­თის მე­ფით XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ინ­ტე­რეს­და. ეს შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, 1749-1750 წლებ­ში, პა­ტა­რა კახ­მა ზე­დი­ზედ და­ა­მარ­ცხა ორი ძლე­ვა­მო­სი­ლი სარ­და­ლი, ნა­დირ-შა­ჰის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე მაჰ­მად-ხანი და ყა­რა­ბა­ღის მფლო­ბე­ლი ფანა-ხანი. ერეკ­ლე მე­ფის გარ­შე­მო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმ­დრო­ინ­დელ ბრი­ტა­ნულ და ირ­ლან­დი­ურ პრე­სა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუ­მიც კი ატყდა.

ეს ცნო­ბე­ბი ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ა­ჩე­ნენ ერეკ­ლე II-ის ურ­თი­ერ­თო­ბებს ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ნაკ­ლე­ბად ხაზ­გას­მუ­ლი და ხში­რად მიჩ­ქმა­ლუ­ლი ფაქ­ტე­ბი მე­ტყვე­ლებს, რომ ერეკ­ლე გა­მორ­ჩე­უ­ლად ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ლი­დე­რი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ძნე­ლია ვი­პო­ვოთ მე­ო­რე ისე­თი­ვე მო­ნარ­ქი, ვი­საც იმ­დე­ნი კო­რეს­პონ­დენ­ცია და ელჩი გა­ეგ­ზავ­ნოს ევ­რო­პა­ში, რამ­დე­ნიც პა­ტა­რა კახს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის გა­ფორ­მე­ბის წინა პე­რი­ოდს. იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი პა­ტა­რა კახი ორ­ჭო­ფობ­და და ჩრდი­ლო­ე­თის­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, გა­მო­სა­ვალს კი და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ეძებ­და, თუმ­ცა ამ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სვლებს რუ­სე­თის სა­იმ­პე­რიო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმა­ლავ­და. ქარ­თვე­ლი მო­ნარ­ქი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რომ ამ ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე იმ­პე­რია გა­ღი­ზი­ან­დე­ბო­და.

ცხა­დია, ამ დროს არც რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბა და დიპ­ლო­მა­ტია დაჯ­დე­ბო­და გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი... შე­საძ­ლოა ამი­ტო­მაც იგ­ვი­ა­ნებ­და ერეკ­ლეს წე­რი­ლე­ბი ევ­რო­პა­ში, ზე­დი­ზედ იღუ­პე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­გზავ­ნი­ლი ელ­ჩე­ბი...

წმინ­და მი­წა­ზე «შო­ბი­ლი» ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კა­ლენ­და­რი / რა­ტომ ვერ შე­იქ­მნე­ბო­და ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდ­ში

«ქარ­თლში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო იდე­ო­ლო­გი­ის რან­გში აყ­ვა­ნა ბუ­ნებ­რი­ვად აჩენ­და სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ყო­ვე­ლი­ვე ძველს, წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულს თვი­სობ­რი­ვი გა­ნახ­ლე­ბა გა­ნე­ცა­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად. ამი­ე­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბას უნდა დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. ამ მო­თხოვ­ნებ­ში დიდი ად­გი­ლი ეჭი­რა კა­ლენ­დარს.

ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის, სა­ში­ნე­ლი სამ­სჯავ­რო­სა და ცოდ­ვი­ლი სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის იდეა ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი პე­რი­ო­დის მორ­წმუ­ნე­თა რი­გებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რი­თა და ოპ­ტი­მიზ­მით აღიქ­მე­ბო­და, უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და ეს სა­ერ­თო გან­წყო­ბი­ლე­ბა კა­ნონ­ზო­მი­ე­რად აი­სა­ხა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის იმ დროს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სის­ტე­მებ­შიც.

ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წელ­თაღ­რი­ცხვა წარ­მოდ­გე­ნი­ლია 5604-წლი­ა­ნი «და­სა­ბა­მით­გა­ნი­სა» და 532-წლი­ა­ნი ციკ­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი «ქო­რო­ნი­კო­ნის» ერ­თობ­ლი­ო­ბის სა­ხით... ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით 396 ის წე­ლი­წა­დია, როცა კა­ლენ­დრის შემ­ქმნე­ლე­ბი მე­ო­რედ მოს­ვლას ელოდ­ნენ. ამ წლის დად­გო­მას ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სას­რუ­ლი, ცხა­დია, არ მოჰ­ყო­ლია... რა­კი­ღა გა­ქარ­წყლდა ქარ­თუ­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის შე­მომ­ღებ­თა ეს მო­ლო­დი­ნი, ერთხანს მი­ვი­წყე­ბუ­ლი «შეც­თო­მი­ლი წელ­თაღ­რი­ცხვა» სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ მომ­დევ­ნო, მე-13 მოქ­ცე­ვის პე­რი­ოდ­ში (780-1312 წწ.) გა­იხ­სე­ნეს და წმინ­და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით აა­მოქ­მე­დეს...

ბრძო­ლა მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­თან / ლა­ზი­კის დიდი ომი ბი­ზან­ტი­ა­სა და ირანს შო­რის 21 წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბო­და

ცხე­ნის­წყალ­თან, ანუ მდი­ნა­რე ჰი­პის­თან ბრძო­ლა ლა­ზი­კის ომის (541-562 წწ.) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. ბრძო­ლა იმი­თაც გახ­ლდათ გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ის სა­ვე­ლე იყო და არა სა­ალ­ყო, ლა­ზი­კის ომში კი ძი­რი­თა­დად სწო­რედ სა­ალ­ყო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­სა და გა­მაგ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის გარ­შე­მო. სა­ვე­ლე ბრძო­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა აქვს და ცხე­ნის­წყალ­თან ბრძო­ლა­შიც, გვი­ა­ნან­ტი­კურ ხა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ტაქ­ტი­კუ­რი ხერ­ხი გა­მოვ­ლინ­და. სპარ­სელ­თა ჯა­რის თით­ქმის 15-ათა­სი­ა­ნი ნა­წი­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას კი არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ომის მსვლე­ლო­ბი­სა და ლა­ზე­თის მო­მა­ვა­ლი ბე­დის­თვის.

მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მდუ­მა­რე­ბის და­სას­რუ­ლი

იესო ქრის­ტე, ჯვარ­ცმის შემ­დეგ, კლდე­ში გა­მოჭ­რილ ახალ აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლეს, რო­მე­ლიც მა­ცხო­ვარს იო­სებ არი­მა­თი­ელ­მა და­უთ­მო (მათე 27:60). იმა­ვე აკ­ლდა­მა­ში მოხ­და ქრის­ტეს მკვდრე­თით აღ­დგო­მაც. IV სა­უ­კუ­ნი­დან ეს აკ­ლდა­მა მო­ექ­ცა მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის სამ­ლოც­ვე­ლო­ში, აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში. აქ­ვეა კლდე­ში გა­მოჭ­რი­ლი მა­ცხოვ­რის სა­ცხედ­რე «თარო» და იმ ქვის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­მოქ­ვა­ბუ­ლის შე­სას­ვლელს კე­ტავ­და...

წლე­ულს კი აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ფე­სი­ე­ბი შე­თან­ხმდნენ წმინ­და საფ­ლა­ვის სამ­ლოც­ვე­ლოს რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე, რომ­ლის დროს გა­და­წყდა წმინ­და საფ­ლა­ვის გახ­სნაც. რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა 26 ოქ­ტომ­ბერს ლუს­კუ­მის თავ­სა­ფა­რი მარ­მა­რი­ლოს ქვა მოხ­სნეს, რომ­ლის ქვე­შაც გა­მოჩ­ნდა საკ­მა­ოდ შე­მო­ძარ­ცუ­ლი, ოდეს­ღაც მა­სი­უ­რი ქვის ფი­ლის მოზ­რდი­ლი ფრაგ­მენ­ტი, ჯვა­როს­ნე­ბის დროს ზედ ამოკ­ვე­თი­ლი ჯვრე­ბით. მის ქვეშ კი გა­მოჩ­ნდა ის პირ­ვე­ლა­დი კირ­ქვის ფენა, რო­მელ­ზეც თვით ჯვარ­ცმუ­ლი მა­ცხო­ვა­რი ეს­ვე­ნა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს სა­მარ­ხი აკ­ლდა­მის გვერ­დი­თი კედ­ლე­ბის ფრაგ­მენ­ტიც. ამ აღ­მო­ჩე­ნამ გა­ა­ქარ­წყლა ყო­ველ­გვა­რი ეჭვი მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კი­თხზე. გახ­სნილ საფ­ლავ­ში ნა­ნახ­მა «მა­სა­ლამ» კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნა სხვა­დას­ხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცია სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ ცდე­ბო­და და რომ ჯვარ­ცმუ­ლი იესო ქრის­ტეს საფ­ლა­ვი სწო­რედ აქ, აღ­დგო­მის ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, კუ­ვუკ­ლი­ის კედ­ლებს შო­რის იყო და არის მოქ­ცე­უ­ლი.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

ფრან­გე­ბი მეფე შარლ X-ის «დაბ­რუ­ნე­ბას» მო­ი­თხო­ვენ

გურ­ჯა­ა­ნის აღ­მო­ჩე­ნა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი წლი­საა?!

«ბინ­ძუ­რი დრა­კო­ნი» ჩი­ნეთ­ში / ფრთო­სა­ნი დი­ნო­ზავ­რი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა

ქვის ხა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ბას­კე­თი­დან

ცხა­ვა­ტის ცე­ცხლი­ჯვრის სა­ი­დუმ­ლო / რას მოგ­ვი­თხრო­ბენ სა­ლო­ცა­ვის მი­და­მო­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლე­ბუ­რი მო­ნე­ტე­ბი

ვარ­ძი­ის «ცრემ­ლე­ბი» / ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს

მოგ­ზა­უ­რი ეთ­ნო­ლო­გის ჩა­ნა­წე­რე­ბი / თუ­შის გზა (რე­პორ­ტა­ჟი II)

ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ / სი­მონ ზა­ზა­ძე: «მე ქარ­თვე­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვარ, ამის მეტი არა­ფე­რი ვიცი»

ძვე­ლი მი­თე­ბი ახალ რუ­სეთ­ში / რო­გორ შუქ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ეპი­ზო­დე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ სა­ის­ტო­რიო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში

ინ­ტერ­ვიუ. «მხატ­ვარს ზე­რე­ლედ უყუ­რე­ბენ...» / «კა­რი­კა­ტუ­რის­ტე­ბის კონ­კურ­სი, გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის დროს, ერაყ­შიც კი იმარ­თე­ბო­და»

ბო­ლი­ვა­რის კონ­ტი­ნენ­ტი / სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში კო­ლო­ნი­უ­რი იმ­პე­რია ეს­პა­ნელ­თა მხრი­დან ეს­პა­ნე­ლე­ბის­ვე ჩაგ­ვრამ და­ან­გრია

ახა­ლი ან­დრო­პო­ვი / თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის მოკ­ლე ის­ტო­რია. გაგ­რძე­ლე­ბა.

სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი, დიდი მწე­რა­ლი - აგენ­ტი უნებ­ლი­ეთ?! / ვი­ლის ლა­ცი­სის ტრა­გე­დია (ნა­წი­ლი II)

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტაძ­რე­ბი. სან­ტა მა­რია დელ ფი­ო­რე / ფლო­რენ­ცი­ის ყვა­ვი­ლი

ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია / სა­მე­ფო­ე­ბად და სამ­თავ­რო­ე­ბად დაშ­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლო

ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან / ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

ცხოვ­რე­ბა / გია ბურ­ჯა­ნა­ძე: «რაც მიყ­ვარ­და, იგი­ვე მიყ­ვარს»

ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი / 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში. გაგ­რძე­ლე­ბა

ოს­მა­ლე­თის ქარ­თვე­ლე­ბი. ოს­მა­ლე­თის ფლო­ტის ქარ­თვე­ლი ოთხგზის სარ­და­ლი / თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ­თა ყო­ფის ენ­ციკ­ლო­პე­დია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომერი #12(72), რომელშიც წაიკითხავთ:

ერეკლე მეფის "საიდუმლო მასალები" / გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წინ პატარა კახი დასავლეთ ევროპისკენ გზის გაკვალვას ცდილობდა

ერეკლე II-ისა და მისი სამშობლოს შესახებ საყურადღებო ცნობები გამოვლინდა 2014-2016 წლებში ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანულ პრესასა და სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული, მცირე ნაწილი კი ირლანდიაში. ბრიტანული პერიოდიკა ქართლ-კახეთის მეფით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაინტერესდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა. სწორედ ამ პერიოდში, 1749-1750 წლებში, პატარა კახმა ზედიზედ დაამარცხა ორი ძლევამოსილი სარდალი, ნადირ-შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად-ხანი და ყარაბაღის მფლობელი ფანა-ხანი. ერეკლე მეფის გარშემო, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში საინფორმაციო ბუმიც კი ატყდა.

ეს ცნობები ახლებურად წარმოაჩენენ ერეკლე II-ის ურთიერთობებს ევროპის სახელმწიფოებთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ნაკლებად ხაზგასმული და ხშირად მიჩქმალული ფაქტები მეტყველებს, რომ ერეკლე გამორჩეულად ევროპული ორიენტაციის ლიდერი იყო. საქართველოს ისტორიაში ძნელია ვიპოვოთ მეორე ისეთივე მონარქი, ვისაც იმდენი კორესპონდენცია და ელჩი გაეგზავნოს ევროპაში, რამდენიც პატარა კახს. ეს განსაკუთრებით ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წინა პერიოდს. იმედგაცრუებული პატარა კახი ორჭოფობდა და ჩრდილოეთისთვის ზურგის შექცევას ცდილობდა, გამოსავალს კი დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა, თუმცა ამ დიპლომატიურ სვლებს რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებას უმალავდა. ქართველი მონარქი კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, ჩრდილოეთით მდებარე იმპერია გაღიზიანდებოდა.

ცხადია, ამ დროს არც რუსეთის ჯაშუშობა და დიპლომატია დაჯდებოდა გულხელდაკრეფილი... შესაძლოა ამიტომაც იგვიანებდა ერეკლეს წერილები ევროპაში, ზედიზედ იღუპებოდნენ საქართველოდან წარგზავნილი ელჩები...

წმინდა მიწაზე «შობილი» ქართული ქრისტიანული კალენდარი / რატომ ვერ შეიქმნებოდა ქართული ასომთავრული წინაქრისტიანულ პერიოდში

«ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანა ბუნებრივად აჩენდა საჭიროებას, რომ ყოველივე ძველს, წინაქრისტიანულს თვისობრივი განახლება განეცადა ქრისტიანული სწავლების მოთხოვნათა შესაბამისად. ამიერიდან ყველაფერი ქრისტიანული ეკლესიის მოთხოვნებსა და საჭიროებას უნდა დაქვემდებარებოდა. ამ მოთხოვნებში დიდი ადგილი ეჭირა კალენდარს.

ქრისტეს მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და ცოდვილი სამყაროს აღსასრულის იდეა ადრექრისტიანული პერიოდის მორწმუნეთა რიგებში განსაკუთრებული სიმძაფრითა და ოპტიმიზმით აღიქმებოდა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ეს საერთო განწყობილება კანონზომიერად აისახა ქრისტიანული წელთაღრიცხვის იმ დროს ჩამოყალიბებულ სისტემებშიც.

ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა წარმოდგენილია 5604-წლიანი «დასაბამითგანისა» და 532-წლიანი ციკლებისგან შემდგარი «ქორონიკონის» ერთობლიობის სახით... ჩვენი წელთაღრიცხვით 396 ის წელიწადია, როცა კალენდრის შემქმნელები მეორედ მოსვლას ელოდნენ. ამ წლის დადგომას ქვეყნიერების დასასრული, ცხადია, არ მოჰყოლია... რაკიღა გაქარწყლდა ქართული წელთაღრიცხვის შემომღებთა ეს მოლოდინი, ერთხანს მივიწყებული «შეცთომილი წელთაღრიცხვა» საქართველოში მხოლოდ მომდევნო, მე-13 მოქცევის პერიოდში (780-1312 წწ.) გაიხსენეს და წმინდა ქრონოლოგიური დანიშნულებით აამოქმედეს...

ბრძოლა მდინარე ცხენისწყალთან / ლაზიკის დიდი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის 21 წელიწადს გრძელდებოდა

ცხენისწყალთან, ანუ მდინარე ჰიპისთან ბრძოლა ლაზიკის ომის (541-562 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო. ბრძოლა იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ის საველე იყო და არა საალყო, ლაზიკის ომში კი ძირითადად სწორედ საალყო მოქმედებები მიმდინარეობდა ციხესიმაგრეებისა და გამაგრებული ქალაქების გარშემო. საველე ბრძოლას განსხვავებული სპეციფიკა აქვს და ცხენისწყალთან ბრძოლაშიც, გვიანანტიკურ ხანაში გავრცელებული სხვადასხვა ტაქტიკური ხერხი გამოვლინდა. სპარსელთა ჯარის თითქმის 15-ათასიანი ნაწილის განადგურებას კი არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ომის მსვლელობისა და ლაზეთის მომავალი ბედისთვის.

მაცხოვრის საფლავის ორსაუკუნოვანი მდუმარების დასასრული

იესო ქრისტე, ჯვარცმის შემდეგ, კლდეში გამოჭრილ ახალ აკლდამაში დაკრძალეს, რომელიც მაცხოვარს იოსებ არიმათიელმა დაუთმო (მათე 27:60). იმავე აკლდამაში მოხდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაც. IV საუკუნიდან ეს აკლდამა მოექცა მაცხოვრის საფლავის სამლოცველოში, აღდგომის ტაძარში. აქვეა კლდეში გამოჭრილი მაცხოვრის საცხედრე «თარო» და იმ ქვის ნაწილი, რომელიც თავის დროზე გამოქვაბულის შესასვლელს კეტავდა...

წლეულს კი აღდგომის ტაძარში წარმოდგენილი კონფესიები შეთანხმდნენ წმინდა საფლავის სამლოცველოს რესტავრაციაზე, რომლის დროს გადაწყდა წმინდა საფლავის გახსნაც. რესტავრატორებმა 26 ოქტომბერს ლუსკუმის თავსაფარი მარმარილოს ქვა მოხსნეს, რომლის ქვეშაც გამოჩნდა საკმაოდ შემოძარცული, ოდესღაც მასიური ქვის ფილის მოზრდილი ფრაგმენტი, ჯვაროსნების დროს ზედ ამოკვეთილი ჯვრებით. მის ქვეშ კი გამოჩნდა ის პირველადი კირქვის ფენა, რომელზეც თვით ჯვარცმული მაცხოვარი ესვენა სამი დღის განმავლობაში. რესტავრატორებმა გამოავლინეს სამარხი აკლდამის გვერდითი კედლების ფრაგმენტიც. ამ აღმოჩენამ გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი მაცხოვრის საფლავის იდენტიფიცირების საკითხზე. გახსნილ საფლავში ნანახმა «მასალამ» კიდევ ერთხელ დაარწმუნა სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები, რომ საეკლესიო ტრადიცია საუკუნეთა განმავლობაში არ ცდებოდა და რომ ჯვარცმული იესო ქრისტეს საფლავი სწორედ აქ, აღდგომის ტაძრის შუაგულში, კუვუკლიის კედლებს შორის იყო და არის მოქცეული.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ფრანგები მეფე შარლ X-ის «დაბრუნებას» მოითხოვენ

გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლისაა?!

«ბინძური დრაკონი» ჩინეთში / ფრთოსანი დინოზავრი გაქვავებული აღმოჩნდა

ქვის ხანის ხელოვნება ბასკეთიდან

ცხავატის ცეცხლიჯვრის საიდუმლო / რას მოგვითხრობენ სალოცავის მიდამოებში აღმოჩენილი ძველებური მონეტები

ვარძიის «ცრემლები» / ძეგლის დაზიანების შემთხვევაში კონკრეტული პასუხისმგებელი უწყება უნდა არსებობდეს

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები / თუშის გზა (რეპორტაჟი II)

ქართველები საზღვარგარეთ / სიმონ ზაზაძე: «მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ, ამის მეტი არაფერი ვიცი»

ძველი მითები ახალ რუსეთში / როგორ შუქდება საქართველოს ისტორიის ეპიზოდები თანამედროვე რუსულ საისტორიო სახელმძღვანელოში

ინტერვიუ. «მხატვარს ზერელედ უყურებენ...» / «კარიკატურისტების კონკურსი, გაჩაღებული ომის დროს, ერაყშიც კი იმართებოდა»

ბოლივარის კონტინენტი / სამხრეთ ამერიკაში კოლონიური იმპერია ესპანელთა მხრიდან ესპანელებისვე ჩაგვრამ დაანგრია

ახალი ანდროპოვი / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

სადაზვერვო თამაშები, დიდი მწერალი - აგენტი უნებლიეთ?! / ვილის ლაცისის ტრაგედია (ნაწილი II)

მსოფლიოში ცნობილი ტაძრები. სანტა მარია დელ ფიორე / ფლორენციის ყვავილი

ილუსტრირებული ისტორია / სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ცხოვრება / გია ბურჯანაძე: «რაც მიყვარდა, იგივე მიყვარს»

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში. გაგრძელება

ოსმალეთის ქართველები. ოსმალეთის ფლოტის ქართველი ოთხგზის სარდალი / თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფის ენციკლოპედია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს