სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გატაცებული 200 000 დოლარი და პარაშუტით გაუჩინარებული დამნაშავე - 45 წლის მანძილზე გაუხსნელი დანაშაული
გატაცებული 200 000 დოლარი და პარაშუტით გაუჩინარებული დამნაშავე - 45 წლის მანძილზე გაუხსნელი დანაშაული

1971 წელს აშშ-ში მომ­ხდარ­მა უნი­კა­ლურ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­მა, მსოფ­ლიო კრი­მი­ნა­ლის­ტურ ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. მას შემ­დეგ თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა სა­უ­კუ­ნემ გან­ვლო, თუმ­ცა ვერც პო­ლი­ცი­ამ და ვერც გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა 200 000 დო­ლა­რის გამ­ტა­ცებ­ლის კვალს დღემ­დე ვერ მი­აკ­ვლია.

1971 წლის 24 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ პორტლენ­დის აე­რო­პორ­ტში მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც ავი­ა­კომ­პა­ნია Northwest Airlines-ის წარ­მო­მად­გე­ნელს დი ბი კუ­პე­რად გა­ეც­ნო, 20 დო­ლა­რად ქა­ლაქ სი­ეტ­ლამ­დე ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნა. იმ დროს აშშ-ში შიდა რე­ი­სებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი არ არ­სე­ბობ­და. მგზავ­რებს არც სა­ბუ­თებს თხოვ­დნენ და არც ბარ­გს უმოწ­მებ­დნენ.

შავ ლა­ბა­და­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, სა­შა­ლო აღ­ნა­გო­ბის კუ­პე­რი Boeing 727-ის ბორტზე ავი­და და ად­გი­ლი თვითმფრი­ნა­ვის კუდ­ში და­ი­კა­ვა. აფ­რე­ნი­დან 8 წთ-ში მან ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელ ფლო­რენს შაფ­ნერს კონ­ვერ­ტი მი­ა­წო­და და მისი წა­კი­თხვა სთხო­ვა - "ქალ­ბა­ტო­ნო, მე ჩან­თა­ში ბომ­ბი მაქვს და მას ავა­მოქ­მე­დებ, თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი. გთხოვთ, ჩემს გვერ­დით დაჯ­დეთ". შე­ში­ნე­ბულ­მა შეფ­ნერ­მა კუ­პე­რის მო­თხოვ­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ას­რუ­ლა.

თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­წა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცეს. სი­ეტ­ლის აე­რო­პორ­ტში, სა­დაც თვითნფრი­ნა­ვი უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, პო­ლი­ცი­ას და გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტებს მო­უ­ყა­რეს თავი. სა­ნამ თვითმფრი­ნა­ვი მიფ­რი­ნავ­და, კუ­პერ­მა მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა. გამ­ტა­ცე­ბელ­მა 200 ათა­სი დო­ლა­რი და 4 პა­რა­შუ­ტი მო­ი­თხო­ვა. სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბით და­ი­მუქ­რა. ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი ორი­ვე მო­თხოვ­ნა ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელ­მა პი­ლო­ტებს წა­უ­ღო. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ შემ­დგომ კუ­პერ­მა ეს ქა­ღალ­დე­ბი უკან მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ჩანს, გამ­ტა­ცე­ბელს არ უნ­დო­და, რომ პო­ლი­ცი­ას მისი ხელ­ნა­წე­რის ნი­მუ­ში ჰქო­ნო­და.

ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში დი ბი კუ­პე­რი პირ­ვე­ლი იყო, ვინც თვითმფრი­ნა­ვი ფი­ნან­სუ­რი გა­მო­სას­ყი­დის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცა.

სი­ეტ­ლში თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის მო­მენ­ტის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი 200 ათა­სი მზად იყო. თან­ხის გა­და­ცე­მამ­დე პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა 20 დო­ლა­რი­ა­ნი ბანკნო­ტის ნო­მე­რი ამო­ი­წე­რა.

დაშ­ვე­ბის შემ­დეგ 36-მა მგზავ­რმა, რო­მელ­მაც გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი და­ტო­ვა. მი­წა­ზე ჩას­ვლის უფ­ლე­ბა კუ­პერ­მა კი­დევ ორ ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელს მის­ცა. ორი­ვე პი­ლო­ტი, ბორტ-ინ­ჟი­ნე­რი და ერთი ბორტ-გამ­ცი­ლე­ბე­ლი კი მძევ­ლად და­ი­ტო­ვა. ოთხი პა­რა­შუ­ტის მო­თხოვ­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცია ეჭ­ვობ­და, რომ ბორტზე დარ­ჩე­ნი­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი კუ­პე­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა შემ­დგომ ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და.

საწ­ვა­ვით გა­წყო­ბის შემ­დეგ, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ისევ აფ­რინ­და და კუ­პერ­მა ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელს პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში შეს­ვლა სთხო­ვა. Boeing 727-ს კუდ­ში სა­კუ­თა­რი ტრა­პი აქვს (ისე­ვე რო­გორც საბ­ჭო­ურ Як-40-ს). ცოტა ხან­ში პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში ამ ტრა­პის გა­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნა­თუ­რა აინ­თო. გამ­ტა­ცე­ბელ­მა ზურ­გზე პა­რა­შუ­ტი მო­ი­კი­და, 200 000 დო­ლა­რით გა­ტე­ნი­ლი ჩან­თა აიღო და ღა­მის წყვდი­ად­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. მას შემ­დეგ ის აგერ უკვე 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის უნა­ხავს.

კუ­პე­რის მო­სა­ძებ­ნად აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. კუ­პერს პო­ლი­ცია, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტე­ბი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია ეძებ­და. ოპე­რა­ცი­ა­ში ათე­უ­ლო­ბით შვე­ულმფრე­ნი და თვითმფრი­ნა­ვი ჩარ­თეს. რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი სკურ­პუ­ლო­ზუ­რი ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, კუ­პერს ვერც ცო­ცხალს და ვერც მკვდარს ვერ მი­აკ­ვლი­ეს. ის უბ­რა­ლოდ გაქ­რა.

1980 წელს, კუ­პე­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 10 წლის თავ­ზე პორტლენ­დი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, მდი­ნა­რე კო­ლუმ­ბია-რი­ვე­რის ნა­პირ­ზე მამა-შვილ­მა, ჰა­როლდ და ბრა­ი­ან ინ­გრე­მებ­მა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი და წყლით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი 20 დო­ლა­რი­ა­ნე­ბის შეკ­ვრა იპო­ვეს. გან­ძის შე­სა­ხებ მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს. სე­რი­უ­ლი ნომ­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს სწო­რედ ის 20 დო­ლა­რი­ა­ნი ბანკნო­ტე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც 10 წლით ადრე პო­ლი­ცი­ამ გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით დი ბი კუ­პერს გა­დას­ცა.

ნა­პოვნმა ფულ­მა (სულ 5 800 დო­ლა­რი) პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­რიგ ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. ბანკნო­ტე­ბი პირ­ვან­დე­ლი ძი­ე­ბის ად­გი­ლი­დან 30 კმ-ის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს. მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ცი­ამ ვე­რა­ფერ ახალს ვერ მი­აკ­ვლია. გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მის შემ­დეგ კუ­პე­რი მდი­ნა­რე­ში და­იხ­რჩო. ნა­პირ­ზე ნა­პოვ­ნი ფული ამას ნა­წი­ლობ­რივ ადას­ტუ­რებ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი ბი კუ­პე­რის ის­ტო­რი­ამ მის­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. მას­ზე წერ­დნენ სტა­ტი­ებს და წიგ­ნებს, იღებ­დნენ დო­კუ­მენ­ტურ და მხატ­ვრულ ფილ­მებს. ამე­რი­კე­ლებს უყ­ვართ ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი. ელე­გან­ტუ­რად ჩაც­მულ­მა გამ­ტა­ცე­ბელ­მა მთე­ლი ამე­რი­კა აა­ლა­პა­რა­კა.

2016 წელს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა დი ბი კუ­პე­რის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ა­ჩე­რა და აქ­ტი­უ­რი თან­რი­გი­დან ამო­ი­ღო. თუმ­ცა თა­ვად საქ­მე არ და­ხუ­რუ­ლა.

ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს იმ­დრო­ინ­დე­ლი 200 ათა­სი 1 170 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გატაცებული 200 000 დოლარი და პარაშუტით გაუჩინარებული დამნაშავე - 45 წლის მანძილზე გაუხსნელი დანაშაული

გატაცებული 200 000 დოლარი და პარაშუტით გაუჩინარებული დამნაშავე - 45 წლის მანძილზე გაუხსნელი დანაშაული

1971 წელს აშშ-ში მომხდარმა უნიკალურმა სისხლის სამართლის დანაშაულმა, მსოფლიო კრიმინალისტურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. მას შემდეგ თითქმის ნახევარმა საუკუნემ განვლო, თუმცა ვერც პოლიციამ და ვერც გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა 200 000 დოლარის გამტაცებლის კვალს დღემდე ვერ მიაკვლია.

1971 წლის 24 დეკემბერს ქალაქ პორტლენდის აეროპორტში მამაკაცმა, რომელიც ავიაკომპანია Northwest Airlines-ის წარმომადგენელს დი ბი კუპერად გაეცნო, 20 დოლარად ქალაქ სიეტლამდე ბილეთი შეიძინა. იმ დროს აშშ-ში შიდა რეისებზე უსაფრთხოების არანაირი ზომები არ არსებობდა. მგზავრებს არც საბუთებს თხოვდნენ და არც ბარგს უმოწმებდნენ.

შავ ლაბადაში გამოწყობილი, საშალო აღნაგობის კუპერი Boeing 727-ის ბორტზე ავიდა და ადგილი თვითმფრინავის კუდში დაიკავა. აფრენიდან 8 წთ-ში მან ბორტ-გამცილებელ ფლორენს შაფნერს კონვერტი მიაწოდა და მისი წაკითხვა სთხოვა - "ქალბატონო, მე ჩანთაში ბომბი მაქვს და მას ავამოქმედებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი. გთხოვთ, ჩემს გვერდით დაჯდეთ". შეშინებულმა შეფნერმა კუპერის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა.

თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაცია მიწაზე დაუყოვნებლივ გადასცეს. სიეტლის აეროპორტში, სადაც თვითნფრინავი უნდა დაშვებულიყო, პოლიციას და გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტებს მოუყარეს თავი. სანამ თვითმფრინავი მიფრინავდა, კუპერმა მოთხოვნები წამოაყენა. გამტაცებელმა 200 ათასი დოლარი და 4 პარაშუტი მოითხოვა. საკუთარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თვითმფრინავის აფეთქებით დაიმუქრა. ქაღალდზე დაწერილი ორივე მოთხოვნა ბორტ-გამცილებელმა პილოტებს წაუღო. საგულისხმოა, რომ შემდგომ კუპერმა ეს ქაღალდები უკან მოითხოვა. როგორც ჩანს, გამტაცებელს არ უნდოდა, რომ პოლიციას მისი ხელნაწერის ნიმუში ჰქონოდა.

ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში დი ბი კუპერი პირველი იყო, ვინც თვითმფრინავი ფინანსური გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა.

სიეტლში თვითმფრინავის დაშვების მომენტისთვის მოთხოვნილი 200 ათასი მზად იყო. თანხის გადაცემამდე პოლიციამ ყველა 20 დოლარიანი ბანკნოტის ნომერი ამოიწერა.

დაშვების შემდეგ 36-მა მგზავრმა, რომელმაც გატაცების შესახებ არაფერი იცოდა, ავიალაინერი დატოვა. მიწაზე ჩასვლის უფლება კუპერმა კიდევ ორ ბორტ-გამცილებელს მისცა. ორივე პილოტი, ბორტ-ინჟინერი და ერთი ბორტ-გამცილებელი კი მძევლად დაიტოვა. ოთხი პარაშუტის მოთხოვნის შემდეგ პოლიცია ეჭვობდა, რომ ბორტზე დარჩენილი ეკიპაჟის წევრები კუპერის თანამზრახველები იყვნენ. თუმცა შემდგომ ეს ვერსია არ დადასტურდა.

საწვავით გაწყობის შემდეგ, ავიალაინერი ისევ აფრინდა და კუპერმა ბორტ-გამცილებელს პილოტების კაბინაში შესვლა სთხოვა. Boeing 727-ს კუდში საკუთარი ტრაპი აქვს (ისევე როგორც საბჭოურ Як-40-ს). ცოტა ხანში პილოტების კაბინაში ამ ტრაპის გაღების მაჩვენებელი ნათურა აინთო. გამტაცებელმა ზურგზე პარაშუტი მოიკიდა, 200 000 დოლარით გატენილი ჩანთა აიღო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. მას შემდეგ ის აგერ უკვე 45 წლის განმავლობაში არავის უნახავს.

კუპერის მოსაძებნად აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამძებრო ოპერაცია ჩატარდა. კუპერს პოლიცია, გამოძიების ფედერალური სამსახურის აგენტები და ეროვნული გვარდია ეძებდა. ოპერაციაში ათეულობით შვეულმფრენი და თვითმფრინავი ჩართეს. რამდენიმე კვირიანი სკურპულოზური ძებნის მიუხედავად, კუპერს ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერ მიაკვლიეს. ის უბრალოდ გაქრა.

1980 წელს, კუპერის გაუჩინარებიდან 10 წლის თავზე პორტლენდიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე კოლუმბია-რივერის ნაპირზე მამა-შვილმა, ჰაროლდ და ბრაიან ინგრემებმა გახუნებული და წყლით დაზიანებული 20 დოლარიანების შეკვრა იპოვეს. განძის შესახებ მათ დაუყოვნებლივ პოლიციას შეატყობინეს. სერიული ნომრების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს სწორედ ის 20 დოლარიანი ბანკნოტები იყო, რომლებიც 10 წლით ადრე პოლიციამ გამოსასყიდის სახით დი ბი კუპერს გადასცა.

ნაპოვნმა ფულმა (სულ 5 800 დოლარი) პოლიციელები მორიგ ჩიხში შეიყვანა. ბანკნოტები პირვანდელი ძიების ადგილიდან 30 კმ-ის მოშორებით იპოვეს. მდინარის სანაპიროზე ორგანიზებული სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, პოლიციამ ვერაფერ ახალს ვერ მიაკვლია. გაჩნდა ვერსია, რომ პარაშუტით გადმოხტომის შემდეგ კუპერი მდინარეში დაიხრჩო. ნაპირზე ნაპოვნი ფული ამას ნაწილობრივ ადასტურებდა.

წლების განმავლობაში დი ბი კუპერის ისტორიამ მისტიური ხასიათი მიიღო. მასზე წერდნენ სტატიებს და წიგნებს, იღებდნენ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. ამერიკელებს უყვართ ასეთი ისტორიები. ელეგანტურად ჩაცმულმა გამტაცებელმა მთელი ამერიკა აალაპარაკა.

2016 წელს გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა დი ბი კუპერის საქმის გამოძიება ოფიციალურად შეაჩერა და აქტიური თანრიგიდან ამოიღო. თუმცა თავად საქმე არ დახურულა.

ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს იმდროინდელი 200 ათასი 1 170 000 დოლარის ექვივალენტია.