პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება
თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

თამ­ბა­ქო­ზე, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­სა და იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი იზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

"პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი გა­იზ­რდე­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თამ­ბა­ქოს ფასი ერთ-ერთი და­ბა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ი­სად­მი სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კა უნდა შე­იც­ვა­ლოს და აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდა ამის გა­მო­ძა­ხი­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე ვგეგ­მავთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის კონ­ტრო­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. აქ­ცი­ზის გა­ნაკ­ვე­თი გა­იზ­რდე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, თუმ­ცა აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ გა­ნაკ­ვე­თებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა. აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის მა­ტე­ბა შე­ე­ხე­ბა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­საც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს, რაც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე - არ­თუ­ლებს დიდ ქა­ლა­ქებ­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ამ­ძი­მებს მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აზ­რით, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელს შე­უ­წყობს ავ­ტო­პარ­კის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნახ­ლე­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

"ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა - ჯერ გა­ნა­ხევ­რდა, ახლა კი 60%-ით მცირ­დე­ბა აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორტზე. ელექტრო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტი კი სა­ერ­თოდ არ იბეგ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში წლი­დან წლამ­დე, შემ­ცი­რე­ბის ნაც­ვლად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა და იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას. აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აზრით, მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას.

"ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ განახევრდა, ახლა კი 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე. ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება. ამასთანავე საქართველოში წლიდან წლამდე, შემცირების ნაცვლად, ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტის მოცულობა იზრდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი