მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა
გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა

გას­რო­ლის ხმა რომ გა­ვი­გე, შე­მე­შინ­და და ძირს დავ­წე­ქი, თავ­ზე აფა­რე­ბუ­ლი მქონ­და ხე­ლე­ბი და ვერ ვხე­დავ­დი რა ხდე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა კუდ-ის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რამ" სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და.

დგე­ბუ­ა­ძემ 2006 წლის 12 იან­ვარს ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უშუ­ა­ლოდ სრო­ლებ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. დგე­ბუ­ა­ძის თქმით, სამ­მარ­თვე­ლო­სა და უშუ­ა­ლოდ მისი მო­ვა­ლე­ო­ბა, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ბლო­კი­რე­ბა და იმ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი იყო, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის თა­ნამ­შრო­მელს უნდა მი­ეყ­ვა­ნა.

"ჩემი სამ­მარ­თვე­ლო უნდა გან­ლა­გე­ბუ­ლი­ყო ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. 21:00 სა­ა­თის­თვის ყვე­ლა და­ნა­ყო­ფი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ ად­გი­ლებ­ში იყ­ვნენ. 21:00 სა­ა­თამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მე და­მი­რე­კა დათა ახა­ლა­ი­ამ და მი­თხრა, რომ სა­ჭი­რო იყო ერთი ადა­მი­ა­ნი ვინც ვი­ზუ­ა­ლურ კონ­ტროლს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და იმ სამი ახალ­გაზ­რდის, რო­დე­საც მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­დოდ­ნენ. რად­გა­ნაც და­ვა­ლე­ბა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ასე­ვე სა­რის­კო იყო, რად­გან არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის სამი ადა­მი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო, ჩემი თავი შევ­თა­ვა­ზე ახა­ლა­ი­ას. გა­დავკვე­თე გზა და და­ვე­ლო­დე ვიდ­რე მან­ქა­ნა მო­ვი­დო­და. ჩემი ამო­ცა­ნა იყო რომ სუმ­ბა­ძეს ტე­რი­ტო­რია უსაფრ­თხოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და შემ­დეგ გა­მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რათა დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი სამი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­დო­და თუ არა ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სპეც­რაზ­მი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ამ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ერთ-ერთს და­უ­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა და სა­უბ­რით სა­მი­ვე შე­ვი­და ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მე თვალს ვა­დევ­ნებ­დი მათ. რამ­დე­ნიმ წუთ­ში კი გა­ვი­გო­ნე ავ­ტო­მა­ტი­დან გას­რო­ლის ხმა, რა­საც წინ არა­ვი­თა­რი ყვი­რი­ლი ან ხმა არ უძღო­და. ინ­სტიქ­ტუ­რად ხე­ლე­ბი თავ­ზე ავი­ფა­რე, შე­მე­შინ­და და დავ­წე­ქი. ასე აღ­ვიქ­ვი რომ სამი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან ის­მო­და სრო­ლა, ის­ნის მხრი­დან, ავ­ტო­სად­გუ­რის მხრი­დან და ასე­ვე სიღ­რმი­დან", - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა.

რო­გორც დგე­ბუ­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სრო­ლა რამ­დე­ნი­მე წუთი გაგ­რძელ­და, მისი შე­წყვე­ტის შემ­დეგ კი ის ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვი­და და ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვა სცა­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ნა­ხა რომ შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლი დათა ახა­ლა­ი­ას ესა­უბ­რე­ბო­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე და იმა­ზე თუ რა­ტომ და რო­გორ მოხ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რო­გორც გია დგე­ბუ­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვიდ­რე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­დე­ბო­და, დათა ახა­ლა­ის მო­ად­გი­ლეს­თან და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილ­თან მოხ­და მისი და­გეგ­მვა, სა­დაც გა­და­წყდა, რომ იმ სამი ახალ­გაზ­რდის და იმ პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა ვი­საც ისი­ნი ავ­ტო­სად­გურ­ში უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ, სპეც­რაზმს უნდა მო­ეხ­დი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს­თან ერ­თად საქ­მე­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დათა ახა­ლა­ი­აა ბრალ­დე­ბუ­ლი. მათ ბრა­ლად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა ედე­ბათ.

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­სა­მარ­თლოს უკვე გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს. კერ­ძოდ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გი­ორ­გი მაზ­მიშ­ვი­ლის, ლე­ვან და მე­გის ქარ­და­ვე­ბის მი­მართ.

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცია 2006 წლის 12 იან­ვარს ჩა­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მა­შინ­დე­ლი ვერ­სი­ით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. საქ­მე­ზე ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა 2012 წლის შემ­დეგ და­ი­წყო, რის შე­დე­გა­დად რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, ასე­ვე ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა

გიორგი დგებუაძე "ნავთლუღის სპეცოპერაციაზე" - ავტომატიდან გასროლის ხმა გავიგონე, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა

გასროლის ხმა რომ გავიგე, შემეშინდა და ძირს დავწექი, თავზე აფარებული მქონდა ხელები და ვერ ვხედავდი რა ხდებოდა, - ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად "მასტერამ" სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

დგებუაძემ 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უშუალოდ სროლებში მას მონაწილეობა არ მიუღია. დგებუაძის თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.

"ჩემი სამმართველო უნდა განლაგებულიყო ნავთლუღის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს. 21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, როდესაც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო, ჩემი თავი შევთავაზე ახალაიას. გადავკვეთე გზა და დაველოდე ვიდრე მანქანა მოვიდოდა. ჩემი ამოცანა იყო რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე თვალს ვადევნებდი მათ. რამდენიმ წუთში კი გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი. ასე აღვიქვი რომ სამი სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა სროლა, ისნის მხრიდან, ავტოსადგურის მხრიდან და ასევე სიღრმიდან", - განაცხადა ბრალდებულმა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სროლა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, მისი შეწყვეტის შემდეგ კი ის ავტოსადგურის ტერიტორიაზე შევიდა და ვითარების გარკვევა სცადა. ბრალდებულის ინფორმაციით, დაინახა რომ შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას ესაუბრებოდა სპეცოპერაციის დეტალებზე და იმაზე თუ რატომ და როგორ მოხდა ახალგაზრდების გარდაცვალება. როგორც გია დგებუაძემ აღნიშნა, ვიდრე სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, დათა ახალაის მოადგილესთან დავით ჩხატარაშვილთან მოხდა მისი დაგეგმვა, სადაც გადაწყდა, რომ იმ სამი ახალგაზრდის და იმ პირების დაკავება ვისაც ისინი ავტოსადგურში უნდა შეხვედროდნენ, სპეცრაზმს უნდა მოეხდინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის, ლევან და მეგის ქარდავების მიმართ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ