პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა
"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა

მა­მუ­კა ღლონტმა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­სულ კვი­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი რა­დიო "მა­ესტროს" ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხუ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში ივ­ლი­ან ვე­ლო­სი­პე­დე­ბით, ან სხვა ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტით, პრე­მი­ის სა­ხით ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მატს სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის 10%-ის ოდე­ნო­ბით.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, წა­ა­ხა­ლი­სონ ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ ეკო­ლო­გი­ურ ტრან­სპორ­ტს. ყვე­ლამ ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთელ მო­მა­ვალ­ზე. გა­და­ვაქ­ცი­ოთ თბი­ლი­სი ვე­ლო­სი­პე­დე­ბით სავ­სე, ნამ­დვილ ევ­რო­პულ ქა­ლა­ქად.

P.S. გთხოვთ გა­ავ­რცე­ლოთ ეს გან­ცხა­დე­ბა, რათა ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა იხი­ლოს ის".

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ბევ­რი და­დე­ბი­თად შეხ­ვდა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­უჩ­დნენ. "ამ­ბე­ბი.გე" გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორს და­უ­კავ­შირ­და:

- ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ერ­თოდ მიყ­ვარს ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტი, მერე იმა­ნაც, რომ ვხე­დავ, რა სა­ში­ნე­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენს ქა­ლაქ­ში, - ამი­ტომ, ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს, პი­რად სა­უბ­რებ­ში ამას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი და ვურ­ჩევ­დი, შემ­დეგ კი უკვე დავ­წე­რე, რომ ჩემი წი­ნა­და­დე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და­მე­დას­ტუ­რე­ბი­ნა. სულ არ მო­ვე­ლო­დი, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ­ხე­ლა რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბო­და. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა აი­ტა­ცა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა აი­ტა­ცონ და წა­ა­ხა­ლი­სონ თა­ვი­ან­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

- თქვენს სამ­სა­ხურ­ში, თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის თუ არი­ან ამის მსურ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხელ­ფა­სით წა­ხა­ლი­სე­ბას ჰპირ­დე­ბით?

- ჩემი ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტით სი­ა­რულ­მა ის გა­მო­იწ­ვია, რომ უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი, თა­ნამ­შრო­მე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ორ­თვლი­ან ტრან­სპორტზე გა­დაჯ­და. არი­ან ვე­ლო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც, შა­ბათ-კვი­რას, დი­ლა­ო­ბით კუს ტბა­ზე დავ­დი­ვართ. თუმ­ცა სამ­სა­ხურ­ში ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტით რომ და­დი­ო­დეს, ასე­თი ილია (ბაჩო) კი­კა­ბი­ძეა, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ტო­თი გა­და­ად­გილ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვებს, მათ ახლა და­ი­წყეს ფიქ­რი ამა­ზე, - ხომ არ გა­დავ­დგათ ასე­თი ნა­ბი­ჯი? თუ გა­და­წყვე­ტენ, კარ­გია, ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტე­ბათ, თუ არა და, რა ვქნა?! ხომ შე­ვე­ცა­დე?

- ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის მზად არ არის, არ არ­სე­ბობს ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი. ასე­თი გან­ცხა­დე­ბი­სას რა გა­რან­ტი­ებს აძ­ლევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი მან­ქა­ნე­ბით გა­დატ­ვირ­თულ ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხოდ იმოძ­რა­ვე­ბენ?

- მეს­მის და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი სკეპ­ტი­კო­სებს, ოღონდ, სხვა­ო­ბა ჩვენს მიდ­გო­მა­ში ის არის, რომ, თუ არ და­ვი­წყეთ და თუ არ მომ­რავ­ლდე­ბა 2-თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტი, მე­რია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შექ­მნას ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი, არას­დროს მი­ი­ღებს.

ის კი არა, მე­რია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც შეგ­ვპირ­და, - ორ­თვლი­ან ტრან­სპორტზე გან­ბა­ჟე­ბის ფასი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა, არ შე­ას­რუ­ლა. ჩემი იდეა სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ - ელექ­ტო­რა­ტის მოყ­ვა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან უნდა, რომ ხმა მივ­ცეთ! ამი­ტომ, რომ და­ი­ნა­ხავს ქა­ლაქ­ში მომ­რავ­ლე­ბულ 2-თვლი­ან ტრან­სპორ­ტს, რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თავს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ხმე­ბი მო­ი­პო­ვოს. თო­რემ მა­გათ ეს თემა ისე აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორც ნარ­მა­ნი­ას ჩემი, ასე ვთქვათ, იდეა.

- თა­ვად უკვე წლე­ბია, ორ­თვლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბით. ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ფონ­ზე არ გი­ჭირთ?

- დიახ, ბევ­რი წე­ლია, ასე­თი ტრან­სპორ­ტით - მო­ტო­თი და ვე­ლო­სი­პე­დით ვმოძ­რა­ობ. ყო­ველ­წლი­უ­რად თბი­ლის­ში მო­ტო­ციკ­ლის­ტე­ბი­სა და ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ამას ვაკ­ვირ­დე­ბი, მო­ნი­ტო­რინგს ვა­წარ­მო­ებ, თუმ­ცა ეს ტემ­პი არ არის საკ­მა­რი­სი. სა­ჭი­როა რა­ღაც ბიძ­გი.

ბევ­რი ვე­ლო­სი­პე­დი რომ გა­მოჩ­ნდე­ბა ქუ­ჩა­ში, ნარ­მა­ნი­ას ვი­ღაც და­უ­რე­კავს და ეტყვის, - დროა, ვე­ლოტ­რა­სე­ბი გა­ა­კე­თო!.. ჰოდა, გა­ა­კე­თებს ნარმ­ნა­ია ტრა­სებს...

უნდა გი­თხრათ, რომ ეს მთლად ჩემი იდე­აც არ არის, ევ­რო­პა­ში ხალ­ხი ასე დიდი ხა­ნია ცხოვ­რობს და მას­ში ორი­გი­ნა­ლუ­რი არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, ჩემი სურ­ვი­ლია, ეს მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყოს... თუ და­ი­წყო, ხომ კარ­გი და თუ არა­და, რა ვუ­ყოთ ახლა?! ხან­და­ხან წვე­თის­გან ღელ­ვა იწყე­ბა, ხან­და­ხან არა, - ვნა­ხოთ.

იმედს ვი­ტო­ვებ და ენ­თუ­ზი­აზ­მით ვარ, - მჯე­რა იმის, რომ თბი­ლის­ში ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა

"ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიაც გააკეთებს ველოტრასებს" - მამუკა ღლონტის საინტერესო ინიციატივა

მამუკა ღლონტმა "ფეისბუქის" პირადი გვერდის საშუალებით გასულ კვირას ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი რადიო "მაესტროს" ის თანამშრომლები, რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით, ან სხვა ორთვლიანი ტრანსპორტით, პრემიის სახით ყოველთვიურად მიიღებენ სახელფასო დანამატს საკუთარი ხელფასის 10%-ის ოდენობით.

მივმართავ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წაახალისონ ის თანამშრომლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. გადავაქციოთ თბილისი ველოსიპედებით სავსე, ნამდვილ ევროპულ ქალაქად.

P.S. გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება, რათა ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იხილოს ის".

ამ ინიციატივას ბევრი დადებითად შეხვდა, მხარდამჭერები გამოუჩდნენ. "ამბები.გე" განცხადების ავტორს დაუკავშირდა:

- ჩემი ინიციატივა იმან განაპირობა, რომ საერთოდ მიყვარს ორთვლიანი ტრანსპორტი, მერე იმანაც, რომ ვხედავ, რა საშინელი ეკოლოგიური მდგომარეობაა ჩვენს ქალაქში, - ამიტომ, ჩემს თანამშრომლებს, პირად საუბრებში ამას სულ ვეუბნებოდი და ვურჩევდი, შემდეგ კი უკვე დავწერე, რომ ჩემი წინადადების სერიოზულობა დამედასტურებინა. სულ არ მოველოდი, თუ საზოგადოებაში ამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა. ბევრმა ადამიანმა აიტაცა, მაგრამ მთავარია, საწარმოების ხელმძღვანელებმა აიტაცონ და წაახალისონ თავიანთი თანამშრომლები.

- თქვენს სამსახურში, თანამშრომლებს შორის თუ არიან ამის მსურველები, რომლებსაც ხელფასით წახალისებას ჰპირდებით?

- ჩემი ამდენი წლის მანძილზე ორთვლიანი ტრანსპორტით სიარულმა ის გამოიწვია, რომ უამრავი მეგობარი, თანამშრომელი ავტომანქანიდან ორთვლიან ტრანსპორტზე გადაჯდა. არიან ველომოყვარულები, რომლებთან ერთადაც, შაბათ-კვირას, დილაობით კუს ტბაზე დავდივართ. თუმცა სამსახურში ორთვლიანი ტრანსპორტით რომ დადიოდეს, ასეთი ილია (ბაჩო) კიკაბიძეა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში მოტოთი გადაადგილდება. რაც შეეხება სხვებს, მათ ახლა დაიწყეს ფიქრი ამაზე, - ხომ არ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი? თუ გადაწყვეტენ, კარგია, ხელფასი მოემატებათ, თუ არა და, რა ვქნა?! ხომ შევეცადე?

- ჩვენი ქალაქი ინფრასტრუქტურით ამ ინიციატივისთვის მზად არ არის, არ არსებობს ველობილიკები. ასეთი განცხადებისას რა გარანტიებს აძლევთ ადამიანებს, რომ ისინი მანქანებით გადატვირთულ ქალაქში უსაფრთხოდ იმოძრავებენ?

- მესმის და აბსოლუტურად ვეთანხმები სკეპტიკოსებს, ოღონდ, სხვაობა ჩვენს მიდგომაში ის არის, რომ, თუ არ დავიწყეთ და თუ არ მომრავლდება 2-თვლიანი ტრანსპორტი, მერია ამ გადაწყვეტილებას, შექმნას ველობილიკები, არასდროს მიიღებს.

ის კი არა, მერია და ხელისუფლება ოთხი წლის განმავლობაში, რასაც შეგვპირდა, - ორთვლიან ტრანსპორტზე განბაჟების ფასი შეემცირებინა, არ შეასრულა. ჩემი იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ - ელექტორატის მოყვარულ ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ხმა მივცეთ! ამიტომ, რომ დაინახავს ქალაქში მომრავლებულ 2-თვლიან ტრანსპორტს, რაღაც ღონისძიებებს მიმართავს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე ხმები მოიპოვოს. თორემ მაგათ ეს თემა ისე აინტერესებთ, როგორც ნარმანიას ჩემი, ასე ვთქვათ, იდეა.

- თავად უკვე წლებია, ორთვლიანი ტრანსპორტით გადაადგილდებით. ეს ჩვენი ქალაქის ფონზე არ გიჭირთ?

- დიახ, ბევრი წელია, ასეთი ტრანსპორტით - მოტოთი და ველოსიპედით ვმოძრაობ. ყოველწლიურად თბილისში მოტოციკლისტებისა და ველოსიპედისტების რაოდენობა იზრდება. ამას ვაკვირდები, მონიტორინგს ვაწარმოებ, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი. საჭიროა რაღაც ბიძგი.

ბევრი ველოსიპედი რომ გამოჩნდება ქუჩაში, ნარმანიას ვიღაც დაურეკავს და ეტყვის, - დროა, ველოტრასები გააკეთო!.. ჰოდა, გააკეთებს ნარმნაია ტრასებს...

უნდა გითხრათ, რომ ეს მთლად ჩემი იდეაც არ არის, ევროპაში ხალხი ასე დიდი ხანია ცხოვრობს და მასში ორიგინალური არაფერია. უბრალოდ, ჩემი სურვილია, ეს მოძრაობა დაიწყოს... თუ დაიწყო, ხომ კარგი და თუ არადა, რა ვუყოთ ახლა?! ხანდახან წვეთისგან ღელვა იწყება, ხანდახან არა, - ვნახოთ.

იმედს ვიტოვებ და ენთუზიაზმით ვარ, - მჯერა იმის, რომ თბილისში ველობილიკები გაჩნდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი