პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოლოსალური პრემიები შსს-ში - რამდენი მილიონი აიღეს ღარიბაშვილის მინისტრობის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა
კოლოსალური პრემიები შსს-ში - რამდენი მილიონი აიღეს ღარიბაშვილის მინისტრობის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" (IDFI) 2013 წელს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც IDFI-ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას 2014 წლის ივ­ნი­სი­დან ითხოვ­დნენ, თუმ­ცა შსს-მ მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ა­წო­დათ, რაც 2016 წლის 19 ნო­ემ­ბერს IDFI-მ და "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ" ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მო­ი­თხო­ვეს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა შსს-ს მიერ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე.

"თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2014 წლის 24 დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ე­კის­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უშე­დე­გოდ გა­ა­სა­ჩივ­რა სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში. ამ­დე­ნად, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ჩა უც­ვლე­ლი. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დგომ, 2016 წლის 13 ივ­ლისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გას­ცა სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცე­ლი, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2014 წლის 24 დე­კემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით IDFI-მ მი­მარ­თა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს. აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა 2016 წლის 25 ივ­ლისს გა­უგ­ზავ­ნა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნი­დან თით­ქმის ოთხი თვის გას­ვლის შემ­დე­გაც უწყე­ბა არ ას­რუ­ლებ­და სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და არ გას­ცემ­და მო­თხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რის შემ­დე­გაც IDFI-მ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. კერ­ძოდ, შსს-მ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის შე­სა­ხებ 2013 წლის იან­ვრი­დან - ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით. თუმ­ცა, უწყე­ბას ამ დრო­ის­თვის არ მო­უ­წო­დე­ბია მო­ნა­ცე­მე­ბი 2013 წლის ნო­ემ­ბრი­სა და დე­კემ­ბრის თვე­ებ­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად IDFI-ის მო­თხოვ­ნი­სა, არ გა­ცე­მუ­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2013 წელს (იან­ვა­რი-ოქ­ტომ­ბე­რი) ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე პრე­მი­ის სა­ხით სულ გა­ცე­მუ­ლია 6 969 892 ლარი, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა 880 736 გა­ი­ცა ოქ­ტომ­ბერ­ში.

"მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2013 წლის ნო­ემ­ბრამ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე სულ გა­ცე­მუ­ლია 2 325 789 ლარი. ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დელ მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში პრე­მია მი­ღე­ბუ­ლი აქვს მხო­ლოდ თე­ბერ­ვალ­ში - 4 335 ლარი. მი­ნის­ტრის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უმე­ტეს­წი­ლად პრე­მია გა­ი­ცე­მო­და ყო­ველ­თვი­უ­რად და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბო­და მათ ყო­ველ­თვი­ურ თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გოს. მა­გა­ლი­თად, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­ზე 2013 წელს 10 თვე­ში გა­ცე­მუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის პრე­მია სა­ი­და­ნაც ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძემ მი­ი­ღო, 113 500 ლარი, ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა - 107 250 ლარი, ლე­ვან იზო­რი­ამ - 92 750 ლარი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა 8 თვე­ში 74 000 ლარი, და­ვით ხუ­ციშ­ვილ­მა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვე­დე­ლი­ძემ 4 თვე­ში - 44 000 ლარი. ერთჯე­რა­დად მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­ზე პრე­მი­ის სა­ხით ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა გა­ცე­მუ­ლია ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე­ზე - ივ­ლი­სის პრე­მია 22 000 ლარი. 2013 წლის მა­ის­ში ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილს პრე­მი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლე­ვან იზო­რი­ას 13 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის 8 დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­ზე გა­ცე­მუ­ლია 377 250 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს 70 000 ლარი. ერთჯე­რა­დად ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებს შო­რის, ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ავ­თან­დილ თა­ბუ­ნი­ძეს - აგ­ვის­ტოს პრე­მია 18 750 ლარი და ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძეს - სექ­ტემ­ბრის პრე­მია 11 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე პრე­მი­ის სა­ხით სულ გა­ცე­მუ­ლია 492 675 ლარი, სა­ი­და­ნაც დე­პა­რატ­მენ­ტის უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლე­ებს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ერ­თად ჯამ­ში 144 675 ლარი, მა­გა­ლი­თად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა და­ვით ცი­ნა­რი­ძემ 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­მი­ის სა­ხით მი­ი­ღო 55 000 ლარი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 2013 წელს (10 თვე) პრე­მი­ის სა­ხით სულ გა­ცე­მუ­ლია 1 174 894 ლარი, სა­ი­და­ნაც 5 დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ 200 500 ლარი. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა კონ­სტან­ტი­ნე მა­ხა­რაშ­ვილს და ვე­ფხია ჩიხ­ლა­ძეს, თი­თო­ე­ულს 49 375 ლარი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე 2013 წელს (10 თვე) სულ გა­ი­ცა 389 170 ლარი პრე­მია, სა­ი­და­ნაც დი­რექ­ტორს და მის ორ მო­ად­გი­ლეს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ 119 800 ლარი. დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა ივ­ლი­სის თვე­ში მი­ი­ღო 21 250 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 2013 წლის ნო­ემ­ბრამ­დე ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა პრე­მი­ის სა­ხით გა­ი­ცა თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში 714 375 ლარი. თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს 2013 წლის მარ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ანუ 8 თვე­ში, პრე­მი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 66 250 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია, რაც სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 8280 ლარს შე­ად­გენს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რი­სად­მი მი­მარ­თვის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს უფ­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მი­ი­ღოს მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გან­კარ­გვის შე­სა­ხებ.

სა­გან­გა­შოა, რომ IDFI-მ 2014 წლის ივ­ნის­ში მო­თხოვ­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ 2016 წლის მი­წუ­რულს შეძ­ლო. IDFI გა­მოთ­ქვამ­და ვა­რა­უდს, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ მო­წო­დე­ბის და პრო­ცე­სის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი ოდე­ნო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რაც და­დას­ტურ­და მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია არას­რუ­ლი/არას­წო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მა­შინ­დელ მო­ად­გი­ლეს ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ 2013 წელს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა შე­ად­გი­ნა 89 828 ლარი. ამა­ვე დროს რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ირ­კვე­ვა მას 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ პრე­მი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 113 500 ლარი.

ასე­ვე, მა­შინ­დელ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში 2013 წელს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს 84 112 ლარი, მა­შინ რო­დე­საც მხო­ლოდ პრე­მი­ის სა­ხით 2013 წლის მარ­ტი-ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს 74 000 ლარი. შე­სა­ბა­მი­სად თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პრე­მი­ას­თან ერ­თად მის მიერ მი­ღე­ბულ ყო­ველ­თვი­ურ სარ­გოს, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ რომ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი თან­ხა არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას.

გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 78 103 ლარს, მა­შინ რო­დე­საც 10 თვე­ში მხო­ლოდ პრე­მი­ის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 70 000 ლარი.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 45 862 ლარს, მა­შინ რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით მას მხო­ლოდ პრე­მი­ის სა­ხით აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი აქვს 66 250 ლარი.

ჩვენს მიერ ზე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დის ზე­და­პი­რუ­ლი გა­და­მოწ­მე­ბით აღ­მო­ჩე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი შსს-ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ 2013 წლის მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის დე­ტა­ლუ­რი გა­და­მოწ­მე­ბით, შევ­ძლებთ სა­ვა­რა­უ­დოთ მეტი შე­უ­სა­ბა­მო­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში 2013 წელს მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მი­თი­თე­ბი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 355-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გან­ზრახ არას­რუ­ლი ან არას­წო­რი მო­ნა­ცე­მის შე­ტა­ნა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯად ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა: "ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით ვა­დით ასო­ცი­დან ორას სა­ა­თამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე".

შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, შე­ის­წავ­ლოს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი და და­ნა­შა­უ­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა", - ნათ­ქვა­მია IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კოლოსალური პრემიები შსს-ში - რამდენი მილიონი აიღეს ღარიბაშვილის მინისტრობის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა

კოლოსალური პრემიები შსს-ში - რამდენი მილიონი აიღეს ღარიბაშვილის მინისტრობის დროს პოლიციის მაღალჩინოსნებმა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც IDFI-ში განმარტავენ, ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდათ, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

"თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. ამდენად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, 2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით IDFI-მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეატყობინა 2016 წლის 25 ივლისს გაუგზავნა. შეტყობინების გაგზავნიდან თითქმის ოთხი თვის გასვლის შემდეგაც უწყება არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას და არ გასცემდა მოთხოვნილ ინფორმაციას, რის შემდეგაც IDFI-მ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

IDFI-ის ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

"მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174 894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს.

სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება მხოლოდ პროკურატურისადმი მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მიიღოს მონაცემები საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ.

საგანგაშოა, რომ IDFI-მ 2014 წლის ივნისში მოთხოვნილი მონაცემების მიღება მხოლოდ 2016 წლის მიწურულს შეძლო. IDFI გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ინფორმაციის არ მოწოდების და პროცესის მიზანმიმართული გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გაცემული პრემიების უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობა უნდა ყოფილიყო, რაც დადასტურდა მიღებული მონაცემებით.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი.

ასევე, მაშინდელ მინისტრის მოადგილეს ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავალში მითითებული აქვს 84 112 ლარი, მაშინ როდესაც მხოლოდ პრემიის სახით 2013 წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში მიღებული აქვს 74 000 ლარი. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას.

გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დეკლარირებული აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით მას მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი.

ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდის ზედაპირული გადამოწმებით აღმოჩენილი შემთხვევები შსს-ის თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის მიღებული შემოსავლების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დეტალური გადამოწმებით, შევძლებთ სავარაუდოთ მეტი შეუსაბამობის აღმოჩენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული უწყების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციებში 2013 წელს მიღებული შემოსავლების მითითებისას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა: "ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე".

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."