პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"
შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"

31 წლის მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძე ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლეა. 4 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო, მის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა: რო­გორც მა­რი­ა­მი ფე­ის­ბუ­ქის ვრცელ პოს­ტში ყვე­ბა, ლექ­ცი­ი­დან გა­მო­სუ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი პან­დუ­სის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის გამო, ეტ­ლი­დან ავ­ტო­მო­ბილ­ში გა­დაჯ­დო­მი­სას ეტ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და ორი­ვე ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო.

მა­რი­ა­მი "ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" (GAU) მა­გის­ტრა­ტუ­რის მე­ო­რე კურ­სზე სწავ­ლობს. გო­გო­ნა მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტში ასე აღ­წერს: "გაუ-ს გვერ­დი­თა შე­სას­ვლელ­ში, სა­დაც არის არას­ტან­დარ­ტუ­ლი პან­დუ­სი, მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ მის­ვლა­ზე, პან­დუ­სამ­დე მი­სას­ვლე­ლი მო­ნაკ­ვე­თი მხვდე­ბო­და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი - მი­მობ­ნე­უ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი, ლენ­ტე­ბით გა­და­კე­ტი­ლი გზა (რა­ზეც ლო­გი­კუ­რად მე­ბა­დე­ბო­და კი­თხვა: თუ ლენ­ტე­ბია გაბ­მუ­ლი, ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გას­ვლა სა­ხი­ფა­თოა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩემი ლექ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბა კა­მი­კა­ძე­ო­ბას უდ­რი­და), უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარე ტე­რი­ტო­რი­ის, შიდა ეზოს არა­სა­თა­ნა­დო გა­ნა­თე­ბა (თუ გა­ნა­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მას). კი მქონ­და გა­გო­ნი­ლი სწავ­ლის ბოლო მწა­რე, რომ იყო, მაგ­რამ არ მე­გო­ნა თუ ასე­თი რის­კი­ა­ნი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო თუ იქ­ნე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე გულ­და­სა­წყვე­ტი და გა­სა­ო­ცა­რია ჩემ­თვის ის ფაქ­ტი, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და არც სხვა, ზემო ეშე­ლო­ნე­ბი­დან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პირი არ და­კავ­ში­რე­ბია და ელე­მენ­ტა­ლუ­რი არ უკი­თხავს თუ რა და­მე­მარ­თა, ვარ თუ არა ცო­ცხა­ლი" - წერს სტუ­დენ­ტი.

რო­გორც მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ე.წ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, არა­ვი­თარ სტან­დარ­ტში არ ჯდე­ბა. "პან­დუ­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად და ნო­მე­რი 41 დად­გე­ნი­ლე­ბით, 6 გრა­დუ­სის დახ­რი­ლო­ბა­ზე მე­ტის არ უნდა იყოს, თუმ­ცა უფრო მეტი დახ­რი­ლო­ბი­თაა და ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლი­სათ­ვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. გარ­და ამი­სა, "გაუ"-ში მე თავს სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლად ვგრძნობ, რად­გა­ნაც მი­წევს არა წინა კა­რი­დან, რომ­ლი­თაც ყვე­ლა სარ­გებ­ლობს, არა­მედ გვერ­დი­თა კა­რი­დან შე­მოს­ვლა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ვე­სა­უბ­რე იმ სა­კი­თხზე, რომ თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, წინა კა­რის ადაპ­ტი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ, რათა მე სხვა სტუ­დენ­ტებ­თან თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში "გაუ"-ს შე­ნო­ბა­ში მოხ­ვედ­რა შემ­ძლე­ბო­და, რა­საც რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია," - გან­მარ­ტავს მა­რი­ა­მი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან აღ­ნიშ­ნულ ფაქტს რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა, მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძე სა­მარ­თლებ­რივ გზას მი­მარ­თავს, - "თუ შემ­დგომ­შიც ჩემ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ დამ­ყარ­და, ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ვა­პი­რებ, შე­სა­ბა­მი­სად მივ­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გარ­კვე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ვი­თხოვ, რაც მა­გა­ლი­თი არა მხო­ლოდ "GAU"-სთვის იქ­ნე­ბა, არა­მედ სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თვი­საც, რათა და­ფიქ­რდნენ, რომ დროა, შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნას," - აღ­ნიშ­ნავს სტუ­დენ­ტი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძის მიერ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გახ­და და გაკ­ვირ­ვე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მას­თან პი­რა­დად არ უსა­უბ­რია:

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ იმ ინ­ცი­დენ­ტის გამო, რაც მა­რი­კოს შე­ემ­თხვა. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი საქ­მის კურ­სში იყო, დე­კა­ნის თხოვ­ნით ჩვენ­მა ლექ­ტორ­მა პი­რა­დად გა­არ­კვია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ცუ­დია, რომ მა­რი­კოს სხვაგ­ვა­რი გან­ცდა დარ­ჩა. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ პი­რა­დად არ ვი­ცო­დი ამ ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბი. ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და "გაუ"-ს ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ, სა­დაც, სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვრცელ­დე­ბა ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად "გაუ"-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ გა­სუფ­თავ­დეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ნარ­ჩე­ნე­ბის­გან და არა­ვის შე­ე­შა­ლოს ხელი გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში. ლენ­ტი კი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლებ­ლის მთელ პე­რი­მეტრზე გაბ­მუ­ლი, არა საფრ­თხის სიგ­ნა­ლია, არა­მედ ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ არ და­ა­ყე­ნონ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა მან­ქა­ნე­ბი და არ გა­და­კე­ტონ შე­ნო­ბის მი­სად­გო­მი," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში და ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ GAU გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე დას­ძენს, "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ ეს სტან­დარ­ტი ვერ ასა­ხავს იმ რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას, რაც ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე თუ სხვა შშმ პი­რებს აქვთ."

სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "პლატ­ფორ­მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ნინო ბა­ი­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც კი, რო­მე­ლიც შშმ პი­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­წო­დე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, - "ასე­თი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, როცა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სრუ­ლად არ ხდე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მთელ სიმ­ძი­მეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­კის­რებთ, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა," - გან­მარ­ტავს ის.

მა­რი­ამ კო­ბა­ხი­ძეს ამ­ჟა­მად წო­ლი­თი რე­ჟი­მი აქვს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ისევ "ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" გეგ­მავს. მას იმე­დი აქვს, რომ მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"

შშმ სტუდენტმა უნივერსიტეტის არასტანდარტული პანდუსის გამო ორივე ფეხი მოიტეხა - "ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა"

31 წლის მარიამ კობახიძე ეტლით მოსარგებლეა. 4 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემა შეექმნა: როგორც მარიამი ფეისბუქის ვრცელ პოსტში ყვება, ლექციიდან გამოსული, არასტანდარტული პანდუსის და მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გამო, ეტლიდან ავტომობილში გადაჯდომისას ეტლიდან გადმოვარდა და ორივე ფეხის მოტეხილობა მიიღო.

მარიამი "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" (GAU) მაგისტრატურის მეორე კურსზე სწავლობს. გოგონა მომხდარ ინციდენტს ფეისბუქის პოსტში ასე აღწერს: "გაუ-ს გვერდითა შესასვლელში, სადაც არის არასტანდარტული პანდუსი, მიმდინარეობს მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში, ყოველ მისვლაზე, პანდუსამდე მისასვლელი მონაკვეთი მხვდებოდა მოუწესრიგებელი - მიმობნეული სამშენებლო მასალები, სამშენებლო ნარჩენები, ლენტებით გადაკეტილი გზა (რაზეც ლოგიკურად მებადებოდა კითხვა: თუ ლენტებია გაბმული, ნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გასვლა სახიფათოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ლექციაზე დასწრება კამიკაძეობას უდრიდა), უნივერსიტეტის გარე ტერიტორიის, შიდა ეზოს არასათანადო განათება (თუ განათება შეიძლება ეწოდოს მას). კი მქონდა გაგონილი სწავლის ბოლო მწარე, რომ იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი რისკიანი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო თუ იქნებოდა განათლების მიღება.

და ბოლოს, ყველაზე გულდასაწყვეტი და გასაოცარია ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის არც ადმინისტრაციიდან და არც სხვა, ზემო ეშელონებიდან პასუხისმგებელი და გადაწყვეტილების მიმღები პირი არ დაკავშირებია და ელემენტალური არ უკითხავს თუ რა დამემართა, ვარ თუ არა ცოცხალი" - წერს სტუდენტი.

როგორც მარიამ კობახიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უნივერსიტეტის ე.წ ადაპტირებული გარემო, არავითარ სტანდარტში არ ჯდება. "პანდუსი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ნომერი 41 დადგენილებით, 6 გრადუსის დახრილობაზე მეტის არ უნდა იყოს, თუმცა უფრო მეტი დახრილობითაა და ეტლით მოსარგებლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, "გაუ"-ში მე თავს სეგრეგირებულად ვგრძნობ, რადგანაც მიწევს არა წინა კარიდან, რომლითაც ყველა სარგებლობს, არამედ გვერდითა კარიდან შემოსვლა. ადმინისტრაციას ვესაუბრე იმ საკითხზე, რომ თუ შესაძლებელი იყო, წინა კარის ადაპტირება მოეხდინათ, რათა მე სხვა სტუდენტებთან თანაბარ მდგომარეობაში "გაუ"-ს შენობაში მოხვედრა შემძლებოდა, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია," - განმარტავს მარიამი.

იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს რეაგირება არ მოჰყვება, მარიამ კობახიძე სამართლებრივ გზას მიმართავს, - "თუ შემდგომშიც ჩემსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია არ დამყარდა, ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი თვალსაზრისით ვაპირებ, შესაბამისად მივმართავ სასამართლოს და კომპენსაციის სახით გარკვეულ ანაზღაურებას მოვითხოვ, რაც მაგალითი არა მხოლოდ "GAU"-სთვის იქნება, არამედ სხვა უნივერსიტეტებისთვისაც, რათა დაფიქრდნენ, რომ დროა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნას," - აღნიშნავს სტუდენტი.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ეკატერინე ტოგონიძის განმარტებით, მარიამ კობახიძის მიერ სხეულის დაზიანების შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ დაზარალებულს ინციდენტის შესახებ მასთან პირადად არ უსაუბრია:

"ძალიან ვწუხვართ იმ ინციდენტის გამო, რაც მარიკოს შეემთხვა. ადამიანების ნაწილი საქმის კურსში იყო, დეკანის თხოვნით ჩვენმა ლექტორმა პირადად გაარკვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცუდია, რომ მარიკოს სხვაგვარი განცდა დარჩა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიცოდი ამ ფაქტის დეტალები. ინციდენტი მოხდა "გაუ"-ს ტერიტორიის გარეთ, სადაც, სამწუხაროდ ვერ ვრცელდება ჩვენი უფლებამოსილება. ამის მიუხედავად "გაუ"-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად აწარმოებენ მიმდინარე მშენებლობის პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკებას, რომ გასუფთავდეს მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან და არავის შეეშალოს ხელი გადაადგილებაში. ლენტი კი, რომელიც სასწავლებლის მთელ პერიმეტრზე გაბმული, არა საფრთხის სიგნალია, არამედ ემსახურება იმას, რომ არ დააყენონ მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმა მანქანები და არ გადაკეტონ შენობის მისადგომი," - აღნიშნულია განცხადებაში და ასევე ხაზგასმულია, რომ GAU განათლების სამინისტროს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. განცხადების ავტორი, ეკატერინე ტოგონიძე დასძენს, "ძალიან ვწუხვარ, თუ ეს სტანდარტი ვერ ასახავს იმ რეალურ საჭიროებას, რაც ეტლით მოსარგებლე თუ სხვა შშმ პირებს აქვთ."

საინიციატივო ჯგუფის "პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" წარმომადგენლის, ნინო ბაიდაურის განმარტებით, ის უნივერსიტეტიც კი, რომელიც შშმ პირებისთვის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომზადებულად მიიჩნევა, აღნიშნული თემისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, - "ასეთი შედეგები შეიძლება დადგეს, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება სრულად არ ხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს სამოქალაქო სექტორს ნამდვილად ვერ დავაკისრებთ, რადგან თავდაპირველად, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის ინტერესები დაცული იქნება," - განმარტავს ის.

მარიამ კობახიძეს ამჟამად წოლითი რეჟიმი აქვს. დაზარალებული სტუდენტი გამოჯანმრთელების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ისევ "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ მომავალში უნივერსიტეტი მის საჭიროებებს გაითვალისწინებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი