მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ
დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე დღეს ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "მას­ტე­რა" და­ი­კი­თხე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დგე­ბუ­ა­ძის ად­ვო­კატ­მა, ირაკ­ლი გრძე­ლი­ძემ გა­ნუ­ხა­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დგე­ბუ­ა­ძე 2006 წლის 12 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რებს და იმ რე­ა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს გა­აც­ნობს სა­სა­მარ­თლოს, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და 3 ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს­თან ერ­თად საქ­მე­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დათა ახა­ლა­ი­აა ბრალ­დე­ბუ­ლი. მათ ბრა­ლად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა ედე­ბათ.

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­სა­მარ­თლოს უკვე გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს. კერ­ძოდ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გი­ორ­გი მაზ­მიშ­ვი­ლის, ლე­ვან და მე­გის ქარ­და­ვე­ბის მი­მართ.

ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცია 2006 წლის 12 იან­ვარს ჩა­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მა­შინ­დე­ლი ვერ­სი­ით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. საქ­მე­ზე ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა 2012 წლის შემ­დეგ და­ი­წყო, რის შე­დე­გა­დად რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, ასე­ვე ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ

დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე "მასტერას" დაკითხავენ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" დაიკითხება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დგებუაძის ადვოკატმა, ირაკლი გრძელიძემ განუხადა. ადვოკატის ინფორმაციით, დგებუაძე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრებს და იმ რეალურ გარემოებებს გააცნობს სასამართლოს, თუ რა ვითარებაში მოხდა 3 ახალგაზრდის გარდაცვალება.

გიორგი დგებუაძესთან ერთად საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიაა ბრალდებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას, გიორგი მაზმიშვილის, ლევან და მეგის ქარდავების მიმართ.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთეს. საქმეზე ახალი გამოძიება 2012 წლის შემდეგ დაიწყო, რის შედეგადად რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე ციხეში პატიმართა წამებისთვის წაუყენეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ