აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სოციალური კამპანიას აწარმოებს, მიმართვას ავრცელებს.
"ჩემგან ესეთი პოსტი მნიშვნელოვანად ჩავთვალე მოკლედ რა!
არსებობენ ადამიანები და შესაბამისად ფეისბუქის იუზერები რომლებმაც გადაწყვიტეს რომ რა საჭიროა მუშაობა, როცა ამდენი კეთილი ადამიანი სარგებლობს ფეისბუქით. სწერენ ყველას, ვისაც შეამჩნევენ რომ სხვის გაჭირვებაზე გული სტკივათ. დღეში ასობით გულის მომკვლელ მესიჯს გზავნიან და შესაბამისად მიხვდებით რომ ამდენი ხალხიდან 10% მაინც გადაწყვეტს რომ დაეხმაროს. ესენი არიან ძირითადად ქალები. ამ ადამიანებს სინამდვილეში არ უჭირთ ასე და უბრალოდ ბოდიში და ტრაკის განძრევა ეზარებათ თავისი ქმრებიანად და მეტი არაფერი. თითქმის ყველაზე მოვაგროვე აი მთელი ინფორმაცია და არიან უსირცხვილო მატყუარები. რამდენიმე ფრენდებშიც მყავს და თუ თავისი ნებით არ აახვევენ აქედან და სხვისი ფულის ჭამას არ შეეშვებიან, კანონი თუ არ არსებობს, ჩემით მოვიგონებ ამ კანონს და თმას ავაცლი თავიდან.
ასჯერ გადაამოწმეთ ვის ეხმარებით, თუნდაც მკითხეთ მე, იმიტომ რომ კოჭლი ძაღლიც აღარ დადის ქალაქში, მე რომ არ ვიცოდე ვინ არის. არ გავგიჟდებოდი ასე, უბრალოდ ერთის მხრივ ზარალდებიან დამხმარე ადამიანები და მეორეს მხრივ ზარალდებიან ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. ბოდიშს ვიხდი ძაან მოვიშალე დღეს და ცოტა ყაყანა პოსტი გამოვიდა.
ყველაფერს გამოვასწორებთ არაუშავს", - წერს სინჯიკაშვილი.