პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ
"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ

ყო­ველ დღე იზ­რდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, ვი­საც "სითი-პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­აჩ­ნია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ითხოვ­დნენ, მე­რი­ას აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ე­წყვი­ტა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. "სითი-პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა ვერც და­ვით ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბის დროს მო­ხერ­ხდა. იმის­თვის, რომ კომ­პა­ნი­ის­გან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­მოს­ყიდ­ვა მოხ­დეს, დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ მათ 25 მი­ლი­ო­ნი ლარი უნდა გა­და­უ­ხა­დოს. "სითი პარკთან" და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ხში­რად ვხვდე­ბით. ამ­ჯე­რად კომ­პა­ნი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი თეა გვა­სა­ლია აკ­რი­ტი­კებს და "ფე­ის­ბუქ­ზე" მწვა­ვე სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"არა­ვის გინ­დათ მი­ვი­დეთ "სითი პარ­კის" ოფის­თან და ქვე­ბით ჩა­ვუმტვრი­ოთ ფან­ჯრე­ბი? თან ღა­მით და ჩუ­მად კი არა, დღი­სით, მზი­სით და კმა­ყო­ფი­ლი გამ­ვლე­ლე­ბის თვალ­წინ!!! ან მი­მას­წა­ვე­ლეთ, სად სხე­დან და მე თვი­თონ მი­ვალ!!! შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სკო­ლა­ში მი­სუ­ლი, სკო­ლის გა­და­სა­ხად­ზე მეტს, მაგ ოხ­რე­ბის ჯა­რი­მებს ვიხ­დი­დე? აა­შე­ნეს სად­მე სად­გო­მი და არ გა­ვა­ჩე­რე???თან, ზუს­ტად იცი­ან სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის დრო და ვირ­თხე­ბი­ვით შე­ე­სე­ვი­ან ხოლ­მე მან­ქა­ნებს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, სად მი­დის ჯა­რი­მე­ბი­დან შე­სუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი. იქ­ნებ ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ხმარ­დე­ბა ან საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე­ებ­ში ხარ­ჯა­ვენ. სად შე­იძ­ლე­ბა მათი შე­მო­სავ­ლე­ბის ნახ­ვა? ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა? იუ­რის­ტე­ბო, მას­წავ­ლეთ რა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა!!!", - წერს გვა­სა­ლია.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­უ­ხა­დოს მე­რი­ამ "სითი პარკს" 25 მი­ლი­ო­ნი - და­ვით ნარ­მა­ნი­ას 5 ვერ­სი­ას სთა­ვა­ზო­ბენ

???
0

გააგდეს სი თი პარკი და ჩვენ რა მოვიგეთ პარკირების გაძვირების გარდა.

"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ

"არავის გინდათ მივიდეთ ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები?" - თეა გვასალია "სითი პარკის" წინააღმდეგ

ყოველ დღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც "სითი-პარკთან" დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია. მოქალაქეები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ითხოვდნენ, მერიას აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა უშედეგოდ. "სითი-პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტა ვერც დავით ნარმანიას მერობის დროს მოხერხდა. იმისთვის, რომ კომპანიისგან ხელშეკრულების გამოსყიდვა მოხდეს, დედაქალაქის მთავრობამ მათ 25 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. "სითი პარკთან" დაკავშირებით უკმაყოფილო პოსტებს სოციალურ ქსელშიც ხშირად ვხვდებით. ამჯერად კომპანიას ჟურნალისტი თეა გვასალია აკრიტიკებს და "ფეისბუქზე" მწვავე სტატუსს აქვეყნებს.

"არავის გინდათ მივიდეთ "სითი პარკის" ოფისთან და ქვებით ჩავუმტვრიოთ ფანჯრები? თან ღამით და ჩუმად კი არა, დღისით, მზისით და კმაყოფილი გამვლელების თვალწინ!!! ან მიმასწაველეთ, სად სხედან და მე თვითონ მივალ!!! შეიძლება ბავშვების გამოსაყვანად სკოლაში მისული, სკოლის გადასახადზე მეტს, მაგ ოხრების ჯარიმებს ვიხდიდე? ააშენეს სადმე სადგომი და არ გავაჩერე???თან, ზუსტად იციან სკოლის დამთავრების დრო და ვირთხებივით შეესევიან ხოლმე მანქანებს. მე მაინტერესებს, სად მიდის ჯარიმებიდან შესული მილიონები. იქნებ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება ან საქველმოქმედო საქმეებში ხარჯავენ. სად შეიძლება მათი შემოსავლების ნახვა? ეს საჯარო ინფორმაციაა? იურისტებო, მასწავლეთ რა, როგორ შეიძლება ამ მონაცემების მოპოვება!!!", - წერს გვასალია.

წაიკითხეთ: როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ