პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია
ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია

რე­ჟი­სორ სტი­ვენ სპილ­ბერ­გის გე­ნი­ა­ლურ ფილმში, "რი­გი­თი რა­ი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად" მოვ­ლე­ნე­ბი ერთი ოჯა­ხის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა - რო­დე­საც ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი შე­ი­ტყობს, რომ ერთი ოჯა­ხი­დან ოთხი­ვე ძმა ბრძო­ლის ველ­ზეა, გა­და­წყვეტს, დე­დას ერთი შვი­ლი მა­ინც ცო­ცხა­ლი და­უბ­რუ­ნოს... რო­დე­საც ამე­რი­კის ჯა­რებ­მა ნორ­მან­დი­ის სა­ნა­პი­რო­ებს შე­უ­ტი­ეს, სამი ძმა ბრძო­ლის ველ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­თხე კი მტრის ზურ­გში მო­ექ­ცეა. სწო­რედ მის გა­მო­სახ­სნე­ლად გა­უშ­ვე­ბენ კა­პი­ტან ჯონ მი­ლერს შვიდ კაც­თან ერ­თად. მას გერ­მა­ნე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეღ­წე­ვა ევა­ლე­ბა, რათა რა­ი­ა­ნე­ბის ერთი შვი­ლი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნოს...

რო­გორც ჩანს, ასე­თი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტე­ბით საბ­ჭო­თა არ­მი­ის მე­თა­უ­რო­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, - II მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კავ­თის­ხე­ვის ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი­დან ოთხი ძმა ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს... ოთხი­ვე მათ­გა­ნი დღემ­დე შინ­მო­უს­ვლე­ლად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ არც ერთი მათ­გა­ნის ბე­დით არც მა­შინ­დე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არც მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბი­დან მო­სუ­ლა ოფი­ცა­ლუ­რი პირი ოჯა­ხის სა­ნუ­გე­შებ­ლად. რაც მთა­ვა­რია, სო­ფელ­ში შინ­მო­უს­ვლელ­თა სტენ­დის დად­გმი­თაც არა­ვის შე­უ­წუ­ხე­ბია თავი... ის, რომ და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე არაფ­რად ფა­სობ­და საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში, ამ სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ის­ტო­რი­ი­და­ნაც კარ­გად ჩანს. ოთხი ძმი­დან შვი­ლე­ბი მხო­ლოდ ორს დარ­ჩა...

ალექ­სან­დრე ხუ­ციშ­ვი­ლი, და­ღუ­პუ­ლი ძმე­ბის ნა­თე­სა­ვი:

- 8 წლის ვი­ყა­ვი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი რომ და­ი­წყო. ძმე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­იწ­ვი­ეს, - სამი და დარ­ჩათ. დე­დამ ვერ ნახა შვი­ლე­ბის უბე­დუ­რე­ბა, მაგ­რამ მა­მის, უბე­დუ­რი სან­დროს სახე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა... მხო­ლოდ ორ მათ­განს დარ­ჩა ცოლ-შვი­ლი. პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი გრი­შა წა­იყ­ვა­ნეს, 21 წლის იყო, სა­ბედ­ნი­ე­როდ ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და... შემ­დეგ სხვე­ბიც მიყ­ვნენ, - მომ­დევ­ნო ჯერ­ზე ნო­ში­კო წა­იყ­ვა­ნეს. მისი წაყ­ვა­ნა ყვე­ლა­ზე მძი­მედ მახ­სოვს, ტრაქ­ტო­რის­ტად მუ­შა­ობ­და კოლ­მე­ურ­ნო­ბა­ში, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო, მან­ქა­ნას ცე­ცხლი წა­ე­კი­და და ლა­მის მთე­ლი სხე­უ­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­და... მა­წონს ის­ვამ­და ჭრი­ლო­ბა­ზე. ერთ დღეს მას­თა­ნაც მო­ვიდ­ნენ სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან. შე­ეხ­ვე­წა თურ­მე, - ცუ­დად ვარ, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი და რო­გორც კი მოვ­რჩე­ბი, ჩე­მით წა­მო­ვა­ლო, - ჩვენ მო­გარ­ჩენ­თო, უთხრეს და ბინ­ტით გა­დახ­ვე­უ­ლი კაცი წა­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­წე­რა, - ტან­კის­ტი ვარო... შემ­დეგ კი, მე­სა­მე ძმა, ბე­სა­რაც წა­იყ­ვა­ნეს. ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო, მამა უბ­რაზ­დე­ბო­და, - მუ­შა­ო­ბა­ში მო­მეხ­მა­რეო და ჩუ­მად სწავ­ლობ­და... ცოტა ხან­ში მო­ი­წე­რა, - ოფი­ცე­რი ვარო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა, დაჭ­რი­ლი ვარ და თბი­ლის­ში ვმკურ­ნა­ლო­ბო... ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლით მა­ინც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, მიტო ხუ­ციშ­ვი­ლი მახ­სენ­დე­ბა, - საყ­ვა­რე­ლი, მხი­ა­რუ­ლი ბიჭი იყო... ერთხელ სკო­ლი­დან მოვ­დი­ო­დი, სოფ­ლის დიდ ქვას­თან შეკ­რე­ბი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი შე­ვამ­ჩნიე, - მი­ტოც მათ შო­რის იყო. გარ­შე­მო ქა­ლე­ბი შე­მოხ­ვე­ოდ­ნენ და ტი­როდ­ნენ. რა მი­სახ­ვედ­რი იყო, ომში მიჰ­ყავ­დათ ბი­ჭე­ბი. ხელ­ში ამიყ­ვა­ნა და მა­კო­ცა, - მე ალ­ბათ ვე­ღარ დავ­ბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ თხილს რომ გპა­რავ­დით, იმ ხეს ნუ მოჭ­რი­თო... ის ხე ახ­ლაც იქ დგას. არც იმ ქვის­თვის და­უ­კა­რე­ბია ხელი ვინ­მეს... ქერჩში ვიბ­რძვი­თო, - იწე­რე­ბოდ­ნე­ნო. რა­ხან "ვიბ­რძვი­თო" წერ­დნენ, ალ­ბათ ყვე­ლა­ნი ერ­თად იყ­ვნენ, ვინ გა­ბე­დავ­და რა­მის კი­თხვას. ბოლო წე­რი­ლიც იქი­დან მო­სუ­ლა... წე­რილ­ში ისეთს ვე­რა­ფერს და­წერ­დნენ, რად­გან ყვე­ლაფ­რი კონ­ტროლ­დე­ბო­და - ჯერ მე­თა­უ­რი კი­თხუ­ლობ­და და მერე იგ­ზავ­ნე­ბო­და.

ჩვენ ძმებ ხუ­ციშ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის უკვე მივ­მარ­თეთ ყი­რიმ­ში მყოფ სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ას. მათი თქმით, უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას, მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე მოგ­ვაწ­ვდი­ან.

აქვე ვაქ­ვეყ­ნებთ უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სიას, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ოჯა­ხის წევ­რებ­სა და შთა­მო­მავ­ლო­ბას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

ბი­ჭი­კო გო­გო­ხია - (ისი­დო­რეს ან თე­ო­დო­რეს ძე. კო­მი­სი­ის წევრთა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ცე­მე­ბი ცუ­დად იკი­თხე­ბა) და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნი. ის სე­ვას­ტო­პოლ­ში ჩა­ვარ­და ტყვედ და მას შემ­დეგ უზგო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა რუ­მი­ნეთ­ში, სა­დაც ის (ყო­ფი­ლი ოტო­პე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და და­ი­ღუ­პა ბუ­ქა­რესტთან ახ­ლოს არ­სე­ბულ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში.

ალექ­სან­დრე გო­გო­ხია, და­ვი­თის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნი­დან. ით­ვლე­ბო­და ქერჩში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად. და­ი­ღუ­პა ტყვე­ო­ბა­ში, რუ­მი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­ქა­რესტთან ახ­ლოს.

ვლა­დი­მერ გო­გო­ხია, კე­ლას ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფა­ხუ­ლა­ნი­დან. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა კურსკო­ის ბრძო­ლე­ბის დროს. გარ­და­იც­ვა­ლა რუ­მი­ნეთ­ში 1942 წლის, 6 მა­ისს.

გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, იო­სე­ბის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 წელს, ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და სე­ვას­ტო­პოლ­თან. ტყვე­ო­ბა­ში და­ი­ღუ­პა რუ­მი­ნეთ­ში.

ნიკო ხა­ტი­აშ­ვი­ლი, ივა­ნეს ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს, ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და სე­ვას­ტო­პოლ­თან. და­ღუ­პუ­ლია რუ­მი­ნეთ­ში.

ვა­სილ ხა­ჩი­ძე, მი­ხე­ი­ლის ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს, ქა­ლაქ ხა­შურ­ში. უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია რუ­მი­ნეთ­ში, ბუ­ქა­რესტთან ახ­ლოს, ტყვე­ო­ბა­ში.

თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა შე­გიძ­ლი­ათ აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე: www.pamyat-naroda.ru

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია

ხუციშვილების 4 შინმოუსვლელი ძმის ამბავი და ათწლეულების შემდეგ ქერჩში ნაპოვნი ქართველების ახალი სია

რეჟისორ სტივენ სპილბერგის გენიალურ ფილმში, "რიგითი რაიანის გადასარჩენად" მოვლენები ერთი ოჯახის გარშემო ვითარდება - როდესაც ამერიკის პრეზიდენტი შეიტყობს, რომ ერთი ოჯახიდან ოთხივე ძმა ბრძოლის ველზეა, გადაწყვეტს, დედას ერთი შვილი მაინც ცოცხალი დაუბრუნოს... როდესაც ამერიკის ჯარებმა ნორმანდიის სანაპიროებს შეუტიეს, სამი ძმა ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეოთხე კი მტრის ზურგში მოექცეა. სწორედ მის გამოსახსნელად გაუშვებენ კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად. მას გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევა ევალება, რათა რაიანების ერთი შვილი მაინც გადაარჩინოს...

როგორც ჩანს, ასეთი ადამიანური მომენტებით საბჭოთა არმიის მეთაურობა არ გამოირჩეოდა, - II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, კასპის რაიონის სოფელ კავთისხევის ხუციშვილების ოჯახიდან ოთხი ძმა ერთმანეთის მიყოლებით წაიყვანეს... ოთხივე მათგანი დღემდე შინმოუსვლელად ითვლება, მაგრამ არც ერთი მათგანის ბედით არც მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულა და არც მაღალი ეშელონებიდან მოსულა ოფიცალური პირი ოჯახის სანუგეშებლად. რაც მთავარია, სოფელში შინმოუსვლელთა სტენდის დადგმითაც არავის შეუწუხებია თავი... ის, რომ დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე არაფრად ფასობდა საბჭოთა არმიაში, ამ სულისშემძვრელი ისტორიიდანაც კარგად ჩანს. ოთხი ძმიდან შვილები მხოლოდ ორს დარჩა...

ალექსანდრე ხუციშვილი, დაღუპული ძმების ნათესავი:

- 8 წლის ვიყავი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. ძმები ერთმანეთის მიყოლებით გაიწვიეს, - სამი და დარჩათ. დედამ ვერ ნახა შვილების უბედურება, მაგრამ მამის, უბედური სანდროს სახე არასდროს დამავიწყდება... მხოლოდ ორ მათგანს დარჩა ცოლ-შვილი. პირველი, ყველაზე უფროსი გრიშა წაიყვანეს, 21 წლის იყო, საბედნიეროდ ცოლ-შვილი ჰყავდა... შემდეგ სხვებიც მიყვნენ, - მომდევნო ჯერზე ნოშიკო წაიყვანეს. მისი წაყვანა ყველაზე მძიმედ მახსოვს, ტრაქტორისტად მუშაობდა კოლმეურნობაში, ტექნიკური გაუმართაობის გამო, მანქანას ცეცხლი წაეკიდა და ლამის მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა... მაწონს ისვამდა ჭრილობაზე. ერთ დღეს მასთანაც მოვიდნენ სამხედრო კომისარიატიდან. შეეხვეწა თურმე, - ცუდად ვარ, ფეხზე ვერ ვდგები და როგორც კი მოვრჩები, ჩემით წამოვალო, - ჩვენ მოგარჩენთო, უთხრეს და ბინტით გადახვეული კაცი წაიყვანეს. მოგვიანებით მოიწერა, - ტანკისტი ვარო... შემდეგ კი, მესამე ძმა, ბესარაც წაიყვანეს. ის ძალიან ნიჭიერი იყო, მამა უბრაზდებოდა, - მუშაობაში მომეხმარეო და ჩუმად სწავლობდა... ცოტა ხანში მოიწერა, - ოფიცერი ვარო.

მოგვიანებით, ოჯახს შეატყობინა, დაჭრილი ვარ და თბილისში ვმკურნალობო... ყველაზე დიდი ტკივილით მაინც ყველაზე პატარა, მიტო ხუციშვილი მახსენდება, - საყვარელი, მხიარული ბიჭი იყო... ერთხელ სკოლიდან მოვდიოდი, სოფლის დიდ ქვასთან შეკრებილი ახალგაზრდები შევამჩნიე, - მიტოც მათ შორის იყო. გარშემო ქალები შემოხვეოდნენ და ტიროდნენ. რა მისახვედრი იყო, ომში მიჰყავდათ ბიჭები. ხელში ამიყვანა და მაკოცა, - მე ალბათ ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ თხილს რომ გპარავდით, იმ ხეს ნუ მოჭრითო... ის ხე ახლაც იქ დგას. არც იმ ქვისთვის დაუკარებია ხელი ვინმეს... ქერჩში ვიბრძვითო, - იწერებოდნენო. რახან "ვიბრძვითო" წერდნენ, ალბათ ყველანი ერთად იყვნენ, ვინ გაბედავდა რამის კითხვას. ბოლო წერილიც იქიდან მოსულა... წერილში ისეთს ვერაფერს დაწერდნენ, რადგან ყველაფრი კონტროლდებოდა - ჯერ მეთაური კითხულობდა და მერე იგზავნებოდა.

ჩვენ ძმებ ხუციშვილებთან დაკავშირებით, ინფორმაციისთვის უკვე მივმართეთ ყირიმში მყოფ სამძებრო კომისიას. მათი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა და ინფორმაციას, მოპოვებისთანავე მოგვაწვდიან.

აქვე ვაქვეყნებთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სპეციალური კომისიის მიერ ნაპოვნი ქართველების სიას, რომელთა შესახებაც ოჯახის წევრებსა და შთამომავლობას ინფორმაცია არ აქვთ.

ბიჭიკო გოგოხია - (ისიდორეს ან თეოდორეს ძე. კომისიის წევრთა ინფორმაციით, მონაცემები ცუდად იკითხება) დაბადებული 1905 წელს, წალენჯიხის რაიონი, სოფელ ფახულანი. ის სევასტოპოლში ჩავარდა ტყვედ და მას შემდეგ უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა რუმინეთში, სადაც ის (ყოფილი ოტოპენის ტერიტორიაზე) ტყვეობაში იმყოფებოდა და დაიღუპა ბუქარესტთან ახლოს არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში.

ალექსანდრე გოგოხია, დავითის ძე - დაბადებული 1902 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან. ითვლებოდა ქერჩში უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაიღუპა ტყვეობაში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტთან ახლოს.

ვლადიმერ გოგოხია, კელას ძე - დაბადებული 1900 წელს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანიდან. ბოლო მონაცემებით, უგზო-უკვლოდ დაიკარგა კურსკოის ბრძოლების დროს. გარდაიცვალა რუმინეთში 1942 წლის, 6 მაისს.

გიორგი ხატიაშვილი, იოსების ძე - დაბადებული 1903 წელს, ქალაქ სიღნაღში. ტყვედ ჩავარდა სევასტოპოლთან. ტყვეობაში დაიღუპა რუმინეთში.

ნიკო ხატიაშვილი, ივანეს ძე - დაბადებული 1909 წელს, ქალაქ სიღნაღში. ტყვედ ჩავარდა სევასტოპოლთან. დაღუპულია რუმინეთში.

ვასილ ხაჩიძე, მიხეილის ძე - დაბადებული 1907 წელს, ქალაქ ხაშურში. უგზო-უკვლოდ დაიკარგა ქერჩის ბრძოლებში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს, ტყვეობაში.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ აღნიშნულ ინტერნეტგვერდზე: www.pamyat-naroda.ru

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?