საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა
"როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ PALITRATV.GE-მ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ასა­ხავს. კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, პი­კის სა­ა­თის დროს მგზავ­რე­ბით "გა­და­ჭე­დი­ლი" ყვი­თე­ლი "მარ­შრუტ­კა". ამ სა­კი­თხზე კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა" სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა "მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი გა­დატ­ვირ­თულ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის­გან". ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ "ყვე­ლა იმ მძღო­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც და­უშ­ვებს მის მიერ მარ­თვად სა­მარ­შუ­ტო ტაქსში ზედ­მე­ტი მგზავ­რის აყ­ვა­ნას, გა­ტარ­დე­ბა მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ".

იხი­ლეთ ვი­დეო: ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა თბი­ლი­სის "მარ­შრუტ­კებ­ში" - კად­რე­ბი კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე...

თუმ­ცა, სი­ტუ­ა­ცია უც­ვლე­ლია. გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, #149 მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა - ყვი­თე­ლი "მარ­შრუტ­კა" ისევ გა­დავ­სე­ბუ­ლია. AMBEBI.GE სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნა­თია მი­ქი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბის გამო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ მოძ­რა­ო­ბის გრა­ფი­კის დაც­ვას. ჩვენ და­ვა­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ყვე­ლა პრობ­ლე­მურ რა­ი­ონ­ში, მაგ­რამ ეს არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ზუს­ტად ამ სა­ცო­ბე­ბის გამო. კომ­პა­ნი­ამ გა­მოს­ცა შიდა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მძღო­ლი ვალ­დე­ბუ­ლია სა­ქა­რე მი­ნა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­დეს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი. თუ მოგ­ვა­წო­დებთ ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის სა­ხელ­მწი­ფო ნო­მერს ან მძღო­ლის ვი­ნა­ო­ბას გვე­ტყვით, კომ­პა­ნია გა­მო­ი­ყე­ნებს სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს და­წე­სე­ბუ­ლი აქვს. და კი­დევ, რას გვირ­ჩევთ, რო­დე­საც ღია კარ­ში, გა­ჩე­რე­ბა­ზე მგზავ­რი ადის გა­ტე­ნილ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, მძღოლ­მა რა ქნას? მძო­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ავუკ­რძა­ლეთ სავ­სე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მგზავ­რის აყ­ვა­ნა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მძღოლს არ რჩე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი, როცა გა­ჩე­რე­ბა­ზე გა­ა­ჩე­რებს, სა­დაც ჩა­დის მო­ქა­ლა­ქე, იქი­დან კი­დევ 15 კაცი რომ ამო­ვა, რა ქნას მძღოლ­მა გა­ა­ჩე­როს და აღარ წა­ვი­დეს?", - გან­გვი­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში - რო­გორ ირ­ღვე­ვა მგზა­რე­ბი­სა და მძღო­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი

"თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­ჭე­დი­ლო­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ა­მა­ტეს. "ქა­ლაქ­ში 2000-მდე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობს. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ვა­მა­ტეთ დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, ასე­ვე, ვარ­კე­თილ­ში, გლ­დან­ში, დიდ დი­ღომ­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში 200-250 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ვა­მა­ტეთ. სა­დღაც ათი და­ვა­მა­ტეთ, ერ­თგან რვა, ერ­თგან ორი და ამან შე­დე­გი მოგ­ვცა, მაგ­რამ დე­და­ქა­ლა­ქის რა­ღაც ნა­წილ­ში ეს არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია, იმი­ტომ, რომ არის სა­ცო­ბი" - გან­მარ­ტა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­ქცი­ებს მძღო­ლე­ბის მი­მართ, და­ვინ­ტე­რეს­დით, გა­ტარ­და თუ არა "მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ" და ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი მძღო­ლი იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი:

"სან­ქცი­ე­ბი და­წე­სე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის მიერ. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის დროს, მძღოლს რამ­დე­ნი­მე ხანი ეკ­რძა­ლე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მარ­თვა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ზე ეს ვადა იზ­რდე­ბა, ხოლო მე­სა­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა მძღოლ­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყდეს. ოღონდ აქ არ უნდა აგ­ვე­რი­ოს ორი შემ­თხვე­ვა. გვქონ­და შემ­თხვე­ვა, როცა მძღო­ლი ეხ­ვე­წე­ბო­და მგზავრს, რომ არ ასუ­ლი­ყო მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, მაგ­რამ მგზავ­რი მა­ინც ავი­და და ეს სხვა მგზავ­რებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს. ამ დროს მძღო­ლი ვერ და­ი­წყებს ჩხუბს, რად­გან ზის სა­ჭეს­თან, გა­და­ყავს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და წყო­ბი­ლე­ბი­დან ვერ გა­მო­ვა. ამი­ტომ რო­დე­საც ჩვენ­მა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მის მი­მართ სან­ქცია არ გა­მო­ი­ყე­ნა.

ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 5-10 მძღო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის სან­ქცი­ე­ბი. ბოლო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ მას შემ­დეგ, რაც გან­ცხა­დე­ბა გა­ვავ­რცე­ლეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 8 მძღო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლა­დი სან­ქცია იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რაც ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფია. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფი 80-თეთ­რი­დან 1 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში, ასე­ვე "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში" გან­მარ­ტა­ვენ, ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა:

"კომ­პა­ნია არ ადას­ტუ­რებს ამ ეტაპ­ზე მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გაძ­ვი­რე­ბას. თუ რამე შე­იც­ვლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებს რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ, მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, რომ შარ­შა­ნაც, შარ­შან წი­ნაც, იმის წი­ნაც, ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, ავ­რცე­ლე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ ბოლო 6 წე­ლია ტა­რი­ფი არ შეგ­ვიც­ვლია, თუ რამე შე­იც­ვა­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

"როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

"როცა მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას?" - რატომ ვერ გვარდება თბილისში გადაჭედილი "მარშრუტკების" პრობლემა

რამდენიმე დღის წინ PALITRATV.GE-მ გაავრცელა ვიდეო, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ მიკროავტობუსში არსებულ სიტუაციას ასახავს. კადრებში კარგად ჩანს, პიკის საათის დროს მგზავრებით "გადაჭედილი" ყვითელი "მარშრუტკა". ამ საკითხზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მიმართა "მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან". ასევე, განცხადებაში განმარტეს, რომ "ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრის აყვანას, გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ".

იხილეთ ვიდეო: ღირსების შემლახავი მდგომარეობა თბილისის "მარშრუტკებში" - კადრები კომენტარის გარეშე...

თუმცა, სიტუაცია უცვლელია. განცხადების გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ, #149 მიკროავტობუსში იგივე მდგომარეობაა - ყვითელი "მარშრუტკა" ისევ გადავსებულია. AMBEBI.GE სიტუაციაში გასარკვევად "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნათია მიქიაშვილს დაუკავშირდა:

"ქალაქში არსებული საცობების გამო მიკროავტობუსები ვერ ახერხებენ მოძრაობის გრაფიკის დაცვას. ჩვენ დავამატეთ რამდენიმე ასეული მიკროავტობუსი ყველა პრობლემურ რაიონში, მაგრამ ეს არაეფექტიანი აღმოჩნდა ზუსტად ამ საცობების გამო. კომპანიამ გამოსცა შიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მძღოლი ვალდებულია საქარე მინაზე განთავსებული ჰქონდეს თავისი სახელი და გვარი. თუ მოგვაწოდებთ ამ მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერს ან მძღოლის ვინაობას გვეტყვით, კომპანია გამოიყენებს სანქციებს, რომელიც მონიტორინგის სამსახურს დაწესებული აქვს. და კიდევ, რას გვირჩევთ, როდესაც ღია კარში, გაჩერებაზე მგზავრი ადის გატენილ მიკროავტობუსში, მძღოლმა რა ქნას? მძოლებს კატეგორიულად ავუკრძალეთ სავსე მიკროავტობუსში მგზავრის აყვანა, მაგრამ ზოგჯერ მძღოლს არ რჩება გამოსავალი, როცა გაჩერებაზე გააჩერებს, სადაც ჩადის მოქალაქე, იქიდან კიდევ 15 კაცი რომ ამოვა, რა ქნას მძღოლმა გააჩეროს და აღარ წავიდეს?", - განგვიცხადა მიქიაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: კატასტროფული ვითარება სატრანსპორტო სფეროში - როგორ ირღვევა მგზარებისა და მძღოლების უფლებები

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, გადაჭედილობის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში რამდენიმე მიკროავტობუსი დაამატეს. "ქალაქში 2000-მდე მიკროავტობუსი მოძრაობს. მიკროავტობუსები დავამატეთ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში. ბოლო პერიოდში 200-250 მიკროავტობუსი დავამატეთ. სადღაც ათი დავამატეთ, ერთგან რვა, ერთგან ორი და ამან შედეგი მოგვცა, მაგრამ დედაქალაქის რაღაც ნაწილში ეს არაეფექტიანია, იმიტომ, რომ არის საცობი" - განმარტავენ კომპანიაში.

რაც შეეხება სანქციებს მძღოლების მიმართ, დავინტერესდით, გატარდა თუ არა "მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ" და ამ პერიოდში რამდენი მძღოლი იქნა გაფრთხილებული:

"სანქციები დაწესებულია კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ. პირველი შემთხვევის დროს, მძღოლს რამდენიმე ხანი ეკრძალება მიკროავტობუსის მართვა. მეორე შემთხვევაზე ეს ვადა იზრდება, ხოლო მესამეზე შეიძლება მძღოლთან კონტრაქტი შეწყდეს. ოღონდ აქ არ უნდა აგვერიოს ორი შემთხვევა. გვქონდა შემთხვევა, როცა მძღოლი ეხვეწებოდა მგზავრს, რომ არ ასულიყო მიკროავტობუსში, მაგრამ მგზავრი მაინც ავიდა და ეს სხვა მგზავრებმაც დაადასტურეს. ამ დროს მძღოლი ვერ დაიწყებს ჩხუბს, რადგან ზის საჭესთან, გადაყავს ამდენი ადამიანი და წყობილებიდან ვერ გამოვა. ამიტომ როდესაც ჩვენმა მონიტორინგის სამსახურმა დაინახა ეს ყველაფერი, მის მიმართ სანქცია არ გამოიყენა.

ყოველდღიურად საშუალოდ 5-10 მძღოლის წინააღმდეგ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სანქციები. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც განცხადება გავავრცელეთ, დაახლოებით 8 მძღოლის წინააღმდეგ პირველადი სანქცია იქნა გამოყენებული", - განაცხადა "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ყვითელ მიკროავტობუსებთან არის დაკავშირებული, მგზავრობის ტარიფია. ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრობის ტარიფი 80-თეთრიდან 1 ლარამდე გაიზრდება. თუმცა, როგორც თბილისის მერიაში, ასევე "თბილისის მიკროავტობუსში" განმარტავენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

"კომპანია არ ადასტურებს ამ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გაძვირებას. თუ რამე შეიცვლება, მოქალაქეებს რამდენიმე კვირით ადრე აუცილებლად შევატყობინებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ შარშანაც, შარშან წინაც, იმის წინაც, ყოველი წლის ბოლოს, მიზანმიმართულად თუ შეუგნებლად, ავრცელებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ბოლო 6 წელია ტარიფი არ შეგვიცვლია, თუ რამე შეიცვალა, აუცილებლად შეგატყობინებთ".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი