პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად
ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად

"ტა­რი­ელ სუ­ა­რი რომ ტა­ლან­ტია და ფე­ნო­მე­ნი, ამა­ზე ეს სა­ღა­მოც მე­ტყვე­ლებს, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო, - იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენს შე­სა­ხებ უფრო მეტს გა­ი­გებს და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა... ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი ბევ­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს 202-ე უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სა­ჯა­რო სკო­ლა-პან­სი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ჯა­ლა­ღო­ნია ტა­რი­ელ სუ­ა­რი­ზე, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი გი­ტა­რის სა­ო­ცა­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. მუ­სი­კოს­მა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში, ცოტა ხნის წინ, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი "ეს­პა­ნუ­რი გი­ტა­რა" გა­მარ­თა...

2016 წლი­დან ტა­რი­ელ სუ­ა­რი უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტია. მიმ­დი­ნა­რე წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში სოლო კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია და­გეგ­მა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ეპო­ქის ეს­პა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, უსი­ნათ­ლო ეს­პა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ხო­ა­კინ როდ­რი­გოს ნა­წარ­მო­ე­ბებს ას­რუ­ლებ­და. კონ­ცერ­ტე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო - გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უსი­ნათ­ლო ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად არის გან­კუთ­ვნი­ლი.

ხა­თუ­ნა ჯა­ლა­ღო­ნია, უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სა­ჯა­რო სკო­ლა-პან­სი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი:

"ჩვე­ნი სკო­ლი­სა და ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა შემ­თხვე­ვით და­ი­წყო, - ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვე­ლი ლონ­და ხა­სა­ი­ამ ჩა­უ­ყა­რა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ერთხე­ლაც, რო­დე­საც ერთ-ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებ­და, სა­დაც ჩვე­ნი სკო­ლის აღ­საზ­რდე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ასე­თი შე­კი­თხვა და­ის­ვა, - ვის მოს­მე­ნას ისურ­ვებ­დნენ ისი­ნი? ერთ-ერ­თმა, ლუკა თავ­თა­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ მათ­თან ტა­რი­ელ სუ­ა­რი მო­ვი­დო­და. 8 წლის მოს­წავ­ლის­გან ასე­თი თხოვ­ნა გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. ქალ­ბა­ტონ­მა ლონ­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ შეხ­ვედ­რა შემ­დგა­რი­ყო. ბა­ტონ ტა­რი­ელს ბავ­შვე­ბი მე­დი­ა­თე­კა­ში შეხ­ვდნენ.

შემ­დეგ ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი ჩვენს სკო­ლას ეს­ტუმ­რა, პა­ტა­რებ­მა კონ­ცერ­ტი გა­უ­მარ­თეს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სკო­ლა­ში უსი­ნათ­ლო და მცი­რედმხედ­ვე­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ. ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სკო­ლა-პან­სი­ო­ნი და რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ ბავ­შვებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მას მერე, რაც ტა­რი­ელ სუ­ა­რი ჩვენს პრობ­ლე­მებს ახ­ლოს გა­ეც­ნო, გა­ერ­კვა იმა­ში, თუ რა სჭირ­დე­ბო­დათ მოს­წავ­ლე­ებს და მათ­ზე ზრუნ­ვა გა­და­წყვი­ტა, ამას­თან, ბავ­შვე­ბის მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზეც, ანუ ვი­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა, მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ და სკო­ლას სა­ჩუქ­რად გი­ტა­რა გა­დას­ცა. იგი დღეს თა­ვად არის ბავ­შვე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ბრა­ი­ლის შრიფ­ტიც ის­წავ­ლა, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­კეთ­და სკო­ლა­ში?

- სა­ძი­ნე­ბე­ლი კუ­თხე, რის გა­მოც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ ფა­რავ­დნენ ვერც მოს­წავ­ლე­ე­ბი და ვერც მშობ­ლე­ბი. 6 წე­ლია ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ და პან­სი­ო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ასე დატ­ვირ­თუ­ლი ჯერ არ ყო­ფი­ლა. ძნე­ლია, როცა ასეთ ბავ­შვებს სკო­ლა-პან­სი­ონ­ში სა­კუ­თა­რი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი სივ­რცე არ აქვთ, ასეთ დროს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცეს­თან ადაპ­ტი­რე­ბა უძ­ნელ­დე­ბათ.

სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ველ და გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი შეგ­ვექ­მნა."

"უსი­ნათ­ლო ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონდში გა­და­რი­ცხუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი არა მხო­ლოდ და­ეხ­მა­რე­ბა, გა­ა­ხა­რებს უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ველ ბავ­შვებს, არა­მედ ხელს შე­უ­წყობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღი­ზარ­დონ ისე­თი დიდი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ და არი­ან რეი ჩარლ­ზი, ან­დრეა ბო­ჩე­ლი, სტივ უან­დე­რი, ხო­ა­კინ როდ­რი­გო," - ამ­ბობს თა­ვად მუ­სი­კო­სი.

"კონ­ცერ­ტზე ბევ­რი კლა­სი­კო­სი ეს­პა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ვას­რუ­ლე რე­ნე­სან­სი­დან და­წყე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვით სა­გი­ტა­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. ამ სა­ღა­მო­თი კი წლე­ვან­დე­ლი ტური დას­რულ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 2017 წელს აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ვცდი­ლობთ, და­ვეხ­მა­როთ უსი­ნათ­ლო პა­ტა­რებს, გა­ვაც­ნოთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მათი პრობ­ლე­მე­ბი, ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ში.

ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას, ის ჩემი ნა­წი­ლია. ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია და კი­დევ, მუ­სი­კა არ არის მხო­ლოდ მხედ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, არის უსი­ნათ­ლო ბავ­შვე­ბის­თვი­საც. ამი­ტო­მაც შე­ვას­რუ­ლე უსი­ნათ­ლო კომ­პო­ზი­ტო­რის როდ­რი­გოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი... ამ პრო­ცეს­ში კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა", - ამ­ბობს ტა­რი­ელ სუ­ა­რი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად

ია ფარულავას ქველმოქმედი ქმარი - ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვების დასახმარებლად

"ტარიელ სუარი რომ ტალანტია და ფენომენი, ამაზე ეს საღამოც მეტყველებს, რომელიც საქველმოქმედო იყო, - იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება ჩვენს შესახებ უფრო მეტს გაიგებს და დაგვეხმარება... ბატონი ტარიელი ბევრი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება", - ამბობს 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი ხათუნა ჯალაღონია ტარიელ სუარიზე, რომელიც კლასიკური გიტარის საოცარი შემსრულებელია. მუსიკოსმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში, ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო კონცერტი "ესპანური გიტარა" გამართა...

2016 წლიდან ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია. მიმდინარე წელს კი საქართველოს ქალაქებში სოლო კონცერტების სერია დაგეგმა, სადაც სხვადასხვა ეპოქის ესპანელი კომპოზიტორის პარალელურად, უსინათლო ესპანელი კომპოზიტორის ხოაკინ როდრიგოს ნაწარმოებებს ასრულებდა. კონცერტები საქველმოქმედო იყო - გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრები უსინათლო ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად არის განკუთვნილი.

ხათუნა ჯალაღონია, უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორი:

"ჩვენი სკოლისა და ბატონი ტარიელის ურთიერთობა შემთხვევით დაიწყო, - ყველაფერს საფუძველი ლონდა ხასაიამ ჩაუყარა, რომელიც ჩვენი ფონდის დამფუძნებელია. ერთხელაც, როდესაც ერთ-ერთ პროექტს ახორციელებდა, სადაც ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ, ასეთი შეკითხვა დაისვა, - ვის მოსმენას ისურვებდნენ ისინი? ერთ-ერთმა, ლუკა თავთავაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათთან ტარიელ სუარი მოვიდოდა. 8 წლის მოსწავლისგან ასეთი თხოვნა გამაოგნებელი იყო. ქალბატონმა ლონდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბატონ ტარიელს ბავშვები მედიათეკაში შეხვდნენ.

შემდეგ ბატონი ტარიელი ჩვენს სკოლას ესტუმრა, პატარებმა კონცერტი გაუმართეს. როგორც მოგეხსენებათ, სკოლაში უსინათლო და მცირედმხედველები სწავლობენ. ეს არის საქართველოში ერთადერთი უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი და რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებსაც ემსახურება.

მას მერე, რაც ტარიელ სუარი ჩვენს პრობლემებს ახლოს გაეცნო, გაერკვა იმაში, თუ რა სჭირდებოდათ მოსწავლეებს და მათზე ზრუნვა გადაწყვიტა, ამასთან, ბავშვების მუსიკალურ განათლებაზეც, ანუ ვისაც აბსოლუტური სმენა, მონაცემები აქვთ და სკოლას საჩუქრად გიტარა გადასცა. იგი დღეს თავად არის ბავშვების სწავლა-განათლების მდგომარეობით დაინტერესებული. ბრაილის შრიფტიც ისწავლა, რომ მუსიკალური განათლება მისცეს.

- კონკრეტულად რა გაკეთდა სკოლაში?

- საძინებელი კუთხე, რის გამოც აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ ვერც მოსწავლეები და ვერც მშობლები. 6 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და პანსიონი მაქსიმალურად ასე დატვირთული ჯერ არ ყოფილა. ძნელია, როცა ასეთ ბავშვებს სკოლა-პანსიონში საკუთარი, იზოლირებული სივრცე არ აქვთ, ასეთ დროს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიმდინარე ყველა პროცესთან ადაპტირება უძნელდებათ.

სწორედ ამიტომ, პირველ და გადაუდებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ ბენეფიციარებისთვის საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის სათანადო პირობები შეგვექმნა."

"უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდში გადარიცხული თითოეული თეთრი არა მხოლოდ დაეხმარება, გაახარებს უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს, არამედ ხელს შეუწყობს, რომ საქართველოშიც აღიზარდონ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ და არიან რეი ჩარლზი, ანდრეა ბოჩელი, სტივ უანდერი, ხოაკინ როდრიგო," - ამბობს თავად მუსიკოსი.

"კონცერტზე ბევრი კლასიკოსი ესპანელი კომპოზიტორის ნამუშევარი შევასრულე რენესანსიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქით დასრულებული. ამ ადამიანებს სერიოზული წვლილი მიუძღვით საგიტარო ხელოვნებაში. ამ საღამოთი კი წლევანდელი ტური დასრულდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. 2017 წელს აუცილებლად გაგრძელდება. ვიმეორებ, ამ ღონისძიებებით ვცდილობთ, დავეხმაროთ უსინათლო პატარებს, გავაცნოთ სრულიად საქართველოს მათი პრობლემები, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ინტეგრირებაში.

ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ის ჩემი ნაწილია. ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია და კიდევ, მუსიკა არ არის მხოლოდ მხედველი ადამიანებისთვის, არის უსინათლო ბავშვებისთვისაც. ამიტომაც შევასრულე უსინათლო კომპოზიტორის როდრიგოს არაჩვეულებრივი ნაწარმოები... ამ პროცესში კარგი იქნება, თუ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება", - ამბობს ტარიელ სუარი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება