მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მნიშვნელოვანი ფაქტები ფიდელ კასტროზე - 600 თავდასხმას გადარჩენილი ლიდერი, რომლის რეპრესიებსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა
მნიშვნელოვანი ფაქტები ფიდელ კასტროზე - 600 თავდასხმას გადარჩენილი ლიდერი, რომლის რეპრესიებსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

2016 წლის 26 ნო­ემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 90 წლის ასაკ­ში კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი და 1959-2011 წლებ­ში ამ ქვეყ­ნის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი - ფი­დელ კას­ტრო გარ­და­იც­ვა­ლა.

კა­ცობ­რი­ო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში ამ ადა­მი­ან­მა დიდი კვა­ლი და­ტო­ვა. კუ­ბის თით­ქმის 70 წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა. დიქ­ტა­ტო­რუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­დელ კას­ტრო კო­მუ­ნის­ტუ­რი და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ეპო­ქის უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი იყო. სი­ცო­ცხლის უნა­რი­ა­ნო­ბით მან არა­ერთ ამე­რი­კელ, საბ­ჭო­თა თუ მსოფ­ლიო ლი­დერს აჯო­ბა. მისი წვე­რი და უც­ვლე­ლი მუქი მწვა­ნე ფე­რის ფრენ­ჩი, ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე ად­გილს ჩერ­ჩი­ლის სი­გა­რი­სა და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ხელ­ჯო­ხის გვერ­დით და­ი­კა­ვებს.

კუბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძუ­ლი - რე­ვო­ლუ­ცი­ის და სი­გა­რე­ბის არო­მა­ტით გაჟ­ღენ­თი­ლი და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ერ­თა­დერ­თი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოა. ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი ცეკ­ვე­ბის, ძვე­ლე­ბუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო სი­გა­რე­ბის შემ­დეგ, კუბა ორ ადა­მი­ან­თან ასო­ცირ­დე­ბა - ერ­ნეს­ტო გე­ვა­რა დე ლა სერ­ნა და ფი­დელ ალე­ჰან­დრო კას­ტრორუსი.

კუ­ბა­ში და­ბა­დე­ბულ­მა ფი­დელ­მა 14 წლის ასაკ­ში, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ფრანკლინ რუზ­ველტს წე­რი­ლი მის­წე­რა. რუზ­ველ­ტის მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვის მი­ლოც­ვას კუ­ბის მო­მა­ვალ­მა ლი­დერ­მა შემ­დე­გი ტექ­სტი და­ურ­თო - "თუ არ შე­წუხ­დე­ბით, იქ­ნებ 10 დო­ლა­რი­ა­ნი ბანკნო­ტი გა­მო­მიგ­ზავ­ნოთ. მე ის არას­დროს მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, რომ მქონ­დეს. თქვე­ნი მე­გო­ბა­რი". პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კას­ტროს წე­რილს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა კონ­ვერ­ტში ბანკნო­ტი არ აღ­მოჩ­ნდა. 2004 წელს ეს წე­რი­ლი ვა­შინგტონ­ში, ეროვ­ნუ­ლი არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი, ფი­დელ კას­ტრო აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში 1952 წლის მარ­ტში ჩა­ერ­თო. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ფულ­ჰენ­სიო ბა­ტის­ტას წი­ნა­აღ­მდეგ ფი­დე­ლი რა­დი­კა­ლუ­რად გა­ნე­წყო. მი­ტინ­გებ­ზე კას­ტრო კუ­ბე­ლებს ტი­რა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

სამ­ხედ­რო ყა­ზარ­მებ­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იე­რი­შის შემ­დეგ და­პა­ტიმ­რე­ბულ კას­ტროს 15 წელი მი­უ­სა­ჯეს. მაგ­რამ ერთი წლის თავ­ზე სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ით გა­მო­უშ­ვეს. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი ფი­დე­ლი მექ­სი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა და იქ თა­ვის ძმას­თან ერ­თად კუ­ბის ბა­ტის­ტას რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გეგ­მა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ერ­ნეს­ტო ჩე გე­ვა­რამ და კას­ტრომ ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ მექ­სი­კა­ში გა­იც­ნეს.

შემ­დეგ იყო "26 ივ­ლი­სის მოძ­რა­ო­ბის" და­არ­სე­ბა, ძვე­ლი გე­მით "გრან­მა­თი" კუ­ბა­ზე დე­სან­ტის გა­დას­ხმის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა, კუ­ბის სი­ე­რა-მა­ესტრას მთი­ან რე­გი­ონ­ში 2 წლი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლი და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლა. თან­და­თან ფი­დე­ლის მხა­რეს ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­წყო გა­დას­ვლა. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა ძა­ლებს იკ­რეფ­და. 1959 წლის 1-ელ იან­ვარს ფი­დელ კას­ტრო თა­ვი­სი არ­მი­ით ჰა­ვა­ნა­ში შე­ვი­და. კუ­ბის და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა.

1961 წელს ფი­დელ­მა კუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა - სო­ცი­ა­ლიზ­მი აირ­ჩია. ამი­ე­რი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძუ­ლის იზო­ლა­ცია და მოს­კო­ვის აქ­ტი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვარ­დის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი და­ი­წყო.

კას­ტრო და მისი პო­ლი­ტი­კა ბევ­რს არ მოს­წონ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­შინგტონს. ფი­დე­ლი ის­ტო­რი­ა­ში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის მცდე­ლო­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ვი­და - 600-ზე მეტი(!). კუ­ბუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ას მო­წამ­ლუ­ლი სა­წე­რი კალ­მე­ბით, შხა­მი­ა­ნი და ფეთ­ქე­ბა­დი სი­გა­რე­ბით, მო­წამ­ლუ­ლი საჭ­მლი­თა და სას­მე­ლე­ბით, შხა­მით გაჟ­ღენ­თი­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მე­ბით, მოს­ყი­დუ­ლი საყ­ვარ­ლე­ბი­თა და ბომ­ბე­ბით ცდი­ლობ­დნენ. მაგ­რამ ფი­დელს ყო­ველ ჯერ­ზე უმარ­თლებ­და. 1971 წელს მის მოკ­ვლას სნა­ი­პე­რე­ბის ხე­ლით შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა თავ­დას­ხმის დღეს ერთ-ერთი სნა­ი­პე­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბრმა ნაწ­ლა­ვის მწვა­ვე შე­ტე­ვით მო­ა­თავ­სეს, მე­ო­რე კი - მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნა.

1962 წლის 3 იან­ვარს კუ­ბა­ზე კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის გამო, რო­მის პაპ­მა იო­ა­ნე XXIII, ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი დეკ­რე­ტის სა­ფუ­ძელ­ზე, ფი­დელ კას­ტრო კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ას ჩა­მო­ა­შო­რა.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ჰქონ­და თუ არა შერ­ჩე­ნი­ლი კას­ტროს ის იდე­ა­ლე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც მან კუ­ბა­ზე რე­ვო­ლუ­ცია მო­ა­წყო. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის რეპ­რე­სი­ებს ასო­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. მის­მა პო­ლი­ტი­კამ ქვე­ყა­ნა მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და კუ­ბის და­ტო­ვე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. "და­მა­და­ნა­შა­უ­ლეთ, მე ეს არ მა­დარ­დებს - ის­ტო­რია მა­ინც გა­მა­მარ­თლებს!", - 1953 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა ფი­დელ კას­ტრომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოს­ვლა, სა­დაც მონ­კა­დის ყა­ზარ­მა­ზე შტურმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ასა­მარ­თლებ­დნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მნიშვნელოვანი ფაქტები ფიდელ კასტროზე - 600 თავდასხმას გადარჩენილი ლიდერი, რომლის რეპრესიებსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

მნიშვნელოვანი ფაქტები ფიდელ კასტროზე - 600 თავდასხმას გადარჩენილი ლიდერი, რომლის რეპრესიებსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა

2016 წლის 26 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 90 წლის ასაკში კუბის რევოლუციის ლიდერი და 1959-2011 წლებში ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი - ფიდელ კასტრო გარდაიცვალა.

კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში ამ ადამიანმა დიდი კვალი დატოვა. კუბის თითქმის 70 წლიანი პერიოდი სწორედ მას უკავშირდება. დიქტატორული მიდრეკილების მიუხედავად, ფიდელ კასტრო კომუნისტური და სოციალისტური ეპოქის უკანასკნელი მოჰიკანი იყო. სიცოცხლის უნარიანობით მან არაერთ ამერიკელ, საბჭოთა თუ მსოფლიო ლიდერს აჯობა. მისი წვერი და უცვლელი მუქი მწვანე ფერის ფრენჩი, ისტორიის ფურცლებზე ადგილს ჩერჩილის სიგარისა და ჩარლი ჩაპლინის ხელჯოხის გვერდით დაიკავებს.

კუბა, თავისუფლების კუნძული - რევოლუციის და სიგარების არომატით გაჟღენთილი დასავლეთ ნახევარსფეროს ერთადერთი სოციალისტური სახელმწიფოა. ლათინო-ამერიკული ცეკვების, ძველებური ავტომობილების, სექსუალური ქალებისა და საუკეთესო სიგარების შემდეგ, კუბა ორ ადამიანთან ასოცირდება - ერნესტო გევარა დე ლა სერნა და ფიდელ ალეჰანდრო კასტრო რუსი.

კუბაში დაბადებულმა ფიდელმა 14 წლის ასაკში, აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს წერილი მისწერა. რუზველტის მეორე ვადით არჩევის მილოცვას კუბის მომავალმა ლიდერმა შემდეგი ტექსტი დაურთო - "თუ არ შეწუხდებით, იქნებ 10 დოლარიანი ბანკნოტი გამომიგზავნოთ. მე ის არასდროს მინახავს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მქონდეს. თქვენი მეგობარი". პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კასტროს წერილს უპასუხა, თუმცა კონვერტში ბანკნოტი არ აღმოჩნდა. 2004 წელს ეს წერილი ვაშინგტონში, ეროვნული არქივში აღმოაჩინეს.

პროფესიით იურისტი, ფიდელ კასტრო აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში 1952 წლის მარტში ჩაერთო. გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ფულჰენსიო ბატისტას წინააღმდეგ ფიდელი რადიკალურად განეწყო. მიტინგებზე კასტრო კუბელებს ტირანიის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხისკენ მოუწოდებდა.

სამხედრო ყაზარმებზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ დაპატიმრებულ კასტროს 15 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ერთი წლის თავზე საყოველთაო ამნისტიით გამოუშვეს. რევოლუციური იდეებით შეპყრობილი ფიდელი მექსიკაში გაემგზავრა და იქ თავის ძმასთან ერთად კუბის ბატისტას რეჟიმისგან გათავისუფლების გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ერნესტო ჩე გევარამ და კასტრომ ერთმანეთი სწორედ მექსიკაში გაიცნეს.

შემდეგ იყო "26 ივლისის მოძრაობის" დაარსება, ძველი გემით "გრანმათი" კუბაზე დესანტის გადასხმის წარუმატებელი მცდელობა, კუბის სიერა-მაესტრას მთიან რეგიონში 2 წლიანი ხეტიალი და გაუთავებელი პარტიზანული ბრძოლა. თანდათან ფიდელის მხარეს ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო გადასვლა. რევოლუციური მოძრაობა ძალებს იკრეფდა. 1959 წლის 1-ელ იანვარს ფიდელ კასტრო თავისი არმიით ჰავანაში შევიდა. კუბის და მსოფლიო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.

1961 წელს ფიდელმა კუბის განვითარების ახალი მიმართულება - სოციალიზმი აირჩია. ამიერიდან თავისუფლების კუნძულის იზოლაცია და მოსკოვის აქტიური დახმარების მიუხედავად, მისი ეკონომიკური ვარდის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.

კასტრო და მისი პოლიტიკა ბევრს არ მოსწონდა. განსაკუთრებით ვაშინგტონს. ფიდელი ისტორიაში მასზე განხორციელებული თავდასხმების მცდელობის რეკორდული რაოდენობით შევიდა - 600-ზე მეტი(!). კუბური რევოლუციის ლიდერის ლიკვიდაციას მოწამლული საწერი კალმებით, შხამიანი და ფეთქებადი სიგარებით, მოწამლული საჭმლითა და სასმელებით, შხამით გაჟღენთილი საცურაო კოსტუმებით, მოსყიდული საყვარლებითა და ბომბებით ცდილობდნენ. მაგრამ ფიდელს ყოველ ჯერზე უმართლებდა. 1971 წელს მის მოკვლას სნაიპერების ხელით შეეცადნენ. თუმცა თავდასხმის დღეს ერთ-ერთი სნაიპერი საავადმყოფოში ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევით მოათავსეს, მეორე კი - მანქანამ გაიტანა.

1962 წლის 3 იანვარს კუბაზე კომუნისტური რევოლუციის ორგანიზების გამო, რომის პაპმა იოანე XXIII, ანტიკომუნისტური დეკრეტის საფუძელზე, ფიდელ კასტრო კათოლიკურ ეკლესიას ჩამოაშორა.

ძნელი სათქმელია, ჰქონდა თუ არა შერჩენილი კასტროს ის იდეალები, რომელთა საფუძველზეც მან კუბაზე რევოლუცია მოაწყო. ათწლეულების განმავლობაში მის რეპრესიებს ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მისმა პოლიტიკამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. მკვეთრად გაიზარდა კუბის დატოვების მსურველთა რაოდენობა. "დამადანაშაულეთ, მე ეს არ მადარდებს - ისტორია მაინც გამამართლებს!", - 1953 წლის 16 ოქტომბერს ამ სიტყვებით დაასრულა ფიდელ კასტრომ სასამართლო პროცესზე გამოსვლა, სადაც მონკადის ყაზარმაზე შტურმში მონაწილეობისთვის ასამართლებდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"