სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."
გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­თხო­ვე­ბამ­დე არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა ჭო­რე­ბის სა­მიზ­ნე, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ო­დია, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ მისი ქმარ­თან გა­შო­რე­ბის ამ­ბავს. ეს ჭორი ჟურ­ნალ­მა "თბი­ლი­სე­ლებ­მა" ნუ­კის­თან გა­და­ა­მოწ­მა, რო­მელ­მაც კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ უამ­ბო გა­მო­ცე­მას. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, აქ ბევ­რად რთუ­ლია სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა... თუმ­ცა, ვცდი­ლობ, შევ­ძვრე სად­მე და ქას­თინ­გებ­ზე ვი­ა­რო. უკვე რამ­დე­ნი­მე გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი იყო "დის­კა­ვე­რის", სა­დაც მკვდა­რი სხე­უ­ლი ვი­ყა­ვი. ეგ­რე­ვე მომ­კლეს (იცი­ნის). ასე­ვე, ჯე­იმს ფრან­კოს­თან და სხვა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­თან მქონ­და გა­და­ღე­ბა. მარ­თა­ლია, უკა­ნა ფლანგზე ვი­დე­ქი და არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი არ მქო­ნია, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი ეს ნა­ბი­ჯი წინსვლაა. ამე­რი­კა­ში ნუ­ლი­დან და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა. ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სო რამე გა­ვა­კე­თო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ, მა­ინც ცხოვ­რე­ბის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა რთუ­ლი არ იყო?

- კი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვაღ­წიე, ეს ხომ შრო­მის შე­დე­გი იყო. ახლა კი­დევ, ბრახ და თა­ვი­დან უნდა და­ი­წყო. თუმ­ცა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მოც­დი­ლე­ბა არ იკარ­გე­ბა, ეს ისევ შე­ნია. მუ­ღა­მი­ა­ნი და აზარ­ტუ­ლი უნდა იყო, რომ თა­ვი­დან აუ­წყო ცხოვ­რე­ბას ფეხი. თა­მა­შებ­ში აზარ­ტუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვარ, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბას დიდი აზარ­ტით ვუდ­გე­ბი. თან, წელს ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბი სტრე­სი მაქვს. წინა წელს ბვეყ­ნი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. სა­ბუ­თებს ვაგ­რო­ვებ­დი, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა რომ მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. ახლა კი­დევ, რო­გორც იქნა, გა­ვა­კე­თე ეს სა­ბუ­თე­ბი და ერთ თვე­ში ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი. ასე მგო­ნია, ცა­რი­ე­ლი ფურ­ცე­ლი მი­დევს წინ და რა­საც მინ­და, იმას დავ­ხა­ტავ. რას დავ­ხა­ტავ კი­დევ, მხო­ლოდ ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ნუკი, ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ შენი და ბე­ნის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა?

- სი­მარ­თლე ის არის, რომ არ დავ­შო­რე­ბულ­ვართ. ეგ არის ჭორი და სი­სუ­ლე­ლე, ოღონდ სა­ი­დან და­ი­წყო, არც ვიცი. ალ­ბათ, ვა­რა­უ­დო­ბენ - ვაი და გა­არ­ტყან, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად, მე­გობ­რე­ბო, არ დავ­შო­რე­ბულ­ვართ და არც ვა­პი­რებთ... ისევ ისეთ ეი­ფო­რი­ა­ში ვართ, რო­გორ­შიც ვი­ყა­ვით ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი. ყო­ველ სა­ღა­მოს ვიკ­რი­ბე­ბით და ვყვე­ბით, რა მოხ­და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­უ­ბარს არ ვაც­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს (იცი­ნის).

- ჭო­რებ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ მაქვს - და­მა­შო­რეს და­მა­შო­რეს, მაგ­რამ ხომ არ დავ­შო­რე­ბი­ვარ?! ჩემ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა სი­მარ­თლე იცი­ან. ბე­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა კი­დევ, კი­თხვა არ იცი­ან ქარ­თუ­ლად და მათ გვერდს უვ­ლის ეს ამ­ბე­ბი (იცი­ნის). ყვე­ლა­ფერ­ზე რე­ა­გი­რე­ბა რომ მო­ვახ­დი­ნო, გავ­გიჟ­დე­ბი კი­დეც.

ეთო ხურ­ცი­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."

გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."

ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. მოდელი და ტელეწამყვანი გათხოვებამდე არაერთხელ ყოფილა ჭორების სამიზნე, თუმცა ბოლო პერიოდია, აქტიურად განიხილავენ მისი ქმართან გაშორების ამბავს. ეს ჭორი ჟურნალმა "თბილისელებმა" ნუკისთან გადაამოწმა, რომელმაც კიდევ ბევრი საინტერესო რამ უამბო გამოცემას. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"საქართველოსთან შედარებით, აქ ბევრად რთულია სამსახურის დაწყება... თუმცა, ვცდილობ, შევძვრე სადმე და ქასთინგებზე ვიარო. უკვე რამდენიმე გადაღებაზე ვიყავი, ერთ-ერთი იყო "დისკავერის", სადაც მკვდარი სხეული ვიყავი. ეგრევე მომკლეს (იცინის). ასევე, ჯეიმს ფრანკოსთან და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მქონდა გადაღება. მართალია, უკანა ფლანგზე ვიდექი და არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ მქონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, თითოეული ეს ნაბიჯი წინსვლაა. ამერიკაში ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ვცდილობ, საინტერესო რამე გავაკეთო.

- საქართველოში პოპულარობის შემდეგ, მაინც ცხოვრების ნულიდან დაწყება რთული არ იყო?

- კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რასაც საქართველოში მივაღწიე, ეს ხომ შრომის შედეგი იყო. ახლა კიდევ, ბრახ და თავიდან უნდა დაიწყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება არ იკარგება, ეს ისევ შენია. მუღამიანი და აზარტული უნდა იყო, რომ თავიდან აუწყო ცხოვრებას ფეხი. თამაშებში აზარტული საერთოდ არ ვარ, მაგრამ ცხოვრებას დიდი აზარტით ვუდგები. თან, წელს ბევრად უფრო ნაკლები სტრესი მაქვს. წინა წელს ბვეყნიდან ვერ გამოვდიოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. საბუთებს ვაგროვებდი, ქვეყნის დატოვებისა და მუშაობის უფლება რომ მომეპოვებინა. ახლა კიდევ, როგორც იქნა, გავაკეთე ეს საბუთები და ერთ თვეში ისევ საქართველოში ვიქნები. ასე მგონია, ცარიელი ფურცელი მიდევს წინ და რასაც მინდა, იმას დავხატავ. რას დავხატავ კიდევ, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

- ნუკი, ბევრს ჭორაობენ შენი და ბენის დაშორების შესახებ. რეალურად რა ხდება?

- სიმართლე ის არის, რომ არ დავშორებულვართ. ეგ არის ჭორი და სისულელე, ოღონდ საიდან დაიწყო, არც ვიცი. ალბათ, ვარაუდობენ - ვაი და გაარტყან, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, არ დავშორებულვართ და არც ვაპირებთ... ისევ ისეთ ეიფორიაში ვართ, როგორშიც ვიყავით ახალდაქორწინებულები. ყოველ საღამოს ვიკრიბებით და ვყვებით, რა მოხდა დღის განმავლობაში. საუბარს არ ვაცდით ხოლმე ერთმანეთს (იცინის).

- ჭორებზე როგორ რეაგირებ?

- საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს - დამაშორეს დამაშორეს, მაგრამ ხომ არ დავშორებივარ?! ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან. ბენის ოჯახის წევრებმა კიდევ, კითხვა არ იციან ქართულად და მათ გვერდს უვლის ეს ამბები (იცინის). ყველაფერზე რეაგირება რომ მოვახდინო, გავგიჟდები კიდეც.

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"