საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"
"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთი ქოლ­გის ქვეშ თავს კარ­გად გრძნობ­დნენ მზღვე­ვე­ლი, ფარ­მა­ცევ­ტი და ჰოს­პი­ტა­ლი? მზღვე­ვე­ლის ოც­ნე­ბაა, ჰყავ­დეს ბევ­რი ჯან­მრთე­ლი და­ზღვე­უ­ლი, მი­ი­ღოს სა­და­ზღვე­ვო პრე­მია და მათ მკურ­ნა­ლო­ბა­ში არა­ფე­რი გა­და­ი­ხა­დოს. ფარ­მა­ცევ­ტი­სა და ჰოს­პიტ­ლის ოც­ნე­ბა კი ბევ­რი ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფია, რათა ბევ­რი წა­მა­ლი გა­ყი­დონ და ბევ­რს მო­ემ­სა­ხუ­რონ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფი" სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ "ფარ­მა­დე­პოს" შე­ძე­ნას გეგ­მავს. ამ გა­რი­გე­ბის შე­დე­გად გა­ერ­თი­ან­დე­ბა "ფარ­მა­დე­პო­სა" და "ჯი­პი­სის" სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბი და შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი კომ­პა­ნია Georgian Pharmacy. ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, კი­დევ ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შის გა­მო­ჩე­ნა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ისე­დაც სუსტ კონ­კუ­რენ­ცი­ას კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს და წამ­ლებ­ზე ფა­სე­ბის გაზ­რდის რის­კებს შექ­მნის. მათი ვა­რა­უ­დით, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის დიდი მო­თა­მა­შე­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ბაზ­რი­დან წვრი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გაქ­რო­ბა მოჰ­ყვე­ბა.

ორი მსხვი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქსე­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ბა­ზარ­ზე ერთი კონ­კუ­რენ­ტით ნაკ­ლებს ნიშ­ნავს. გარ­და ამი­სა, "ფარ­მა­დე­პოს" 120 და "ჯი­პი­სის" 91 აფ­თი­ა­ქის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის ქსე­ლის სი­დი­დით მე­ო­რე მო­თა­მა­შე შე­იქ­მნე­ბა. აფ­თი­ა­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ვე­ლო­ბა კვლავ დარ­ჩე­ბა "ავერსს", რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 232 აფ­თი­ა­ქი აქვს, ხოლო პსპ-ს 183 აფ­თი­ა­ქით მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბა მო­უ­წევს.

რო­გორც პსპ-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, "ფარ­მა­დე­პო" და "ევექ­სი" (რო­მე­ლიც "ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის" სა­კუთ­რე­ბაა) ბოლო წლებ­ში და­უ­ფა­რა­ვად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, რაც იმას ცხად­ყოფს, რომ ბა­ზარ­ზე ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­აა, რის შე­დე­გა­დაც კომ­პა­ნი­ე­ბი კოტ­რდე­ბი­ან და ბან­კის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­დი­ან. თა­ვის მხრივ, "სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფი" ეკუთ­ვნის "ბი­ჯეო ჯგუფს­", რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს", სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკ Galt&Taggart-ს, "სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუფს", სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მ2"-ს, "ჯორ­ჯი­ან უო­ტერ ენდ პა­უ­ერ­სა" და ღვი­ნის კომ­პა­ნი­ას "თე­ლი­ა­ნი ველი". "ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფი" მარ­თავს სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია "ევექსს", სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "იმე­დი L"-ს და ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვი­სა და ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მიმ­წო­დე­ბე­ლია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ჯან­დაც­ვის ჯგუფ­მა" სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ "ჯი­პი­სის" 100%-იანი წილი იყი­და და ახლა "ფარ­მა­დე­პოს" ყი­დუ­ლობს. თუმ­ცა მა­ნამ­დე, ისე­ვე რო­გორც "ჯი­პი­სის" ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ამ გა­რი­გე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ცი­პებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ უნდა შე­ის­წავ­ლოს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს. ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" შეძენას გეგმავს. ამ გარიგების შედეგად გაერთიანდება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელები და შეიქმნება ახალი კომპანია Georgian Pharmacy. ექსპერტების განმარტებით, კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბაზარზე არსებულ ისედაც სუსტ კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს და წამლებზე ფასების გაზრდის რისკებს შექმნის. მათი ვარაუდით, ფარმაცევტული ბაზრის დიდი მოთამაშეების გაძლიერებას ბაზრიდან წვრილი ფარმაცევტული ობიექტების გაქრობა მოჰყვება.

ორი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის გაერთიანება ბაზარზე ერთი კონკურენტით ნაკლებს ნიშნავს. გარდა ამისა, "ფარმადეპოს" 120 და "ჯიპისის" 91 აფთიაქის გაერთიანებით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ქსელის სიდიდით მეორე მოთამაშე შეიქმნება. აფთიაქების რაოდენობით პირველობა კვლავ დარჩება "ავერსს", რომელსაც საქართველოს მასშტაბით 232 აფთიაქი აქვს, ხოლო პსპ-ს 183 აფთიაქით მესამე პოზიციაზე გადანაცვლება მოუწევს.

როგორც პსპ-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, "ფარმადეპო" და "ევექსი" (რომელიც "ჯანდაცვის ჯგუფის" საკუთრებაა) ბოლო წლებში დაუფარავად თანამშრომლობდნენ, რაც იმას ცხადყოფს, რომ ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა, რის შედეგადაც კომპანიები კოტრდებიან და ბანკის მფლობელობაში გადადიან. თავის მხრივ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ეკუთვნის "ბიჯეო ჯგუფს­", რომელიც აერთიანებს "საქართველოს ბანკს", საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს", სამშენებლო კომპანია "მ2"-ს, "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსა" და ღვინის კომპანიას "თელიანი ველი". "ჯანდაცვის ჯგუფი" მართავს სამედიცინო კორპორაცია "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. რამდენიმე თვის წინ "ჯანდაცვის ჯგუფმა" სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" 100%-იანი წილი იყიდა და ახლა "ფარმადეპოს" ყიდულობს. თუმცა მანამდე, ისევე როგორც "ჯიპისის" ყიდვის შემთხვევაში, ამ გარიგების კონკურენციის პრინციპებთან თავსებადობა კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი