თურქეთში ორი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც უცხოურ მედიასაშუალებებში მუშაობენ. "ასოშიეითიდ პრესი" წერს, რომ ერთი-ერთი მათგანი "ბი-ბი-სის" თურქეთის კორესპონდენტი ჰატიჯე ქამერია, რომელიც ქალაქ შირვანში დააკავეს.
"ამერიკის ხმა" კი დამოუკიდებელი რეპორტიორის, ხაჯიჯან ფარქინის ქალაქ დიარბაქირში დაკავების შესახებ იუწყება. ორივე შემთხვევაში ჟურნალისტების დაკავების მიზეზი უცნობია.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.