პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარიგების" ჯგუფმა უკრაინა საკუთარ კანტორად აქცია" - სააკაშვილი კიევის ცენტრში გამართულ აქციაზე
"ბარიგების" ჯგუფმა უკრაინა საკუთარ კანტორად აქცია" - სააკაშვილი კიევის ცენტრში გამართულ აქციაზე

უკ­რა­ი­ნა­ში, დე­და­ქა­ლაქ კი­ე­ვის ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ოდე­სის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ტყვით მი­მარ­თა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ოლი­გარ­ქე­ბის გავ­ლე­ნა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ოლი­გარ­ქე­ბის მხრი­დან მისი სი­ძულ­ვი­ლი შიშს უკავ­შირ­დე­ბა.

"მად­ლო­ბა, რომ ქუ­ჩა­ში გა­მოხ­ვე­დით, აქ­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ორ­კვი­რი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, პრე­ზი­დენ­ტი და პარ­ლა­მენ­ტი ურ­ცხვად იტყუ­ე­ბი­ან, რო­დე­საც ყვე­ლას, ქუ­ჩა­ში გა­მომ­სვლე­ლებს, კრემ­ლის აგენ­ტო­ბას აბ­რა­ლე­ბენ. მი­მო­ი­ხე­დეთ, თქვენ რა, აქ უკ­რა­ი­ნის მტრებს ხე­დავთ?! თქვენ ხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბის­თვი­საც მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ხე­დავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს იცხოვ­რონ უკე­თეს ქვე­ყა­ნა­ში და არ და­ე­მორ­ჩი­ლონ ტყუ­ილს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდით უკ­რა­ი­ნას დი­დე­ბულს, რად­გან ის ამას იმ­სა­ხუ­რებს. შე­ხე­დეთ, მსხვი­ლი "ბა­რი­გე­ბის" ერ­თმა ჯგუფ­მა რო­გორ აქ­ცია უკ­რა­ი­ნა სა­კუ­თარ კან­ტო­რად. უკა­ნას­კნე­ლი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მე­თო­დუ­რად ქურ­დავ­დნენ მთელ ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ კონ­ტროლს უქ­ვემ­დე­ბა­რებ­დნენ ყვე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და ყი­დუ­ლობ­დნენ მთელ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას. ისი­ნი წყვე­ტენ, ვინ გახ­დე­ბა შემ­დე­გი ლი­დე­რი, ვინ მო­ი­შო­რონ და ვინ გა­ა­ნად­გუ­რონ. მათი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბი­სას შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ გავ­ლე­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში მათ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ხელ­ში უჭი­რავთ და ასე აპი­რე­ბენ კი­დეც გაგ­რძე­ლე­ბას, რად­გან მათი ზე­მოქ­მე­დე­ბა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და იმის ნაც­ვლად, რომ ეს პო­ტენ­ცი­ა­ლი ხალ­ხს მოხ­მარ­დეს, მათ გამ­დიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თქვენ არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, თუ ფიქ­რობთ რომ უკ­რა­ი­ნა რო­მე­ლი­ღაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში გა­ი­ჭე­და, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას ვე­ღარ ახერ­ხებს. ეს არის კო­რუფ­ცი­ის, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის, ქა­ო­სის, ხალ­ხის და­ცინ­ვის მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე და ის მარ­თლა არ­სე­ბობს. ეს "ბა­რი­გე­ბის" მცი­რე ჯგუ­ფის სა­პარტნი­ო­რო წრეა, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნის პრი­ვა­ტი­ზე­ბა მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­მენ­ტი­დან მო­ახ­დი­ნეს. აი, რა ჭა­ობ­ში გა­ი­ჭე­და უკ­რა­ი­ნა. დროა, ხალ­ხმა ხმა აი­მაღ­ლოს. თქვას, რომ ქვე­ყა­ნა მათი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ უნდა გან­ვი­თარ­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სწო­რედ ხალ­ხის წი­ნა­შე აგებს პა­სუხს და არა ოლი­გარ­ქე­ბის წი­ნა­შე. დროა ბე­დის ბორ­ბა­ლი უკუღ­მა და­ვატ­რი­ა­ლოთ. ახლა მათ ოჯა­ხებ­ში მივა ცუდი ამ­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ჩვენ, მათ შო­რის მეც, მო­ვალთ პო­ლი­ტი­კა­ში. არ მიკ­ვირს, რომ მათ ვძულ­ვარ და ჩემი ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის გეგ­მებს სა­ხა­ვენ. მათი სი­ძულ­ვი­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ში­შია, რომ ჩემს მოს­ყიდ­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ", -გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. მან უნ­დობ­ლო­ბა ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­საც გა­მო­უ­ცხა­და.

"უკა­ნას­კნე­ლი ზამ­თა­რი ამ რა­დას", - ეს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მთა­ვა­რი ლო­ზუნ­გია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ბარიგების" ჯგუფმა უკრაინა საკუთარ კანტორად აქცია" - სააკაშვილი კიევის ცენტრში გამართულ აქციაზე

"ბარიგების" ჯგუფმა უკრაინა საკუთარ კანტორად აქცია" - სააკაშვილი კიევის ცენტრში გამართულ აქციაზე

უკრაინაში, დედაქალაქ კიევის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეებს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა. სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ოლიგარქების გავლენაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ოლიგარქების მხრიდან მისი სიძულვილი შიშს უკავშირდება.

"მადლობა, რომ ქუჩაში გამოხვედით, აქციის დისკრედიტაციის ორკვირიანი მცდელობის მიუხედავად. ხელისუფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი და პარლამენტი ურცხვად იტყუებიან, როდესაც ყველას, ქუჩაში გამომსვლელებს, კრემლის აგენტობას აბრალებენ. მიმოიხედეთ, თქვენ რა, აქ უკრაინის მტრებს ხედავთ?! თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებისთვისაც მიმართულების შეცვლა შეუძლებელია. ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და არ დაემორჩილონ ტყუილს. ჩვენ აუცილებლად გავხდით უკრაინას დიდებულს, რადგან ის ამას იმსახურებს. შეხედეთ, მსხვილი "ბარიგების" ერთმა ჯგუფმა როგორ აქცია უკრაინა საკუთარ კანტორად. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ისინი მეთოდურად ქურდავდნენ მთელ ქვეყანას, საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ყველა ტელეკომპანიას და ყიდულობდნენ მთელ პოლიტიკურ ელიტას. ისინი წყვეტენ, ვინ გახდება შემდეგი ლიდერი, ვინ მოიშორონ და ვინ გაანადგურონ. მათი მთავარი პრინციპია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისას შეინარჩუნონ გავლენა ხელისუფლებაზე.

საბოლოო ჯამში მათ ჩვენი ქვეყანა ხელში უჭირავთ და ასე აპირებენ კიდეც გაგრძელებას, რადგან მათი ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას და იმის ნაცვლად, რომ ეს პოტენციალი ხალხს მოხმარდეს, მათ გამდიდრებას ემსახურება. თქვენ არ გეჩვენებათ, თუ ფიქრობთ რომ უკრაინა რომელიღაც მოჯადოებულ წრეში გაიჭედა, საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. ეს არის კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, ხალხის დაცინვის მოჯადოებული წრე და ის მართლა არსებობს. ეს "ბარიგების" მცირე ჯგუფის საპარტნიორო წრეა, რომლებმაც უკრაინის პრივატიზება მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან მოახდინეს. აი, რა ჭაობში გაიჭედა უკრაინა. დროა, ხალხმა ხმა აიმაღლოს. თქვას, რომ ქვეყანა მათი შეხედულებისამებრ უნდა განვითარდეს, ხელისუფლება კი სწორედ ხალხის წინაშე აგებს პასუხს და არა ოლიგარქების წინაშე. დროა ბედის ბორბალი უკუღმა დავატრიალოთ. ახლა მათ ოჯახებში მივა ცუდი ამბები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ, მათ შორის მეც, მოვალთ პოლიტიკაში. არ მიკვირს, რომ მათ ვძულვარ და ჩემი ქვეყნიდან გაძევების გეგმებს სახავენ. მათი სიძულვილის მთავარი მიზეზი შიშია, რომ ჩემს მოსყიდვას ვერ ახერხებენ", -განაცხადა სააკაშვილმა. მან უნდობლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც გამოუცხადა.

"უკანასკნელი ზამთარი ამ რადას", - ეს მიმდინარე აქციის მთავარი ლოზუნგია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."