პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში
"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში

110 ხმით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა", ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა, სა­დაც პრე­მი­ე­რო­ბის და მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს უს­მენ­დნენ 26 ნო­ემ­ბერს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბო­ლოს, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი დას­კვნი­თი სი­ტყვით წარ­სდგა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე:

"ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ამ ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი, ენერ­გო­ტე­ვა­დი რამ­დე­ნი­მე დღის­თვის. მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ სხვამ არ თქვას და შემ­დეგ დი­თირ­ამ­ბებ­ში არ ჩა­ით­ვა­ლოს. არ მიყ­ვარს პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, გავ­დი­ვარ ხოლ­მე სუფ­რი­დან, როცა ასე­თი რამ ხდე­ბა. არა­სო­დეს, თათ­ბი­რის დროს არ ვჯდე­ბი მა­გი­დის თავ­ში, ყო­ველ­თვის შუ­ა­ში ვზი­ვარ და არა­სო­დეს, არც ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც მი­მუ­შა­ვია, არ მი­მარ­თავს შიდა და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ინ­ტრი­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ჩვენ სრუ­ლი­ად ახა­ლი სტი­ლით ვუ­პა­სუ­ხოთ იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს და ამი­ტომ ვახ­სე­ნებ ამას.

რა­ტომ ვახ­სე­ნებ ამას ზუს­ტად დღეს და რა­ტომ გე­სა­უბ­რე­ბით თქვენ, ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, ამა­საც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს. იმას, რომ თქვენ გუ­შინ გა­მო­ი­ყე­ნეთ სი­ტყვე­ბი - პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბა, თუ სხვა, მე მინ­და, ერთი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სი­ტყვა ვუ­წო­დო, ეს არის - ქედ­მაღ­ლო­ბა. ამი­ტომ არ აგირ­ჩი­ათ თქვენ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დღეს არის უმ­ცი­რე­სო­ბა­ში. ამას სჭირ­დე­ბა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. სწო­რედ ამას და­უ­ჭი­რა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მხა­რი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც შეს­წევს უნა­რი, ისა­უბ­როს სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე და მე დღეს ამის მა­გა­ლი­თი მო­გე­ცით, რო­მელ­საც შეს­წევს უნა­რი ისა­უბ­როს ოპო­ნენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე - ამის მა­გა­ლი­თიც მო­გე­ცით მე თქვენ. ვერც ერთი სა­პა­სუ­ხო მა­გა­ლი­თი, სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ მო­ვის­მი­ნე თქვე­ნი მხრი­დან. ასე რომ, იმ ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ძრა­ვი ჩარ­თუ­ლია და ამას ვე­რა­ფე­რი გა­ა­ჩე­რებს. ამ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­საც ეს რე­ა­ლო­ბა გვკარ­ნა­ხობს, პა­სუ­ხობს ის ძალა, რო­მე­ლიც დღეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მოგ­წონთ ეს თუ არა.

ჩვენს ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბე­ბი, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი. იმე­დი ამოძ­რა­ვებს სწო­რედ ეკო­ნო­მი­კა­საც და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ ზედ­მე­ტად ნე­გა­ტი­უ­რად არ დავ­ხა­ტოთ ის რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის, რათა მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ქულა და­ვი­წე­როთ. ამი­ტომ, მინ­და, მივ­მარ­თო ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებს: დღეს ჩვენ გვეძ­ლე­ვა ის­ტო­რი­უ­ლი შან­სი, ჩავ­დგეთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­გებ­ში, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა­ში ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­ა­კე­თეს და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო წინ წა­წი­ეს. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი გვერ­დზე გა­დავ­დოთ და გან­ვე­წყოთ ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლის­თვის. ბრძო­ლა­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რა თქმა უნდა, შრო­მას ვგუ­ლის­ხმობ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ნა­ი­დან, ყვე­ლა ჩვენ­განს, ვინც ეს უდი­დე­სი ტვირ­თი იტ­ვირ­თა სა­კუ­თარ თავ­ზე, სრუ­ლად უნდა ეს­მო­დეს და აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს, რომ უკან მო­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა არ არის. სხვა არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია, იმი­ტომ, რომ ჩვენს უკან ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაა და ჩვენს უკან ყვე­ლა გზა ჩა­ხერ­გი­ლია. დიდი მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ყვე­ლას ერ­თად და მთელს ჩვენს ქვე­ყა­ნას!" - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის დას­კვნი­თი სი­ტყვა პრე­მი­ე­რის ფე­იქ­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში

"მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე..." - რაზე ისაუბრა დასკვნით სიტყვაში პრემიერმა პარლამენტში

110 ხმით საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის სხდომა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ 26 ნოემბერს რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ბოლოს, გიორგი კვირიკაშვილი დასკვნითი სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე:

"ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და შემდეგ დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. არასოდეს, თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთი ორგანიზაცია, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს შიდა დაპირისპირებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ ამას.

რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. იმას, რომ თქვენ გუშინ გამოიყენეთ სიტყვები - პოლიტიკური უტიფრობა, თუ სხვა, მე მინდა, ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის - ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის უმცირესობაში. ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. სწორედ ამას დაუჭირა ქართველმა ხალხმა მხარი, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ისაუბროს საკუთარ შეცდომებზე და მე დღეს ამის მაგალითი მოგეცით, რომელსაც შესწევს უნარი ისაუბროს ოპონენტების წარმატებაზე - ამის მაგალითიც მოგეცით მე თქვენ. ვერც ერთი საპასუხო მაგალითი, სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან. ასე რომ, იმ ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში, იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, მოგწონთ ეს თუ არა.

ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება წარმატებები, გამარჯვებები, ხვალინდელი დღის იმედი. იმედი ამოძრავებს სწორედ ეკონომიკასაც და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზედმეტად ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, რომელიც არის, რათა მეტი პოლიტიკური ქულა დავიწეროთ. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენი გუნდის წევრებს: დღეს ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, ჩავდგეთ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო წინ წაწიეს. მოგიწოდებთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ ძალიან დიდი ბრძოლისთვის. ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, შრომას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინაიდან, ყველა ჩვენგანს, ვინც ეს უდიდესი ტვირთი იტვირთა საკუთარ თავზე, სრულად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის. სხვა არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენს უკან ყველა გზა ჩახერგილია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ერთად და მთელს ჩვენს ქვეყანას!" - განაცხადა პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის დასკვნითი სიტყვა პრემიერის ფეიქბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."