მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ
დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეს, 28 ნო­ემ­ბერს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის შო­ბის მარ­ხვა და­ი­წყო. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის შო­ბის მარ­ხვის აღე­ბაა. სა­შო­ბაო მარ­ხვა 40 დღე გაგ­რძელ­დე­ბა და 7 იან­ვარს, უფ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დას­რულ­დე­ბა. მარ­ხვა მორ­წმუ­ნე­ებს უფ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ამ­ზა­დებს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, შო­ბის მარ­ხვის დროს, 25 დე­კემ­ბრამ­დე მორ­წმუ­ნე­ებს, ოთხშა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და, კვი­რის სხვა დღე­ებ­ში, თევ­ზის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

25 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრამ­დე კი მარ­ხვა ჩვე­უ­ლებ­რივ გაგ­რძელ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, გა­მო­ნაკ­ლი­სი პირ­ველ იან­ვარს გა­კეთ­დეს და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მმარ­ხვე­ლე­ბი თევ­ზის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, უფა­ლი იესო ქრის­ტე, სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლით ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის­გან, უდი­დე­სი თავ­მდაბ­ლო­ბის ნიშ­ნად, ბეთ­ლემ­ში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში იშვა, სა­დაც მწყემ­სე­ბი უა­მინ­დო­ბი­სას სა­ქო­ნელს აფა­რებ­დნენ. გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლის შობა იქ მყოფ მწყემ­სებს უფ­ლის ან­გე­ლო­ზებ­მა ახა­რეს. პირ­ვე­ლად მათ იხი­ლეს მა­ცხო­ვა­რი. უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბეთ­ლემ­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოგ­ვე­ბიც მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ უჩ­ვე­უ­ლოდ მო­კაშ­კა­შე ვარ­სკვლავ­მა მი­იყ­ვა­ნა. მათ ახალ­შო­ბილ მა­ცხო­ვარს ძღვე­ნი: ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური მი­არ­თვეს.

ვახ­ტან­გი­სის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუ­მე­ნი ნე­ო­ფი­ტე (ურო­ტა­ძე): "ეკ­ლე­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­ხვის დროს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ერ­თნა­ი­რად იმარ­ხუ­ლოს. მარ­ხვა უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ: მო­ხუ­ცებს, ავად­მყო­ფებს, ორ­სულ და მე­ძუ­ძურ ქა­ლებს. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მთლი­ა­ნად გა­მო­ე­თი­შონ მარ­ხვას. მთა­ვა­რი არის სუ­ლი­ე­რი მარ­ხვა და აღ­კვე­თა სა­კუ­თა­რი მან­კი­ე­რი ჩვე­ვე­ბი­სა, რა­საც საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ვე­ცა­დოთ ვი­ცხოვ­როთ უფ­ლის მცნე­ბე­ბი­თა და მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში მა­ინც შევ­ძლოთ ჩვე­ნი სული გავ­ხა­დოთ ბა­ტო­ნი ჩვე­ნი­ვე ხორ­ცი­სა, რათა არ გა­მოგ­ვი­ვი­დეს მარ­ტო ხორ­ცით მარ­ხვა. შე­იძ­ლე­ბა ხორ­ცი არ ჭამო, მაგ­რამ ძმა შე­ჭა­მო. ღვი­ნო­ზე უარი თქვა, მაგ­რამ გო­ნე­ბა ვერ დათ­მო, სა­ღა­მომ­დე თავი შე­ი­კა­ვო ჭა­მის­გან, მაგ­რამ მთე­ლი დღე მოყ­ვა­სის გან­სჯა­ში გა­ა­ტა­რო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეს შობის მარხვა დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ

დღეს, 28 ნოემბერს მორწმუნეებისთვის შობის მარხვა დაიწყო. შესაბამისად, დღეს მორწმუნეებისთვის შობის მარხვის აღებაა. საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ.

25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. შესაძლოა, გამონაკლისი პირველ იანვარს გაკეთდეს და კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის შემთხვევაში, მმარხველები თევზის მიღებას შეძლებენ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.

ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე): "ეკლესია ითვალისწინებს მარხვის დროს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს. მარხვა უმსუბუქდებათ: მოხუცებს, ავადმყოფებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მთლიანად გამოეთიშონ მარხვას. მთავარი არის სულიერი მარხვა და აღკვეთა საკუთარი მანკიერი ჩვევებისა, რასაც საკვების მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვეცადოთ ვიცხოვროთ უფლის მცნებებითა და მარხვის პერიოდში მაინც შევძლოთ ჩვენი სული გავხადოთ ბატონი ჩვენივე ხორცისა, რათა არ გამოგვივიდეს მარტო ხორცით მარხვა. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო. ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გონება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი