თსუ-ში თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დრომდე "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი პიკეტირებული აქვს.
ისინი შენობის დატოვებას მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები არსებული ფორმით თვითმმართველობის გაუქმებას, "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45-ე მუხლის გაუქმებას, სტუდენტურის საცხოვრებლის კეთილმოწყობას, განათლების დაფინანსების გაზრდას, უნივერსიტეტში გარერეფერირების შემოღებას ითხოვენ.
ჩვენმა ჟურნალისტმა ეს ფოტოები თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას თსუ-ს მეორე კორპუსში გადაიღო. მეორე კორპუსში არის ანტისანიტარია, ძველი გათბობის სისტემა, მოუწესრიგებელი კედლები, ცივი დერეფნები...
ლექსო ნაბახტეველი