საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში
"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი - ფი­დელ კას­ტრო 90 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის კუ­ბის რეს­პუბ­ლი­კას ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და... 1961 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­თან (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი) ერ­თად ეს­ტუმ­რა, რა­საც არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ადას­ტუ­რებს.

ერთ-ერთ სუ­რათ­ზე ისი­ნი პეტ­რე სო­ხა­ძეს­თან ერ­თად არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ ირმა სო­ხა­ძის ბა­ბუა გახ­ლდათ. თუ ვინ იყო პეტ­რე სო­ხა­ძე და რო­გორ მოხ­ვდნენ ისი­ნი მას­თან, ამ ფაქტს ირმა სო­ხა­ძე "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის ასე იხ­სე­ნებს:

- ბა­ბუ­ა­ჩე­მი ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე, სამ­ტრეს­ტის მმარ­თვე­ლი იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი აქვს. მუდ­მი­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და. ამას­თან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიღ­მის საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტო­რიც იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა დღეს აღარ არ­სე­ბობს, მის ად­გი­ლას სახ­ლე­ბი აშენ­და და ხალ­ხი ცხოვ­რობს, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე, მგო­ნი, დე­და­მი­წა­ზე სა­მო­თხის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო, ნამ­დვი­ლი ედე­მის ბაღი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, მჟა­ვა­ნა­ძის დროს და მე­რეც (პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს) სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც კი ჩა­მო­დი­ო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის სტუ­მა­რი ხდე­ბო­და.

იქ ბა­ბუ­ას ხე­ლით ბევ­რი რამ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვე­ნა­ხი ჰქონ­და, რაც კი ყუ­რძე­ნი არ­სე­ბობს, თით­ქმის ყვე­ლას ახა­რებ­და... თან, კარ­გი თა­მა­დაც იყო, მჭერ­მე­ტყვე­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც მღე­რო­და, ყვე­ლა მისი მე­გო­ბა­რი იყო და ამი­ტო­მაც მას­თან მუდ­მი­ვად სა­ო­ცა­რი სუფ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და. მეც მუდ­მი­ვად სკამ­ზე და­მა­ყე­ნებ­დნენ და მამ­ღე­რებ­დნენ...

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­პა­ტიო სტუმ­რებს, - კი, კარ­გად მახ­სოვს ხრუშ­ჩო­ვის ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა და ჩემი მას­თან შეხ­ვედ­რაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ფი­დელ კას­ტროს გა­რე­შე იქ არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ კას­ტროს ყოფ­ნის ეპი­ზოდს ვერ ვიხ­სე­ნებ, ისევ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი... მე ალ­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად რა­ი­მე კუ­ბურ სიმ­ღე­რას მამ­ღე­რებ­დნენ...

გა­მორ­ჩე­უ­ლი და კარ­გი ბა­ბუა მყავ­და, და­სა­მახ­სოვ­რებ­ლი ადა­მი­ა­ნი, მშრო­მე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, - ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ. კი, მის შე­სა­ხებ ბევ­რი კარ­გი ამ­ბა­ვი ვიცი და მახ­სოვს... 1968 წელს რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 12 წლის ვი­ყა­ვი და მე­ხი­ვით იყო ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი...

- ე.ი. თქვენც იქ იყა­ვით, რო­დე­საც ბა­ბუ­ას ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი და ფი­დელ კას­ტრო სტუმ­რობ­დნენ?

- კი, კარ­გად მახ­სოვს ხრუშ­ჩო­ვის სტუმ­რო­ბა ბა­ბუ­ას­თან... გული მწყდე­ბა, რომ კას­ტროს­თან ფოტო არ მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში

"მეც იქ ვიყავი..." - რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუბის რევოლუციის ლიდერი - ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კუბის რესპუბლიკას ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა... 1961 წელს საქართველოს ნიკიტა ხრუშჩოვთან (საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი) ერთად ესტუმრა, რასაც არქივში დაცული ფოტოებიც ადასტურებს.

ერთ-ერთ სურათზე ისინი პეტრე სოხაძესთან ერთად არიან აღბეჭდილები, რომელიც მომღერალ ირმა სოხაძის ბაბუა გახლდათ. თუ ვინ იყო პეტრე სოხაძე და როგორ მოხვდნენ ისინი მასთან, ამ ფაქტს ირმა სოხაძე "ამბები.გე"-სთვის ასე იხსენებს:

- ბაბუაჩემი ცნობილი მეღვინე, სამტრესტის მმართველი იყო, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული ნაშრომები აქვს. მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდა. ამასთან, წლების განმავლობაში დიღმის საცდელი მეურნეობის დირექტორიც იყო. სამწუხაროდ, ეს საცდელი მეურნეობა დღეს აღარ არსებობს, მის ადგილას სახლები აშენდა და ხალხი ცხოვრობს, თუმცა თავის დროზე, მგონი, დედამიწაზე სამოთხის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ნამდვილი ედემის ბაღი. ალბათ ამიტომაც, მჟავანაძის დროს და მერეც (პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ მახსოვს) საქართველოში ვინც კი ჩამოდიოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის სტუმარი ხდებოდა.

იქ ბაბუას ხელით ბევრი რამ იყო გაკეთებული, არაჩვეულებრივი ვენახი ჰქონდა, რაც კი ყურძენი არსებობს, თითქმის ყველას ახარებდა... თან, კარგი თამადაც იყო, მჭერმეტყველი, სიმპათიური და არაჩვეულებრივად მღეროდა. იმ საქართველოში ვინც მღეროდა, ყველა მისი მეგობარი იყო და ამიტომაც მასთან მუდმივად საოცარი სუფრები იმართებოდა. მეც მუდმივად სკამზე დამაყენებდნენ და მამღერებდნენ...

ახლა რაც შეეხება საპატიო სტუმრებს, -  კი, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის ბაბუასთან სტუმრობა და ჩემი მასთან შეხვედრაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი. ფიდელ კასტროს გარეშე იქ არ ყოფილა, მაგრამ კასტროს ყოფნის ეპიზოდს ვერ ვიხსენებ, ისევ იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი... მე ალბათ, აუცილებლად რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ...

გამორჩეული და კარგი ბაბუა მყავდა, დასამახსოვრებლი ადამიანი, მშრომელი, ქარიზმატული, - ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილიშვილი ვარ. კი, მის შესახებ ბევრი კარგი ამბავი ვიცი და მახსოვს... 1968 წელს რომ გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი და მეხივით იყო ეს საშინელი ამბავი...

- ე.ი. თქვენც იქ იყავით, როდესაც ბაბუას ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო სტუმრობდნენ?

- კი, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის სტუმრობა ბაბუასთან... გული მწყდება, რომ კასტროსთან ფოტო არ მაქვს გადაღებული...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი