პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ
პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ

პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტებს 2016-2020 წლე­ბის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა" აც­ნობს. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ გა­მო­უ­ცხა­და ნდო­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

"მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ კონ­სო­ლი­და­ცი­ით მი­ვი­ღებთ პარ­ლა­მენ­ტის მან­დატს და ყვე­ლა­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი ნდო­ბა და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ვა­მარ­თლოთ. მინ­და მივ­მარ­თო მა­თაც, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და ვთქვა, რომ ჩვენ პა­ტივს ვცემთ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მათ პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას და გა­მოვ­თქვამთ რწმე­ნას, რომ ჩვენ რო­გორც ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი, რო­მელ­თაც გვა­ერ­თი­ა­ნებს ერთი ამო­ცა­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა - პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მეშ­ვე­ო­ბით შევ­ძლებთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღე შევ­ქმნათ ერ­თად. ამის­თვის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კონ­სო­ლი­და­ცია და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თა­ვის მი­მარ­თვა­ში.

პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტის სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. კერ­ძოდ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნო­დარ ხა­დურს დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი ცვლის. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოსტს გი­ორ­გი გა­ხა­რია და­ი­კა­ვებს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ლა­მენტს ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ზუ­რაბ ალა­ვი­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რედ­გი­ნა. მთავ­რო­ბა­ში, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის პოსტზე ბრუნ­დე­ბა კახა კა­ლა­ძე. მთავ­რო­ბის ახა­ლი წევ­რია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას ჩა­ი­ბა­რებს. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღარ იარ­სე­ბებს დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ

პარლამენტში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" აცნობს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას".

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონსოლიდაციით მივიღებთ პარლამენტის მანდატს და ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს ძალიან დიდი ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობა გავამართლოთ. მინდა მივმართო მათაც, ვინც განსხვავებული არჩევანი გააკეთა და ვთქვა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილებას, მათ პოლიტიკურ გემოვნებას და გამოვთქვამთ რწმენას, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები, რომელთაც გვაერთიანებს ერთი ამოცანა - საქართველოს წინსვლა - პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით შევძლებთ, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე შევქმნათ ერთად. ამისთვის თითოეული მოქალაქის კონსოლიდაცია და მთელი საზოგადოების გაერთიანება იქნება საჭირო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თავის მიმართვაში.

პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. "ქართული ოცნების" მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."