ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში მდებარე საჯარო სკოლაში ხანძარია. ხანძრის შედეგად 300-400 კვმ ფართობი დაიწვა.
როგორც Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო მანქანა მუშაობს.
ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდნარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ამსახველი კადრები სოფელ ლაილაშის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა, რომელსაც ემოციური გამოხმარებები მოჰყვა.
"თითქოს ბავშვობის სიკვდილს ვუყურებ. ლაილაშის სკოლა ხანძარმა გაანადგურა." - წერენ ადგილობრივი მცხოვრებლები.