პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა
გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის უპი­რო­ბო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას არ ემ­ხრო­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა და ამა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნილ­მა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

რო­გორც მან დე­პუ­ტა­ტე­ბის შე­კი­თხვის პა­სუ­ხად გან­მარ­ტა, შს სა­მი­ნის­ტრო მზად არის ჩა­ერ­თოს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე დის­კუ­სი­ა­ში, ხოლო თუ ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, უნდა მოხ­დეს კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფონ­ზე, რაც თა­ვის მხრივ, სა­გან­მან­თლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვას გუ­ლის­ხმობს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. "ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხი და­მა­ტე­ბით შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ებს სა­ჭი­რო­ებს. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მეტი მსჯე­ლო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - აღ­ნიშ­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის თე­მას დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კი­თხი ეხე­ბა რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებს და ის კომ­პლექ­სურ მსჯე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

გიორგი მღებრიშვილი - შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას არ ემხრობა, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და ამავე თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.

როგორც მან დეპუტატების შეკითხვის პასუხად განმარტა, შს სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში, ხოლო თუ ეს განხორციელდება, მღებრიშვილის თქმით, უნდა მოხდეს კომპლექსური ღონისძიებების ფონზე, რაც თავის მხრივ, საგანმანთლებლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. "ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ნარკოპოლიტიკის თემას დღეს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, საკითხი ეხება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და ის კომპლექსურ მსჯელობას საჭიროებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."