გლდანის რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს. როგორც კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 26 ნოემბერს ღამის საათებში კომპანია "თელასი" ავშნის ქვესადგურზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გლდანის სატუმბო სადგურს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულის გამო, 26 ნოემბერს, 01:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის V, VI, VII, VIII მიკრო რაიონებს; სოფლებს: გიორგი წმინდას და ბერთუბანს; დიდი ტბის მიმდებარე დასახლებას; გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გლდანის საცურაო აუზს; ასევე სოფელ გლდანში - გულიაშვილის, ბარათაშვილის, მაისურაძის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ხერგიანის, ტიხონოვის ქუჩებს;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.