პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რა ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში?
"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რა ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში?

"ჩემი შვი­ლი სა­ტა­ნის­ტე­ბის სექ­ტა­ში იყო. დიდი ძა­ლის­ხმე­ვით გა­მოვ­ტა­ცე მათ კლან­ჭებს. მას­თან ერ­თად შეგ­ხვდე­ბით და გი­ამ­ბობთ, რა უნდა იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ შვი­ლე­ბი ჭა­ობ­ში ჩა­ძირ­ვის­გან და­ი­ფა­როს", - ამ სა­უბ­რის შემ­დეგ ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ტე­ლე­ფონ­ში ვი­ნა­ო­ბა არ გა­მიმ­ხი­ლა, ნამ­დვი­ლად შემ­ხვდე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მა­ტყო­ბი­ნა, მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად,­ მან ჟურ­ნა­ლის­ტთან შეხ­ვედ­რა გა­და­ი­ფიქ­რაო, და ყო­ფილ პო­ლი­ცი­ელ ნიაზ ლე­მონ­ჯა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბა მირ­ჩია. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლა, ვინც წლე­ბის წინ სა­ში­ში სექ­ტე­ბის შეკ­რე­ბის ად­გილს მი­აგ­ნო და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს აც­ნო­ბა.

ნიაზ ლე­მონ­ჯა­ვა: - ათი წელ­ზე მე­ტია ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის ქვეშ, ამაზ­რზენ სუ­რათს წა­ვა­წყდი, რისი ნახ­ვის შემ­დე­გაც ვცდი­ლობ­დი, მეტი შე­მე­ტყო იმ ბუ­ნა­გე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბობს. სა­ეჭ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად დაბ­ლა ჩა­ვე­დი, სა­დაც ერთხანს დის­კო­თე­კე­ბი იმარ­თე­ბო­და. იქ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და სექ­ტის მიმ­დევ­რე­ბი. ყვე­ლა დაჯ­გუ­ფე­ბას თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რია აქვს. ვის არ ნა­ხავთ: გო­თებს, სა­ტა­ნის­ტებს, ემო­ებს, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ან მძი­მე რო­კის მოყ­ვა­რუ­ლებს. ერთი სი­ტყვით, სრუ­ლი ბა­ლა­გა­ნია. ამ სა­კითხს ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეს­წავ­ლა და პრობ­ლე­მის გო­ნივ­რუ­ლად მოგ­ვა­რე­ბა უნდა და არა ომის გა­მო­ცხა­დე­ბა, რაც ბო­რო­ტე­ბის ბუ­დეს მხო­ლოდ ერთ ად­გილ­ზე გა­აქ­რობს, მაგ­რამ სხვა­გან გა­აძ­ლი­ე­რებს.

- რა ნა­ხეთ დაბ­ლა?

- შე­ვეს­წა­რი, 20 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდებს კატა რო­გორ და­ე­კი­დე­ბი­ნათ თავ­დაღ­მა და თავს აჭ­რიდ­ნენ. და­მი­ნა­ხეს თუ არა, გა­იქ­ცნენ. იქ იმ­დე­ნი გა­სას­ვლე­ლია,­ რომ ერთ კაცს გა­დევ­ნე­ბა და და­ჭე­რა გა­უძ­ნელ­დე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ­ზე მეტი ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი და სა­კუ­თა­რი ყუ­რით მოს­მე­ნი­ლი იმ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­წის ქვეშ ხდე­ბა. ღრმად მჯე­რა, რომ იქა­უ­რო­ბის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან ბევრ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ საქ­მეს გახ­სნის. ჯერ კი­დევ ათი წლის წინ ვთხოვ­დი შსს-ს ამ საქ­მის­თვის მი­ე­ხე­და.­ გგო­ნი­ათ, თქვე­ნი რე­პე­ტი­ტორ­თან მი­მა­ვა­ლი შვი­ლი თა­ვის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­გობ­რებ­თან ერ­თად არ შე­ეც­დე­ბა, ერთხელ მა­ინც მოხ­ვდეს იმ სარ­და­ფებ­ში?

ერთი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მანდ ჩა­ით­რი­ეს, მზად იყო, მთე­ლი ოჯა­ხი ცე­ცხლში ამო­ე­ბუ­გა, ოღონდ იმ ბუ­ნაგ­ში ყოფ­ნა­ში არ შე­ე­შა­ლათ ხელი. თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და. მკურ­ნა­ლობ­დნენ, რო­გორც გიჟს და წამ­ლე­ბით კი­ნა­ღამ მარ­თლა გა­ა­გი­ჟეს. სხვა მიდ­გო­მა უნდა ასეთ გზი­დან აც­დე­ნი­ლებს.

173-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლია თუ­შუ­რი,­ რო­მელ­მაც შარ­შან ნახა სა­ტა­ნის­ტუ­რი მსხვერ­პლშე­წირ­ვა, მი­იჩ­ნევს, რომ ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის მი­წის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­თან რა­დი­კა­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბას შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა.

- ამ სარ­და­ფე­ბით მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი,­ რო­დე­საც ჩვე­ნი სკო­ლის ერთი მოს­წავ­ლე უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. ეჭვი გა­მიჩ­ნდა, რომ გო­გო­ნას სწო­რედ ვარ­დე­ბის მო­ედ­ნის­ ქვეშ მი­ვაგ­ნებ­დი. მე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­ ვარ, 2000 ბავ­შვი მყავს მო­ბა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვე­ცა­დე, გა­მერ­კვია, სა­ი­დან იბა­დე­ბა­ ბავ­შვებ­ში ასე­თი ინ­ტე­რე­სი. ასე და­ვი­წყე სუბკულ­ტუ­რე­ბის შეს­წავ­ლა. ის გო­გო­ნა­ სარ­დაფ­ში ვერ ვნა­ხეთ, მაგ­რამ მისი ასა­ვალ-და­სავ­ლის შე­სა­ხებ სწო­რედ იქ შე­ვი­ტყვე. იქვე და­ვუ­ახ­ლოვ­დი ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­თა­ნაც დღემ­დე მაქვს კავ­ში­რი და ვცდი­ლობ, მი­წის­ქვე­შე­თი­დან ამო­ვიყ­ვა­ნო.

და­უშ­ვე­ბე­ლია მათ­თან აკ­რძალ­ვე­ბის,­ შე­ზღუდ­ვე­ბის ენით ლა­პა­რა­კი, რად­გან ასეთ ქმე­დე­ბებს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მოს­დევს შე­გუ­ბე­ბუ­ლი ბრა­ზი და ბავ­შვი აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რა ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში?

"ახალგაზრდებს კატა თავდაღმა დაეკიდებინათ და თავს აჭრიდნენ" - რა ნახა პოლიციელმა ვარდების მოედნის სარდაფებში?

"ჩემი შვილი სატანისტების სექტაში იყო. დიდი ძალისხმევით გამოვტაცე მათ კლანჭებს. მასთან ერთად შეგხვდებით და გიამბობთ, რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ შვილები ჭაობში ჩაძირვისგან დაიფაროს", - ამ საუბრის შემდეგ ვიმედოვნებდი, რომ მამაკაცი, რომელმაც ტელეფონში ვინაობა არ გამიმხილა, ნამდვილად შემხვდებოდა. მოგვიანებით შემატყობინა, მონასტერში ვცხოვრობ ქალიშვილთან ერთად,­ მან ჟურნალისტთან შეხვედრა გადაიფიქრაო, და ყოფილ პოლიციელ ნიაზ ლემონჯავასთან დაკავშირება მირჩია. ის ერთ-ერთი პირველი ყოფილა, ვინც წლების წინ საშიში სექტების შეკრების ადგილს მიაგნო და შესაბამის სამსახურებს აცნობა.

ნიაზ ლემონჯავა: - ათი წელზე მეტია ვარდების მოედანზე, მიწის ქვეშ, ამაზრზენ სურათს წავაწყდი, რისი ნახვის შემდეგაც ვცდილობდი, მეტი შემეტყო იმ ბუნაგების შესახებ, რომლებიც ქალაქის ცენტრში არსებობს. საეჭვო ინფორმაციის გადასამოწმებლად დაბლა ჩავედი, სადაც ერთხანს დისკოთეკები იმართებოდა. იქ იკრიბებოდნენ სხვადასხვა მიმდინარეობისა და სექტის მიმდევრები. ყველა დაჯგუფებას თავისი ტერიტორია აქვს. ვის არ ნახავთ: გოთებს, სატანისტებს, ემოებს, ელექტრონული მუსიკის ან მძიმე როკის მოყვარუ­ლებს. ერთი სიტყვით, სრული ბალაგანია. ამ საკითხს ძირფესვიანად შესწავლა და პრობლემის გონივრულად მოგვარება უნდა და არა ომის გამოცხადება, რაც ბოროტების ბუდეს მხოლოდ ერთ ადგილზე გააქრობს, მაგრამ სხვაგან გააძლიერებს.

- რა ნახეთ დაბლა?

- შევესწარი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს კატა როგორ დაეკიდებინათ თავდაღმა და თავს აჭრიდნენ. დამინახეს თუ არა, გაიქცნენ. იქ იმდენი გასასვლელია,­ რომ ერთ კაცს გადევნება და დაჭერა გაუძნელდება.

მოგვიანებით გავიცანი ადამიანები, რომელთაც ჩემზე მეტი ჰქონდათ ნანახი და საკუთარი ყურით მოსმენილი იმ საშინელებების შესახებ, რაც ვარდების მოედანზე, მიწის ქვეშ ხდება. ღრმად მჯერა, რომ იქაურობის შესწავლა ძალიან ბევრ იდუმალებით მოცულ საქმეს გახსნის. ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვთხოვდი შსს-ს ამ საქმისთვის მიეხედა.­ გგონიათ, თქვენი რეპეტიტორთან მიმავალი შვილი თავის ცნობისმოყვარე მეგობრებთან ერთად არ შეეცდება, ერთხელ მაინც მოხვდეს იმ სარდაფებში?

ერთი გოგონა, რომელიც მანდ ჩაითრიეს, მზად იყო, მთელი ოჯახი ცეცხლში ამოებუგა, ოღონდ იმ ბუნაგში ყოფნაში არ შეეშალათ ხელი. თავის მოკვლაც სცადა. მკურნალობდნენ, როგორც გიჟს და წამლებით კინაღამ მართლა გააგიჟეს. სხვა მიდგომა უნდა ასეთ გზიდან აცდენილებს.

173-ე სკოლის დირექტორი ლია თუშური,­ რომელმაც შარშან ნახა სატანისტური მსხვერ­პლშეწირვა, მიიჩნევს, რომ ვარდების მოედნის მიწის ქვეშ არსებული სხვადასხვა დაჯგუფების წევრებთან რადიკალურ დაპირისპირებას შედეგი არ მოჰყვება.

- ამ სარდაფებით მაშინ დავინტერესდი,­ როდესაც ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეჭვი გამიჩნდა, რომ გოგონას სწორედ ვარდების მოედნის­ ქვეშ მივაგნებდი. მე სკოლის დირექტორი­ ვარ, 2000 ბავშვი მყავს მობარებული, ამიტომ ვეცადე, გამერკვია, საიდან იბადება­ ბავშვებში ასეთი ინტერესი. ასე დავიწყე სუბკულტურების შესწავლა. ის გოგონა­ სარდაფში ვერ ვნახეთ, მაგრამ მისი ასავალ-დასავლის შესახებ სწორედ იქ შევიტყვე. იქვე დავუახლოვდი ახალგაზრდებს, რომლებთანაც დღემდე მაქვს კავშირი და ვცდილობ, მიწისქვეშეთიდან ამოვიყვანო.

დაუშვებელია მათთან აკრძალვების,­ შეზღუდვების ენით ლაპარაკი, რადგან ასეთ ქმედებებს ნებისმიერ შემთხვევაში მოსდევს შეგუბებული ბრაზი და ბავშვი აგრესიული ხდება... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ